სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია იკვეთება — ISFED კერზაიას საქმეზე
ფოტო: ია კერზაია / Facebook
არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებაში, სავარაუდოდ, იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები. ორგანიზაციას აქვს "საფუძვლიანი ეჭვი", რომ სამინისტროს შიდა აუდიტის ინტერესი სკოლის დირექტორის, ია კერზაიას დასჯა იყო. ამის შესახებ დღეს, 26 მარტს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) წარმოადგინა სპეციალური ანგარიში.
ორგანიზაცია ანგარიშში წერს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურების წინასაარჩევნო პერიოდში ზუგდიდის საგანმანათლებლო დაწესებულებებში პოლიტიკური ნიშნით ზეწოლასა და მუქარას სისტემური ხასიათი ჰქონდა.
"მოქალაქის განცხადების განხილვისა და შემოწმების დაწყების შემჭიდროებული ვადები, ინსპექტირების ფორმა, გამოცემული დასკვნა და გაცემული რეკომენდაციები ეჭვებს აჩენს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციულ და შერჩევითი მიდგომაზე", — ნათქვამია ანგარიშში.
ISFED ყურადღებას ამახვილებს ინსპექტირების მარეგულირებელ აქტებში ბუნდოვან კრიტერიუმებზე, ინსპექტირების დაწყების ბუნდოვან საფუძველზე, ინსპექტირების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საეჭვო ვადებზე, ინსპექტირების პროცესუალურ დაღრვევებზე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ინსპექტირების დასკვნაში მოყვანილი შეფასებები გადაჭარბებულია, ხოლო გაცემული რეკომენდაციები ვერ გადაწყვეტს სკოლის რეალურ გამოწვევებს.
სამართლიანი არჩევნების მოკვლევით, 2018 წელს სამინისტრომ ჯამში შვიდი ინსპექტირება ჩაატარა, მათგან ექვსი ნოემბრის თვეში — საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის პერიოდში. ნოემბრის თვეში ჩატარებული ინსპექტირებებიდან სამი სამეგრელოს რეგიონში მდებარე სკოლებში ჩატარდა.
8 ნოემბერს სამინისტროში განცხადებები ერთდროულად სამი სკოლის შესახებ შევიდა. მათგან ერთ-ერთი ზუგდიდის #6 საჯარო სკოლა იყო. სამივე მათგანთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრომ ინსპექტირების დაწყებაზე გადაწყვეტილება იმავე დღეს — 8 ნოემბერს მიიღო.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ბუნდოვანია ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების დაწყების საფუძველიც:
"არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ არ არსებობს მოქალაქე, რომლის სახელით, გვარითა და მისამართით სამინისტროში შევიდა განცხადება ზუგდიდის #6 სკოლის დირექტორის წინააღმდეგ. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრომ ჩაიბარა და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო განცხადებაზე, რომელიც არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით სავალდებულოდ დადგენილ რეკვიზიტებს, იკვეთება სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები. მეორე მხრივ, თუ განმცხადებელი მოქმედებდა სხვისი სახელითა და გვარით და განცხადებაზე გააყალბა ხელმოწერა, მაშინ ეს დანაშაულია".
ინსპექტირების დასკვნასთან დაკავშირებით, სამართლიანი არჩევნები ანგარიშში აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ტონი და გაცემული რეკომენდაციები ორიენტირებულია სკოლაში აღმოჩენილი დარღვევების დრამატულად წარმოჩენაზე. ანგარიშის მიხედვით, იკვეთება, რომ ინსპექტირების სამსახურის დასკვნა და რეკომენდაციები ორიენტირებული არ არის სკოლის საქმიანობის შესრულების გაუმჯობესებაზე. რეკომენდაცია მიმართული არ არის დარღვევების გამომწვევი მიზეზების მოგვარებისკენ და ის ორიენტირებულია მხოლოდ სკოლის და მისი დირექტორის დასჯაზე.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ზუგდიდის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა განახორციელა ასევე #7 საჯარო სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელზე, ნათელა ხორგუანზეც.
განათლების მინისტრის პოზიცია
8 თებერვალს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განმარტა, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას "მორალური პრინციპებით" იხელმძღვანელა.
"ჩვენ გვქონდა ყველანაირი იურიდიული საფუძველი გარდა მორალურისა, რომ ქალბატონი ია გაგვეთავისუფლებინა", — თქვა მინისტრმა.
დეპუტატების წინაშე საუბრისას მინისტრმა თქვა, რომ მოქალაქის მიერ განცხადებაში მითითებული ყველა საკითხი ზუგდიდის სკოლის სავარაუდო დარღვევებზე აუდიტმა დაადასტურა.
მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ სამინისტროში შესული მოქალაქის საჩივრის წერილის ავტორის ვინაობა მისთვის ცნობილი არაა და უწყება არც იყო ვალდებული, გაერკვია ეს:
"წერილს აწერია სახელი და გვარი და ჩვენი ვალია რეაგირება. არანაირი რეგულაცია და არანაირი ვალდებულება არ გვაქ დავიწყოთ პერსონის მოძიება".
ია კერზაიას საქმე
ზუგდიდის სკოლის დირექტორი, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.
გარდაცვალებამდე, ია კერზაია რუსთავი 2-თან ჰყვებოდა, რომ მას შემდეგ, რაც არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი შევიდა და შეამოწმა. არხის ინფორმაციით, შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ამ მიზეზის გამო ია კერზაიას დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპირებდნენ.
კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, ჩატარებულ ინსპექციას, რაც, მისი თქმით, კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდა, პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. სკოლის დირექტორზე ზეწოლაზე საუბრობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ოპოზიცია. საქართველოს განათლების სამინისტროსა და სხვა სახელისუფლებო უწყებების თქმით, საქმის პოლიტიზირება მიუღებელია.
პროკურატურამ სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამძიება დაიწყო.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები