აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტება მიულოცა. მილოცვის ოფიციალური ტექსტი საქართველოში აშშ-ს საელჩომ გაავრცელა.

დონალდ ტრამპის წერილში ნათქვამია, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, განვითარებასა და დემოკრატიას, ისევე როგორც დასავლეთთან ინტეგრაციას.

"მე ველი, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო პარტნიორობა გაგრძელდება სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში. ჩვენ გამოვხატავთ მადლიერებას იმ კონსტრიბუციისა და მსხვერპლისთვის, რასაც საქართველოს ხელისუფლება იღებს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ავღანეთში", — ვკითხულობთ ტრამპის წერილში.