Harpers Bazaar-თან ინტერვიუს დროს, სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავმა, ემილია კლარკმა სერიალის ფინალური სეზონის შესახებაც ისაუბრა.

როგორც მსახიობი ამბობს, მისი პერსონაჟის, დეინერის ტარგარიენის ფინალური სცენა იმდენად ემოციური იყო, რომ დიდი ხანი შოკიდან ვერ გამოდიოდა.

"ფინალური სცენის გადაღების შემდეგ საშინელი ტირილი ამიტყდა და ვერ ვჩერდებოდი. ეს იყო უდიდესი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში, ფინალი კი იმდენად ემოციური, რომ მივხვდი, ერთდერთი რაც მჭირდებოდა ალკოჰოლი იყო. გავხსენი შამპანური და დავიწყე სმა. ერთი მხრივ დეინერისზე ვფიქრობდი, ამავდროულად კი ვერ ვიჯერებდი, რომ გადაღებები დავასრულე", - ამბობს ემილია.

სამეფო კარის თამაშების ფინალური სეზონი 14 აპრილს გამოვა.

ამავე თემაზე: