დიმიტრი გაბუნიას დანიშვნით აღფრთოვანებული არ ვარ, თუმცა ჩვენი კომპეტენცია არ იყო — ცქიტიშვილი
ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოსტზე დიმიტრი გაბუნიას დანიშვნით "აღფრთოვანებული არაა", თუმცა კანდიდატურის შერჩევა პარლამენტის კომპეტენცია არ იყო.
დიმიტრი ცქიტიშვილის აზრით, თუ რატომ დაინიშნა ქალების შევიწროვებაში ბრალდებულის, ზვიად დევდარიანის ადვოკატი, ქალი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად, არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის წარმომადგენელი, ბაია პატარაია დაინტერესდა.
დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, გაბუნია სხვა ინსტიტუტმა დანიშნა და მთავრობა ან პარლამენტი ამ გადაწყვეტილებაში არ უნდა ჩაერიოს.
"არ ვცდილობთ, რომ ვინმე დავარწმუნოთ ჩემი მოსაზრების გულწრფელობაში, ჩვენ ვმოქმედებთ ისე, როგორც მიგვაჩნია სწორად. თუ ვინმეს ეჭვი შეეპარება მათი ნება და უფლებაა. დიდად არ ვარ აღფრთოვანებული მაგრამ ეს პრეზიდენტის კომპეტენცია იყო. ეს იყო მისი გადასაწყვეტი", — განაცხადა დეპუტატმა.
ქალთა მოძრაობა დიმიტრი გაბუნიას საპარლამენტო მდივნის პოზიციაზე დანიშვნის გასაპროტესტებლად შაბათს აქციას გამართავს. როგორც იდა ბახტურიძემ On.ge-ს განუცხადა აქციის გამართვის ადგილი და დრო ჯერჯერობით უცნობია რადგან საორგანიზაციო საკითხებს ამ დრომდე ათანხმებენ.
ქალთა მოძრაობამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად გაბუნიას საკითხზე განცხადება ჯერ კიდევ მაშინ გაავრცელა, როცა მისი დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დადასტურებული არ იყო. ქალები მოუწოდებდნენ პრეზიდენტს არ დაენიშნა გაბუნია საპარლამენტო მდივნად.
"რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?.. — სამოქალაქო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ #metoo-ს ეპოქაში, სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ და საპასუხისმგებლო პოზიციას არ უნდა იკავებდეს გენდერულად არამგრძნობიარე ადამიანი, რომელმაც სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა", — ეწერა ერთობლივ განცხადებაში.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პირველ სამუშაო დღეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და საპარლამენტო მდივანი წარადგინა. დიმიტრი გაბუნია, რომელიც საპარლამენტო მდივნის პოზიციას იკავებს არაერთ გახმაურებული საქმეში მონაწილეობდა ადვოკატის სტატუსით. ის იყო ქალთა მიერ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ზვიად დევდარიანის ადვოკატიც.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები