ყალბი ამბები და მისი ამოცნობა — როგორ დავიცვათ თავი დეზინფორმაციისა და პროპაგანდისაგან
ფოტო: ილიაუნი
ყალბი ამბები (Fake News) — კაცობრიობისთვის უცხო ხილი ნამდვილად არ არის. სხვადასხვა დროში, ტოტალიტარული რეჟიმები პროპაგანდისთვის აქტიურად იყენებდნენ ამ ტექნიკას, რათა საზოგადოებაში არასასურველი ქვეყნების, ადამიანებისა თუ ჯგუფების მარგინალიზება მოეხდინათ. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ და სოციალური მედიის შექმნან, ყალბი ამბების გავრცელების პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახადა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საზოგადოების წევრები არაერთხელ აღმოჩნდნენ ფეიქ ნიუსების გავლენის ქვეშ. ეს არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ხდება, განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყნებში, სადაც რუსეთს ინტერესები აქვს. ყალბი ამბების ამოცნობა საკმაოდ რთულია, რადგან მას პროფესიონალები ქმნიან — ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ კომუნიკაციის თავისებურებებს და გრაფიკულ პროგრამებსაც ფლობენ, რომელსაც ფოტომანიპულაციებისთვის იყენებენ.
ყალბი ახალი ამბები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე დიდ გავლენას ახდენს და ის ხშირად მიმართულია სიძულვილის, დაპირისპირებისა და მარგინალიზაციის პროვოცირებისკენ. ამის კარგი მაგალითი იყო 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა შორს რომ არ წავიდეთ, 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებიც ფეიქ ნიუსებით მრავალფეროვანი გახლდათ. იგივე შეიძლება ითქვას თიბისის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზეც.
წაიკითხეთ:
- ყალბი ამბები, როგორც საარჩევნო კამპანიის ნაწილი
ამგვარი გავლენებისგან თავის ასარიდებლად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში მედიაწიგნიერება განვითარდეს. ამ თემასთან დაკავშირებით მედიის განვითარების ფონდმა და ილიაუნიმ წიგნის სახლ ლიგამუსში ერთობლივი პრეზენტაცია გამართეს.
პრეზენტაცია მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანიც საქართველოში მედია და ინფორმაციული წიგნიერების ინიციატივების პოპულარიზაციაა. ღონისძიებაზე ილიაუნიმ და მედიის განვითარების ფონდმა ერთობლივად შემუშავებული სასწავლო რესურსები წარმოადგინეს.
მათ შორის იყო პედაგოგებისთვის მომზადებული სახელმძღვანელო, ვებგვერდი, ონლაინთამაშები და ილიას უნივერსიტეტში პედაგოგთა გადამზადების პროგრამისთვის მომზადებული მედია და ინფორმაციული წიგნიერების სასწავლო კურსი, რომელიც უნივერსიტეტში გაზაფხულიდან დაინერგება.
"დღეს ჩატარდა პრეზენტაცია იმ მასალების, რომლებიც დაეხმარება, როგორც მომავალ, ისე მოქმედ პედაგოგებს მედიაწიგნიერების საქმეში გარკვევისათვის. ეს არის ონლაინ და ნაბეჭდი მასალების მნიშვნელოვანი კრებული. ეს უმნიშვნელოვანესი წამოწყებაა, რადგან მედიაწიგნიერება არის უმთავრესი ინსტრუმენტი, რომელიც ყალბი ნიუსებისა და მავნებელი პოლიტიკური პროპაგანდის დამარცხებაში დაგვეხმარება", - ამბობს ილიაუნის რექტორი გიგა ზედანია.
მედიის განვითარების ფონდის მიერ წარმოდგენილი ვებგვერდი Millab მოიცავს როგორც სასწავლო მასალებს, ასევე ონლაინთამაშებსაც, რომელიც სწავლების პროცესში გამოიყენება. თამაშები ამოწმებს, რამდენად კარგად შეუძლია ადამიანს ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა.
მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების პოპულარიზაციისთვის, მედიის განვითარების ფონდი და ილიაუნი სხვადასხვა სკოლებში პედაგოგებისთვის სპეციალური ტრენინგების ჩატარებას აპირებენ.
"პროექტის მიზანია სკოლებში მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა, ვინაიდან სკოლები უფრო მოწყვლადები არიან დეზინფორმაციის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სასკოლო ასაკიდან განვითარდეს კრიტიკული ანალიზის უნარი, ასევე დეზინფორმაციისთვის წინააღმეგობის გაწევის უნარი, რომლის წინაშეც თანამედროვე სამყარო დგას", - ამბობს მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი.
პროექტის განხორციელებაში ილიაუნისა და მედიის განვითარების ფონდის გარდა, ჩართული იყო ნიდერლანდების საელჩოც, რომელიც მედიაწიგნიერების განვითარებას მხარდაჭერას უცხადებს.
მასალებისა და წიგნის ელექტრონული ვერსიის ნახვა სპეციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ.
ამავე თემაზე:
-
Ted Lasso-ს ახალი სეზონი 5 აგვისტოს გამოდის — ნახეთ ტრეილერი Ted Lasso-ს ახალი სეზონი 5 აგვისტოს გამოდის — ნახეთ ტრეილერი
გადახედვა
-
White Lotus-ის მეოთხე სეზონს ლორა დერნი შეუერთდა White Lotus-ის მეოთხე სეზონს ლორა დერნი შეუერთდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "მე წაგიყვანთ და საქონლის და ღორის რბილ ხორცს გაყიდინებთ ნახევარ კილოგრამს 10 ლარში" ირაკლი კობახიძე: "მე წაგიყვანთ და საქონლის და ღორის რბილ ხორცს გაყიდინებთ ნახევარ კილოგრამს 10 ლარში"
გადახედვა
-
ათენში შეიარაღებული პირი ორ სახელმწიფო დაწესებულებას დაესხა თავს — დაჭრილია 4 პირი ათენში შეიარაღებული პირი ორ სახელმწიფო დაწესებულებას დაესხა თავს — დაჭრილია 4 პირი
გადახედვა
-
ცნობილია პატრიარქობის 3 კანდიდატი ცნობილია პატრიარქობის 3 კანდიდატი
გადახედვა
-
ლიზა თაყაიშვილი — ქართველი რაპირისტი, რომელიც მსოფლიო ელიტისკენ სწრაფად მიიწევს ლიზა თაყაიშვილი — ქართველი რაპირისტი, რომელიც მსოფლიო ელიტისკენ სწრაფად მიიწევს
-
სახელმწიფო გადატრიალების ერთ დღეში აღკვეთა — ალექსანდრე ტაბატაძე მამუკა მდინარაძეზე სახელმწიფო გადატრიალების ერთ დღეში აღკვეთა — ალექსანდრე ტაბატაძე მამუკა მდინარაძეზე
გადახედვა
-
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დაამტკიცეს ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დაამტკიცეს
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: ლარნახევარი გამოყავით სოციალურად დაუცველი ადამიანების კვებაზე სასადილოებში და ამ ლარნახევრიდანაც კი ფული მოპარეთ ვიკა ფილფანი: ლარნახევარი გამოყავით სოციალურად დაუცველი ადამიანების კვებაზე სასადილოებში და ამ ლარნახევრიდანაც კი ფული მოპარეთ
გადახედვა
-
რუსულ ცირკში დამცავი ზღუდე ჩამოვარდა და ვეფხვი ხალხში შევარდა (ვიდეო) რუსულ ცირკში დამცავი ზღუდე ჩამოვარდა და ვეფხვი ხალხში შევარდა (ვიდეო)
-
დაჯი კოვზირიძე: დახურეთ ლილოს ნაგავსაყრელი, მიეცით ადამიანებს სუფთა ჰაერით სუნთქვის შესაძლებლობა დაჯი კოვზირიძე: დახურეთ ლილოს ნაგავსაყრელი, მიეცით ადამიანებს სუფთა ჰაერით სუნთქვის შესაძლებლობა
გადახედვა
-
შრი-ლანკის აეროპორტში, ტაილანდიდან დაბრუნებული 22 შრი-ლანკელი ბერი დააკავეს, რომლებსაც 110 კგ-მდე კანაფი აღმოაჩნდათ შრი-ლანკის აეროპორტში, ტაილანდიდან დაბრუნებული 22 შრი-ლანკელი ბერი დააკავეს, რომლებსაც 110 კგ-მდე კანაფი აღმოაჩნდათ
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ — ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ — ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
-
ქვიზი: გამოიცანი ლექსი Google Translate-ის თარგმანით ქვიზი: გამოიცანი ლექსი Google Translate-ის თარგმანით
-
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება — პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება — პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
-
დრონებით თავდასხმამ რუსეთში, ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, ხანძარი გამოიწვია დრონებით თავდასხმამ რუსეთში, ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, ხანძარი გამოიწვია
გადახედვა
-
ირანის ომის გამო პრეზერვატივებზე ფასები იზრდება ირანის ომის გამო პრეზერვატივებზე ფასები იზრდება
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: ასეთი მასშტაბის რეაქცია მიუთითებს მათ [რადიკალების] შიშსა და გაურკვევლობაზე, რადგან სადაც მამუკა მდინარაძე მივიდა, იქიდან დაიწყო ნაცების გაცამტვერება ნინო წილოსანი: ასეთი მასშტაბის რეაქცია მიუთითებს მათ [რადიკალების] შიშსა და გაურკვევლობაზე, რადგან სადაც მამუკა მდინარაძე მივიდა, იქიდან დაიწყო ნაცების გაცამტვერება
გადახედვა
-
მეუფე ზენონი: ჩემი პოზიცია იყო, რომ პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას მეუფე ზენონი: ჩემი პოზიცია იყო, რომ პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას
გადახედვა
-
ტერაბანკის საკრედიტო ბარათი აგრო ბიზნესისთვის ტერაბანკის საკრედიტო ბარათი აგრო ბიზნესისთვის
-
ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი აცხადებს, რომ დემარკაციის პროცესის ფარგლებში სომხეთს საქართველოსთვის სასაზღვრო სოფელი არ დაუთმია ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი აცხადებს, რომ დემარკაციის პროცესის ფარგლებში სომხეთს საქართველოსთვის სასაზღვრო სოფელი არ დაუთმია
გადახედვა


კომენტარები