მენაშენეები იჯარის დაბეგვრის ერთ პროცენტამდე შემცირებას ითხოვენ
ბინის გაქირავება თბილისში სარფიანი ბიზნესია. ამ სეგმენტში ჩართულ ფიზიკურ პირებს 5 პროცენტიანი გადასახადი აქვთ დაწესებული, თუმცა, სხვადასხვა მონაცემით, ამ თანხას ძალიან ცოტა გამქირავებელი იხდის.
ასეთი ეკონომიკური საქმიანობისთვის დაწესებული 20 პროცენტიანი გადასახადი რამდენიმე წლის წინათ მენაშენეთა ასოციაციის ინიციატივით შემცირდა, თუმცა, მხოლოდ 5%-მდე.
მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, რომ თავისი და მისი კოლეგების იდეა იყო იჯარის დაბეგვრის სიმბოლურ, ერთ პროცენტამდე შემცირება, ვინაიდან ასეთ პირობებში გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა მაქსიმუმამდე გაიზრდება და საბიუჯეტო შემოსავლები ამ სეგმენტიდან გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ეს დღეს არის.
"ანუ ბიზნესის ეს სფერო არ არის მოქცეული არც ბანკებში და სახელმწიფოც ვერ აღრიცხავს მას", — მიიჩნევენ მენაშენეთა ასოციაციაში.
მენაშენეთა ასოციაციამ მწირი ოფიციალური ინფორმაციის პირობებში თავისი მეთოდოლოგიით გამოთვალა სტატისტიკა, რომელიც თბილისში მხოლოდ საცხოვრებელი ფართების გაქირავებას გამოსახავს:
- გაქირავებულია 25 000 ბინა (ზოგი გათვლებით ეს რიცხვი ბევრად მეტია);
- საშუალო ქირა არის 520 ლარი ($200). ცენტრში – $350, პერიფერიებში – $150;
- წესით, თვეში ბიუჯეტში უნდა შედიოდეს 650 000 ლარი (25 000X520X5%);
- გადასახადს, 5 პროცენტს, იხდის მაქსიმუმ 5 პროცენტი (1 250 გამქირავებელი), სულ რაღაც 32 500 ლარი;
- 520 ლარის 5 პროცენტი არის 26 ლარი.
თავის დროზე, როცა გაქირავებიდან კერძო პირს უნდა გადაეხადა ქირის ღირებულების 20 პროცენტი, არავინ არაფერს იხდიდა, ბევრი ბინა კი იყო გაქირავებული. ანუ ბიზნესის ეს სეგმენტი მთლიანად ჩრდილში იყო მოქცეული. შესაბამისად, ჩვენ ეს საკითხი დაახლოებით 5-6 წლის წინათ დავაყენეთ, რის შემდეგაც გადასახადი შემცირდა და ფიზიკური პირებისთვის 5პროცენტი გახდა. ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ უფრო მეტად უნდა შემცირებულიყო ეს გადასახადი, ვითხოვდით სიმბოლურ გადასახადს.
მენაშენეების აზრით, იმ ადამიანებს, რომლებიც ბინებს თვეში 520 ლარად აქირავებენ, უჭირთ იმ 5 პროცენტის, 26 ლარის გადახდა, ვინაიდან ეს თანხმა მათ ოჯახს ორი დღის განმავლობაში გამოკვებავს.
ბიზნესის ამ სეგმენტის დიდწილად ჩრდილოვან ზონაში მოქცევა (დაახლოებით 95%) უმნიშვნელოვანესი სტატისტიკური ინფორმაციის ვერ შეგროვებას ნიშნავს. მათ შორის, რამდენია ბაზარზე მოთხოვნა ბინების დაქირავებაზე, რამდენი ადამიანია შიდა მიგრაციაში (ესენი არიან ძირითადად შრომითი მიგრანტები), რომელთა ლომის წილი თბილისშია თავმოყრილი და სხვა.
ასეთი სტატისტიკური მონაცემები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს თბილისის სტრატეგიული განვითარების განსაზღვრის, მათ შორის, სატრანსპორტო თუ სხვა ინფრასტრუქტურული რეფორმების სწორად დაგეგმვა-რეალიზაციისთვის.
შევხედოთ საქართველოში შიდა შრომითი მიგრაციის სტატისტიკას, რომლის ზუსტი მონაცემები, ისევდაისევ, ამ აღურიცხაობის გამო, არ გვაქვს. დავუშვათ, თბილისში სამუშაოდ რეგიონებიდან 100 ათასი ადამიანია ჩამოსული. ისიც დავუშვათ, რომ, საშუალოდ, ოთხი ადამიანი ერთ ბინას ქირაობს. გამოდის, რომ გაქირავებულია 25 ათასი ბინა. ბინის დაქირავება კი თბილისში, რაიონების განსხვავებული ფასების გათვალისწინებით, საშუალოდ, 520 ლარი გამოდის თვეში. ანუ თბილისში 25 ათასი ბინა გაქირავებულია 520 ლარად, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა. გამქირავებელი 520 ლარიდან თვეში 26 ლარს უნდა იხდიდეს, მაგრამ არ იხდის. ამიტომ ყველა, ეს 25 000 გამქირავებელიც და დამქირავებელიც, დამნაშავე გამოდის მოქცეულია რა ჩრდილოვანი ეკონომიკის სეგმენტში.
გარდა ამისა, მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე პროცესში სამართლებრივ-სოციალურ პრობლემასაც ხედავს, რადგან, მისივე თქმით, ამ შემთხვევაში უამრავი ადამიანი თავს არიდებს კანონით დადგენილი გადასახადის გადახდას, ანუ ეს ხალხი ავტომატურად დამნაშავეა. ასეთ ვითარებაში ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუძებნო ეს დარღვევა და პასუხიც აგებინო. ანუ პრაქტიკულად დამნაშავის როლშია უამრავი მოქალაქე, როგორც გამქირავებელი, ისე მოიჯარე.
"ჩვენი პოზიციაა, ბინის გაქირავებაზე გადასახადი გახდეს ერთი პროცენტი, ოღონდ მასზე, ვინც ამ სიმბოლურ გადასახადს აარიდებს თავს, ისეთი საჯარიმო სანქცია უნდა გავრცელდეს, რომ მნიშვნელოვნად შეეტყოს მის პირად ბიუჯეტს", — აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.
გარდა ამისა, ირაკლი როსტომაშვილის თქმით, ბიზნესის ამ სფეროში რეგულირება საერთოდ არ ხდება, რის გამოც უამრავი ადამიანი იღუპება ნაქირავებ ბინაში. ჩვენ ვნახეთ, როგორ გარდაიცვალა შვიდი კაცი ერთი გამათბობლის არასწორად დამონტაჟების გამო. თუმცა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მოხდეს გასაქირავებელი ფართების სერტიფიცირება, ან სხვა სახის მარეგულირებელი წნეხის ქვეშ მოქცევა, მაგრამ ელემენტარული, რაც უნდა დაკმაყოფილდეს — გასაქირავებელი ფართი მოიჯარის სიცოცხლეს საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს.
ირაკლი როსტომაშვილის აზრით, ცხადია, ასეთ ცვლილებებს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება და ბევრი იტყვის, რომ ხალხს ვზღუდავთ — არა. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი ნორმაში იყოს, რომ ასეთი ტრაგედიები, თუნდაც როგორიც იყო ერთ ბინაში 7 კაცის დაღუპვა, აღარ მოხდეს.
"ბოლოს და ბოლოს, თუ სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერებას ვახდენთ, ბინებშიც ხომ არის უსაფრთხოების მინიმალური კომპონენტები დასაკმაყოფილებელი?!" — ამბობს მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე.
რაც შეეხება სტატისტიკას, ასეთი ცვლილებებით რეალურ სურათს მივიღებთ, თუ რა ხდება დედაქალაქში მიგრაციის კუთხით. ეს ყველაფრისთვის მნიშვნელოვანია — მათ შორის ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად და მუნიციპალიტეტის სხვა ინფრასტრუქტურის რეფორმისთვის.
და ბოლოს, მენაშენეთა ასოციაცია ხელისუფლებას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:
- საცხოვრებელი ფართის იჯარის გადასახადი გახდეს ერთი პროცენტი;
- გამკაცრდეს ადმინისტრირება. არგადახდაზე დაწესდეს "დრაკონული" ჯარიმა;
- გათეთრდება შემოსავლები (თუნდაც ბანკში სესხის მოთხოვნის დროს);
- შემოსავალი იქნება 130 ათასი ლარი თვეში (1 560 000 ლარი წელიწადში);
- შემოსავალი გაიზრდება ოთხჯერ და ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი საგრძნობლად შემცირდება.
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო პირი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო პირი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
-
"არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გადახედვა
-
2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა 2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში
-
მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის
გადახედვა
-
ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს
გადახედვა
კომენტარები