მფრინავმა ქალმა დისკრიმინაციის ბრალდებით თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გაწყვიტა, უწყება მას უჩივის
ფოტო: შეიცვალე აზრი / FB
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამხედრო მფრინავი ეკა ქვლივიძე უწყებას გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. ქვლივიძე ამბობს, რომ ამ მიზეზით მან სამინისტროსთან კონტრაქტი გაწყვიტა, რის გამოც სასამართლოში უჩივლეს.
ქვლივიძის თქმით, ის 11 წელი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მისივე თქმით, 2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსამზადებელ კურსს გადიოდა და დაბრუნების შემდეგ წოდებრივად დააქვეითეს. მფრინავი ამბობს, რომ არ იყო გათვალისწინებული საფრენოსნო პროგრამაში რის გამოც სამოქალაქო განხრით სწავლა მოითხოვა და ნებართვა მისცეს, თუმცა მოგვიანებით აუკრძალეს.
მისი თქმით, მინისტრის ბრძანებით გორში სამხედრო აკადემიაში გაგზავნეს, სადაც დამწყებ მფრინავებს ასწავლიდა. ამბობს, რომ მოითხოვა ლექციების პარალელურად ფრენის უფლება ჰქონოდა, თუმცაუარი უთხრეს. გარდა ამისა მოითხოვა ჩართულიყო ავღანეთის მისიაში, თუმცა როგორც ამბობს, ამაზეც უარი მიიღო.
"უშუალოდ მეთაურს როდესაც გავესაუბრე და ვკითხე, ვიყავი თუ არა საფრენ პროგრამაში გათვალისწინებული, ასეთი წინადადება მითხა, მცირე რესურსებია საფრენ აპარატზე და ამ რესურსების ქალ მფრინავში გახარჯვას არ ვაპირებთ და ზემოდან ზოგადად ქალი მფრინავიც არ სჭირდებათ და იცოდეო, მთელი წლის განმავლობაში შენ მფრინავის იმედი არ გქონდესო", — აცხადებს ქვლივიძე.
მისი თქმით, ამ დროს ხელძღვანელის ფუნქციას სიმონ წიკლაური ასრულებდა. მისივე თქმით, პატაკის დაწერისა და სამსახურის დატოვების შემდეგ თავდაცვის მინისტრს წერილობით აცნობა მომხდარის შესახებ, თუმცა უწყებას რეაგირება არ ჰქონია.
"იმისათვის, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მემსახურა და სამხედრო მფრინავი ვყოფილიყავი ძალიან ბევრი სტერეოტიპი დავარღვიე, ბევრი ვიბრძოლე. ძალიან ბევრი სასწავლო კურსი გავიარე, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო. ყველა წარმატებით და არცერთი საყვედური არ მიმიღია. იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი მოწოდება", — აცხადებს ქვლივიძე.
ქვლივიძის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს. მათი განცხადებით, უწყება კონტრაქტის გაწყვეტის გამო 28 000 ლარიან ჯარიმას მოითხოვს, რაც აბსურდულად მიაჩნიათ.
თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვლივიძეს მსახურების პერიოდში გენდერული დისკრიმინაციის შესახებ წერილობით არ უცნობებია და მას შემდეგ განაცხადა, რაც უწყებამ კონტრაქტის დარღვევისთვის სასამართლოში უჩივლა. უწყების განცხადებით, "უსაფუძვლოდ" კონტრაქტის პირობების დარღვევას ვერ დაუშვებენ.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები