ნიუ-იორკის საახალწლო ტრადიცია: ტაიმზ-სკვერის ბურთის ევოლუცია 1907 წლიდან დღემდე
ფოტო: Chester Higgins Jr.—The New York Times/Redux
მსოფლიოს მასშტაბით ახალი წლის შეხვედრის უამრავი სხვადასხვა ტრადიცია არსებობს, ზოგიერთ ქვეყანაში უფრო პოპულარული ფეიერვერკების სროლაა, ზოგან თეფშების დამტვრევა, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, ადამიანები ტაიმზ-სკვერზე ახალ წელს ბურთის დაშვებით ეგებებიან.
ტაიმზ-სკვერზე ბურთის დაშვების ტრადიცია, რომელიც ახლა უკვე საუკუნეზე მეტს ითვლის, ახალი ნაბიჯების გადადგმისა და სიახლეების სიმბოლოდ უკვე დიდი ხანია იქცა. თუმცა ბოლო 111 წლის განმავლობაში ბურთმა რადიკალური ცვლილებები განიცადა. ერთ დროს ბურთის წონა სულ რაღაც 60 კილოგრამი იყო, ახლა კი მისი წონა ხუთ ტონას აჭარბებს.
ქვემოთ ნახავთ თუ როგორ შეიცვალა ტაიმზ-სკვერის ბურთი შექმნიდან დღემდე.
ბურთის ტრადიციის ჩამოყალიბებამდე, ახალი წლის ღამეს ხალხი მანჰეტენში, სამების ეკლესიასთან იკრიბებოდა
1900-იან წლებამდე, ამერიკელები ახალ წელს სამების ეკლესიასთან აღნიშნავდნენ. როდესაც საათი 12-ს ჩამოჰკრავდა, ეკლესიაში ზარების რეკა იწყებოდა და ხალხი ახალი წლის დადგომას აღნიშნავდა.
ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც The New York Times Company-ს ოფისმა ბროდვეიზე გადაინაცვლა. კომპანიამ, ქალაქის ამ ნაწილში ხალხის მოზიდვის მიზნით გადაწყვიტა, რომ ყოველ ახალ წელს ფეიერვერკების შოუ მოეწყო.
ტაიმზ-სკვერზე ბურთი პირველად 1907 წელს დაეშვა და ის რკინისა და ხისგან იყო დამზადებული
ტაიმზ-სკვერი ახალი წლის აღსანიშნავად ნელ-ნელა პოპულარული ადგილი ხდებოდა, თუმცა, 1907 წელს ფეიერვერკები აიკრძალა და The New York Times-ის მფლობელს, ადოლფ ოხსს ქალაქის ამ ნაწილის პოპულარიზაციისთვის ახალი გეგმა უნდა შეემუშავებინა. მან გადაწყვიტა, რომ ამისთვის დროის განსაზღვრის საზღვაო ტრადიცია - სიმაღლიდან ბურთის დაშვების მეთოდი გამოეყენებინა და ახალი წლის დადგომა ფეიერვერკების ნაცვლად, ამ გზით აღენიშნა.
ტაიმზ-სკვერის პირველი ბურთის დიამეტრი, რომელიც ხისა და რკინისგან იყო დამზადებული, 1.5 მეტრი იყო, მისი წონა კი 300 კილოგრამს აღწევდა. ბურთის პირველი დიზაინი ემიგრანტმა ჯეიკობ სტარმა შექმნა და ის 100 ცალი ნათურით აღჭურვა. ახალ წელს ბურთის დაშვებას კომპანია Artkraft Strauss ხელმძღვანელობდა.
1907 წელს დაშვებულმა ბურთმა ტრადიცია შექმნა, რომელიც უკვე 100 წელზე მეტია სრულდება.
1920 წელს ბურთის დიზაინი განახლდა, ახლა ის სრულად რკინისგან იყო დამზადებული
1920-იანების დასაწყისში რკინისა და ხის მძიმე ბურთი შედარებით მსუბუქმა, რკინის კონსტრუქციით შექმნილმა ბურთმა ჩაანაცვლა, რომლის წონაც 181 კილოგრამი იყო.
1942 და 1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის გამო, ტაიმზ-სკვერზე ბურთი არ დაშვებულა
1907 წლის შემდეგ, ბურთი ტაიმზ-სკვერზე ყოველ წელს ეშვებოდა, თუმცა იყო ორი გამონაკლისი, ეს 1942 და 1943 წლებია. მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ში მიიღეს კანონი, რომელიც ღამით სინათლეების ანთებას კრძალავდა, ამით ისინი მოწინააღმდეგეების თვითმფრინავებისა და საზღვაო ძალებისგან დამალვას ცდილობდნენ. ამ წლებში ტაიმ-სკვერზე ახალ წელს ხალხი მაინც შეიკრიბა, თუმცა ბურთის დაშვების ნაცვლად, მათ ზარები დარეკეს.
1955 წელს ბურთის დიზაინი კიდევ ერთხელ შეიცვალა, ახლა ის სრულად ალუმინისგან იყო დამზადებული
ეს ტაიმზ-სკვერის ისტორიაში ყველაზე მსუბუქი ბურთი იყო, ის სულ რაღაც 68 კილოგრამს იწონიდა.
1980-იან წლებში ალუმინის ბურთი ვაშლს დაემსგავსა
1981 წელს ალუმინის ბურთს წითელი, მის "ყუნწს" კი მწვანე ნათურები დაუმაგრეს, რათა ის ვაშლისთვის მიემსგავსებინათ. ახალი ბურთი კამპანია "მე მიყვარს ნიუ-იორკის" ფარგლებში შეიქმნა. შვიდი წლის განმავლობაში, 1988 წლამდე, ადამიანები ახალი წლის დადგომას ტაიმზ-სკვერზე ვაშლის დაშვებით ეგებებოდნენ.
კამპანიის დასრულების შემდეგ, ბურთი თეთრ ნათურებსა და საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა
1989 წელს ტაიმზ-სკვერზე ალუმინის თეთრი ტრადიციული ბურთი დაბრუნდა. 1995 წლისთვის ბურთს ალუმინის გარეკანი, კრისტალები და თეთრი ციმციმა ნათურები დაემატა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი კომპიუტერიზებული სისტემა იყო, რომელიც ბურთის დაშვებას ავტომატურად აკონტროლებდა. აღნიშნული ბურთი ტაიმზ-სკვერზე უკანასკნელად 1998 წელს დაეშვა.
ახალი საუკუნის დასაწყისში, ტაიმზ-სკვერის ბურთი სრულად განახლდა
ახალი საუკუნის აღსანიშნავად 2000 წელს ბურთი კრისტალებით კომპანია Waterford Crystal-მა, ნათურებით კი Philips-მა აღჭურვა. ბურთი ახლა უკვე ისეთი ფერადი და კაშკაშა იყო, როგორც არასდროს.
2007 წელს ბურთზე LED განათება დამონტაჟდა
2007 წელს ბურთის პირველად დაშვებიდან 100 წელი გავიდა, რისთვისაც ახალი ბურთი შეიქმნა. Waterford Crystal-მა და Philips-მა ახალი ბურთი შემქნა, ამჯერად LED ნათურებით. ახალი ბურთი ფერებს იცვლიდა და მნახველებს შთამბეჭდავ სანახაობას სთავაზობდა. ეს ბურთი დღემდე გამოიყენება.
და ბოლოს: 2018 წელი
ამჟამინდელი ბურთი ხუთ ტონაზე მეტს იწონის და მისი დიამეტრი 3.5 მეტრია. ის 2 688 კრისტალითა და 32 256 LED ნათურით არის დაფარული, რომელსაც 16 მილიონი ფერის მიღება შეუძლია.
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა











კომენტარები