"შესაძლებელია, იყო მუსლიმი და ლესბოსელი"
მირიამი მუსლიმ მშობლებს წლების განმავლობაში უმალავდა თავის სექსუალურ ორიენტაციას. როცა გადაწყვიტა საკუთარ სექსუალობაზე ღიად ესაუბრა აღმოაჩინა, რომ სიტყვა ლესბოსელი ურდოს ენაზე არ ითარგმნებოდა. მირიამის თქმით, მშობლებთან საუბრით წერტილი დაესვა ორმაგ ცხოვრებას, ითამაშოს ჰეტეროსექსუალი ქალის როლი. თუმცა გაჩნდა განხეთქილება, მამამ უარყო.
"მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი სქესის ადამიანები მიზიდავდა. პირველად ამას 4-5 წლის ასაკში მივხვდი, როცა ჩემს საუკეთესო მეგობარს ვაკოცე. ამ საკითხზე კოლეჯის ასაკამდე აღარ მიფიქრია. სახლში ინტერნეტი გვქონდა, თუმცა კომპიუტერი ჩემი ძმის ოთახში იყო. ოთახს საკეტი ჰქონდა. მე Yahoo-ს ვიყენებდი. მახსოვს, ხშირად თავს კაცად მოვიხსენიებდი, რათა ქალებთან მელაპარაკა. დაახლოებით 18-19 წლის ასაკში მივხვდი, რომ ლესბოსელ ქალს ვეძებდი".
მირიანი ბრისტოლში ტრადიციულ მუსლიმურ ოჯახში გაიზარდა. მისი ბაბუა ისლამურ ტრადიციებს ზედმიწევნით ასრულებდა და დღეში ხუთჯერ ლოცულობდა.
მან ბავშვობიდან იცოდა, რომ გეი იყო, თუმცა ასევე აცნობიერებდა, რომ მშობლებთან აღიარება გადაულახავ განხეთქილებად იქცეოდა. დიდი ძალისხმევა დასჭირდა დასამალად, თუმცა თავის სექსუალურობაში გასარკვევად ალტერნატივაც იპოვა, ონლაინკომუნიკაცია.
ერთხელ, მან მოიკრიბა სიმამაცე და შეხვდა ქალს. ათასობით მილი გაიარა, რათა არავის დაენახა და ეცნო.
"მე იმაზე შორს წავედი, ვიდრე, მაგალითად, მანჩესტერია. დაახლოებით ორი საათის გზა იყო. განსაკუთრებით მეშინოდა ურთიერთობის ვინმესთან იმ ქალაქში, სადაც ვცხოვრობდი. ჩემს გონებაში ეს სცენარი მეორდებოდა: სადგურზე რომ ვინმემ დამინახოს?".
ურთიერთობამ მირიამს თავისუფლება მოუტანა.
"ეს იყო ამაღელვებელი, ვფიქრობდი: "ღმერთო, მე ამას ვაკეთებ, მე მაქვს სექსუალური გამოცდილება სხვა ქალთან. ისინი, ვისაც ვხვდებოდი, არ მეკითხებოდნენ, რას ვაკეთებდი ასე შორ მანძილზე. ავდიოდი მატარებელში, ვხვდებოდი ქალს რამდენიმე საათი, დავდიოდი პაბში, ვჭამდით. ეს სრული თავისუფლება იყო".
ერთხელ ის მანჩესტერთან ახლოს წავიდა. მუსლიმი ქალი უნდა ენახა, რომელსაც ოჯახი და შვილი ჰყავდა.
"მისი ქმარი ღამით მუშაობდა. 18:30-ზე მიდიოდა სამსახურში, მე სახლში უკანა კარიდან შევდიოდი. მაღვიძარას 05:30-ზე ვაყენებდი, სახლს ისევ უკანა კარით ვტოვებდი. უცნაური იყო. მისი ოჯახი მიცნობდა, როგორც მეგობარს. მათზე არ მიფიქრია. მის ქმარს არასდროს შევუმჩნევივართ. ამ მდგომარეობას თან ერთგვარი მიამიტობა ახლდა. მე მაშინ არ ვფიქრობდი, რომ ეს პრობლემა ჩემი მოსაგვარებელი, ან გადასაწყვეტი იყო, ეს იმიტომ, რომ ჩაკეტილ და იზოლირებულ ცხოვრებას ვიყავი მიჩვეული. ახლა, როცა ამაზე ვფიქრობ, ემოციურად ვარ, ჩემს თავს ვეკითხები: როგორ გავაკეთე ეს?".
მირიამმა მიიღო გადაწყვეტილება და თავისი შეყვარებული, როგორც მეგობარი, მშობლების სახლში, ბრისტოლში წაიყვანა.
"ის მუსლიმი იყო. გამოიყურებოდა, როგორც აზიელი. ასე უფრო მარტივი იყო ახსნა, ვიდრე "თეთრი მეგობრის" სახლში მოყვანა. მას ესმოდა კულტურა და რელიგია, იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო. ჩემს ოთახში ორი საწოლი იყო. მშობლები იქ არასდროს შემოდიოდნენ, ამიტომ ერთ საწოლში დავიძინეთ. ახალი სამყარო აღმოვაჩინეთ. ეს იყო ამაღელვებელი და გამომაცოცხლებელი".
მირიამი ყვება, რომ მის მეგობარ გოგოს წასვლა მოუწიაა, დაბრუნდა სახლში საუდის არაბეთში.
"მტკივნეული იყო, მე ვხვდებოდი, რომ ვკარგავდი რაღაც ძვირფასს", — ამბობს მირიამი.
21 წლის ასაკში მირიამი და მისი მომდევნო პარტნიორი დაინიშნენ. მას დედისთვის თქმა სურდა, თუმცა იცოდა, რომ მტკივნეული იქნებოდა.
"დედას სიტყვები იყო: ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემი რომელიმე შვილი ისე შემარცხვენდა, როგორც შენ. ღმერთმა შექმნა ქალი და კაცი. თუ ყურანში სხვა ვერსიას ეძებ, ვერასდროს ნახავ".
მირიამმა გაიაზრა, რომ დედა ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრობდა. მან არ იცოდა ჰომოსექსუალობის შესახებ. მისი შვილის უპირობო სიყვარული კულტურას ეწინააღმდეგებოდა.
"ის წუხდა ჩემზე, რადგან სჯეროდა, რომ ვცოდავდი. მის სახეზე ტკივილს ვხედავდი".
მირიამი ამბობს, რომ დედასთან ურთიერთობა დაიძაბა. მათ საუბარი აღარ შეეძლოთ, მუდმივად ყვიროდნენ, ჩხუბობდნენ და ტიროდნენ. მან შეწყვიტა სახლში სიარული და იგრძნო, რომ ურთიერთობა ვეღარ გამოსწორდებოდა, თუმცა დედა დათანხმდა, რომ ამას საიდუმლოდ შეინახავდა. ეს ყველაფერი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, იქამდე, სანამ მამამ არ გაიგო.
"მან მითხრა: შენ იცი ისლამი, დადიხარ მეჩეთში, წაიკითხე ყურანი, შენ იცი, რომ ეს ცოდვაა, არაა? მე მართალი ვარ, შენ მტყუანი. რასაც შენ აკეთებ, ისლამს ეწინააღმდეგება".
მამამ მირიამი არჩევანის წინაშე დააყენა, მიეტოვებინა თავისი პარტნიორი და სახლში დაბრუნებულიყო, ან გადაეგდო სახლის გასაღები და სახლში აღარასდროს დაბრუნებულიყო: "მან ფაქტობრივად მითხრა, რომ აღარ ვჭირდებოდი".
მამამ მირიამის დედას მისი ნახვა აუკრძალა. თუმცა დეიდის სახლში ერთმანეთს ჩუმად ნახულობდნენ.
"რელიგიის, კულტურისა და გრძნობების წინააღმდეგ წასვლის შემდეგ შენ ფიქრობ, რომ ის დედაა და შენ შვილი. ეს არის ის, რაც რჩება. მოზარდობის დროს ვფიქრობდი, რომ მე ვარ მართალი და ის ცდება. ახლა ვფიქრობ, რომ ის მართალია იმაში, რასაც გრძნობს და მეც მართალი ვარ".
რაც შეეხება მამას, მირიამი მას ოჯახის შეკრებაზე სხვა ნათესავებთან ერთად შეხვდა, რომლებმაც მისი სექსუალობის შესახებ არ იცოდნენ.
" მე მასთან ნორმალური ურთიერთობის შესაძლებლობა მქონდა. ერთ დღეს, როცა ის ტოვებდა სამსახურს, მივედი და ჩავეხუტე. ის იყო მკაცრი, თუმცა მე დავრჩი მასთან დამატებით 10 წამი, რადგან ძალიან მენატრებოდა".
მირიამი და მისი პარტნიორი, რომელიც ბრიტანელია, 2020-ში დაქორწინდებას გეგმავენ. ის აპირებს ჩაიცვას ტრადიციული სამოსი აზიური ელემენტებით.
მირიამი ახლა 35 წლისაა და ეხმარება იმ გუნდს, რომელიც თავად შექმნა. ეს გუნდი ბრისტოლში მცხოვრებ მუსლიმ სექსუალურ უმცირესობებს უჭერს მხარს. იმედოვნებს, რომ ეს ორგანიზაცია მათთვის უსაფრთხო ადგილად იქცევა.
"ვფიქრობ, რომ ისლამი დაშორდა რელიგიას. თუ მოხუც მუსლიმ ადამიანებს დააკვირდებით, ნახავთ, რომ ისინი მერვე საუკუნეში ცხოვრობენ და არა ოცდამეეერთეში. შესაძლებელია, იყო მუსლიმი და გეი. მიუხედავად იმისა, რომ მე მყავდა პარტნიორი ადრეულ ასაკში, ჩემს თავს მაინც ვერ გამოვხატავდი. ახლა უფრო ძლიერი ვარ. ბევრი გამოცდილება დავაგროვე და ჩემი თავი ისეთი მივიღე, როგორც ვარ".
კომენტარები