Coming to America-ს მეორე ნაწილის გამოსვლამდე მოლოდინი მოგვიწევს. როგორც Paramount-მა გვამცნო, ფილმის მეორე ნაწილი 2020 წლის 7 აგვისტოს გამოვა.

როგორც ცნობილია, პრინცი აკიმის როლში ედი მერფი ბრუნდება. სიუჟეტის მიხედვით, ის შეიტყობს, რომ შვილი ჰყავს და ზამუნდადან ამერიკაში ბრუნდება.

მეორე ნაწილის გამოსვლის შესახებ პირველად 2017 წელს გახდა ცნობილი. ფილმის მოგზაურობა ამერიკაში რეჟისორი კრეიგ ბრიუერი იქნება.