ის, რასაც ამდენ ხანს ელოდით – Game of Thrones-ის ფინალური სეზონის ტრეილერი გამოვიდა
ფოტო: HBO
Game of Thrones-ის მაყურებელი ზამთრის დადგომაზე არანაკლებ დიდი შემართებით ფინალური სეზონის ტრეილერის გამოსვლას ელოდა. ეს დღეც დადგა.
Trailer is here — ამ წარწერით სერიალის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა და ლოდინის რეჟიმიც ჩაირთო.
რამდენიმე წუთში კი ტრეილერის სრული ვერსია სერიალის Youtube არხზე განთავსდა.
ტრეილერს პირველივე წამებიდანვე შემოაქვს დაძაბულობა. შეშინებული და დასისხლიანებული არია სტარკის ხილვის შემდეგ რთული მისახვედრი არ არის, რომ თეთრი მოარულები უკვე ვინტერფელში არიან.
"მე ვიცნობ სიკვდილს. მას ბევრი სახე აქვს", — ისმის არიას ხმა, რომელიც ობსიდიანის დანით შეიარაღებული გარბის.
"ყველაფერმა, რასაც თქვენ აკეთებდით, აქამდე მოგიყვანათ. იქ, სადაც თქვენი ადგილია", — ამ სიტყვებს ბრანდონ სტარკი სემუელ ტარლის ეუბნება. კადრში კი პარალელურად ვხედავთ ეურონ გრეიჯოის ფლოტს, უფრო ზუსტად კი გემებს, რომელზეც სავარაუდოდ ლანისტერების არმიაა და მას ჯეიმი ლანისტერი უძღვება.
მომდევნო კადრში კი, ტრადიციულად, ბოროტი ღიმილით სახედამშვენებულ სერსეი ლანისტერს ვხედავთ. მის ერთგულ მრჩეველს კი შეშფოთებული სახე აქვს.
ტრეილერი გვამცნობს, რომ ვინტერფელში დეინერის ტარგარიანი და აწ უკვე მისი მორჩილი ჩრდილოეთის მეფე ბრუნდებიან.
რაღა თქმა უნდა, აქვე არიან დროგონი და რეიგარიც.
მომდევნო კადრში სტარკების აკლდამაში განმარტოებულ ჯონს ვხედავთ, რომელსაც დეინერისი უახლოვდება.
"ისინი მოდიან. ჩვენი მტერი არ იღლება, არ ჩერდება, ვერ გრძნობს", — ამბობს ჩრილოეთის მეფე და კადრში საომარ მზადებას და ვინტერფელში მყოფების შიშს ვხედავთ.
აქვეა ჯეიმი ლანისტერიც, რომელმაც სიტყვას არ უღალატა და ვინტერფელში დეინერისისა და ჯონის დასახმარებლად ჩავიდა.
და მაშინ, როცა ვინტერფელი გადარჩენისთვის იბრძვის, სერსეი ლანისტერი ისევ და ისევ, ტრადიციულად, ღვინოს მიირთმევს. მართალია, თვალცრემლიანია, მაგრამ სისუსტის არაფერი ეტყობა.
მომდევნო კადრებში ყველაფერი თავდაყირა დგება. დრაკონები, არია, სანსა, ტირიონი, ჯორაჰი და...
ზამთარიც დადგა. ღამის მეფე ვინტერფელთან მივიდა.
ტრეილერმა მაყურებელს გაურკვევლობა და უამრავი უპასუხო კითხვა დაუტოვა. შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინები არ გამართლდა და რეალურად ახალი ვერაფერი გავიგეთ იმის გარდა, რომ ვინტერფელში ომისთვის ემზადებიან. ეს კი წინა სეზონშიც ვიცოდით.
შეგიძლიათ თავად ნახოთ, შეაფასოთ და თეორიები გაგვიზიაროთ.
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
-
TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
-
კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის მესამედ, 10 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის მესამედ, 10 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც კომპანიის 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმა ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც კომპანიის 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმა
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ მიხეილ სააკაშვილი: იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გადახედვა
-
მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგში ილიაუნი ისევ მოწინავე ქართული უნივერსიტეტია მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგში ილიაუნი ისევ მოწინავე ქართული უნივერსიტეტია
გადახედვა
-
"ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა "ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა
გადახედვა
-
საქართველოს საზღვართან 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა საქართველოს საზღვართან 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2198 ლარამდე გაიზარდა — 2025 წლის სტატისტიკა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2198 ლარამდე გაიზარდა — 2025 წლის სტატისტიკა
გადახედვა
-
სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს
გადახედვა
-
"ამაზე კარგ "პადარკას" ცოლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებდით" — პაატა აბულაძე UK-ის მიერ სანქცირებაზე "ამაზე კარგ "პადარკას" ცოლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებდით" — პაატა აბულაძე UK-ის მიერ სანქცირებაზე
გადახედვა
-
ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს
გადახედვა









კომენტარები