თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ — ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
ფოტო: თიბისი
თიბისი კონცეპტი აგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ახალ სიცოცხლეს სძენს, უზრუნველყოფს მის შენარჩუნებას და თანამედროვე ფორმით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას.
პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსის გიული ჩოხელის ფირფიტის, ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის ვინილისა და მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის გამოცემის შემდეგ, თიბისი კონცეპტი ამჯერად, წარმოგიდგენთ ქართული მუსიკის ლირიკის გენიის — ინოლა გურგულიას უნიკალური საარქივო აუდიოჩანაწერების ვინილების ნაკრებს.
შვიდი ვინილისგან შემდგარი ნაკრები, სხვადასხვა წყაროდან თავმოყრილ, 100 საარქივო აუდიო ჩანაწერს ხუთ ალბომად აერთიანებს. აუდიო ჩანაწერების ნაწილი აქამდე უცნობი იყო ფართო აუდიტორიისთვის. კოლექციის საფუძველი ოჯახში დაცული იშვიათი მაგნიტოფირის ჩანაწერები აღმოჩნდა, სადაც ინოლა გურგულია საკუთარ სიმღერებს ასრულებს. მიუხედავად ტექნიკური ხარვეზებისა, ეს ჩანაწერები განსაკუთრებული ისტორიული და კულტურული ღირებულებით გამოირჩევა.
- I ვინილი გახსოვს? — აერთიანებს ადრეულ, შინაურ ჩანაწერებსა და ინოლას შემოქმედების საწყის ეტაპს წარმოაჩენს.
- II ვინილი — გამეორება ძნელია — მოიცავს კინოს, თეატრისა და ქალაქურ-ხალხურ რეპერტუარს და გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით.
- III ვინილი — ბედნიერი ვარ — ძირითადად გამოუქვეყნებელ მასალას აერთიანებს. აქვე მოისმენთ ინოლას მიერ მოთხრობილ მისავე ბიოგრაფიის ჩანაწერს.
- IV ვინილი — მოვალ და გიმღერებ — ასახავს 2023 წელს აღმოჩენილ ჩანაწერებს.
- V ვინილი — ...პირველად იყო სიმღერა — მოიცავს შედარებით გვიანდელ ჩანაწერებს და ემოციურად ავტორის შემოქმედებით შეჯამებად აღიქმება.
ინოლა გურგულიას (1929–1977) ქართული მუსიკის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, როგორც მომღერალს, კომპოზიტორსა და პოეტს, რომლის შემოქმედებაც დღემდე ინარჩუნებს ემოციურ სიღრმესა და განსაკუთრებულ ესთეტიკას. მისი შემოქმედება, საავტორო თუ თარგმანები, უცხოურ მოტივებზე შექმნილი სიმღერები, უნიკალურ სინთეზს ქმნის ქართულ და მსოფლიო მუსიკალურ კულტურას შორის.
ინოლა გურგულია სიმღერების აღნიშნული ნაკრები მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც არა მხოლოდ ინოლა გურგულიას შემოქმედების ახლებურად აღმოჩენას სთავაზობს მსმენელს, არამედ მომავალ თაობებს უნარჩუნებს ქართული საავტორო სიმღერის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას მემკვიდრეობას.
28 აპრილიდან, თიბისი კონცეპტის მომხმარებლები 15%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ ვინილების ნაკრების შეძენას, მარჯანიშვილის 7-ში თიბისი კონცეპტის საკოლექციო მაღაზიაში. ნაკრები, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება მაღაზია — რეტრომანიაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვინილების ნაკრების რაოდენობა ლიმიტირებულია.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები