ასტრონომებმა მეზობელ სისტემაში დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინეს
ფოტო: Molodec / Shutterstock
როცა ვამბობთ მეზობელს სისტემას, იგულისხმება კარის მეზობელი სისტემა, რომელშიც შეგვიძლია, ერთი ორი ასტეროიდი ვისესხოთ და გადმოვიდეთ. დედამიწის მსგავსი ახალი პლანეტა კენტავრის თანავარსკვლავედში, პროქსიმას გარშემო ბრუნავს.
პროქსიმა კენტავრი, მზის შემდეგ, დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავია. ჩვენსა და მას შორის დისტანცია სულ რაღაც 4,2 სინათლის წელიწადია. ეს იმდენად ახლო მანძილია, რომ ახლად აღმოჩენილ პლანეტაზე მომავალ რამდენიმე ათწლეულში ორბიტერის გაგზავნაც შეიძლება.
პლანეტა ბრიტანელმა მეცნიერებმა (დიახ! სწორედ მათ!) აღმოაჩინეს. ლონდონის Queen Mary University-ის ასტრონომებმა ახლად აღმოჩენილ პლანეტას პროქსიმა B უწოდეს.
ახალი პლანეტა ადვილად არ აღმოუჩენიათ, არც მისი ფოტო არსებობს, პროქსიმა B მის ვარსკვლავზე 16 წლიანი დაკვირვებისა და მონაცემთა ანალიზის შედეგად მონიშნეს ასტრონომიულ რუკაზე.
ეგზოპლანეტების ძიების ერის დასაწყისიდან, კენტავრის პროქსიმა ასტრონომთა ყურადღების ცენტრში იყო. ამ უახლესი აღმოჩენისთვის მეცნიერებმა 2000-2014 წლების მანძილზე სამხრეთ ევროპული ობსერვატორიის შედეგები დაამუშავეს.
ამ ეგზოპლანეტის აღმოსაჩენად დოპლერის რხევის მეთოდი იქნა გამოყენებული, რომლის დროსაც განსაკუთრებით ყურადღებით აკვირდებიან ვარსკვლავს, რათა დაფიქსირდეს მისი რხევები, რაც იმის გარანტია, რომ ვარსკვლავის გარშემო პლანეტა ბრუნავს.
პროქსიმა B დედამიწაზე 30 პროცენტით დიდია, მისი ზედაპირი მყარია, ხოლო ტემპერატურა წყლის არსებობის შესაძლებლობასაც იძლევა. პლანეტა თავის ვარსკვლავის გარშემო 11,2 დღიან ორბიტაზე ბრუნავს.
პროქსიმა B საჭირო მასისაა და საჭირო ორბიტაზეც ტრიალებს, მაგრამ საკმარისია კი ეს ორი ფაქტორი იმისთვის, რომ მასზე სიცოცხლე ჩაისახოს?
პროქსიმა B იმდენად ახლოსაა კენტავრის პროქსიმასთან, რომ იგი აუცილებლად მოქცევითაა დაფიქსირებული თავის მზესთან. ეს ნიშნავს იმას, რომ პლანეტა თავის მზეს მუდმივად ერთი მხარით უყურებს, სადაც მუდმივად დღეა, ხოლო მეორე მხარე მუდმივ ღამეშია ჩაძირული.
წლების მანძილზე მკვლევარები თვლიდნენ, რომ პლანეტის ამგვარი ქცევა მზის მიმართ გამორიცხავდა მასზე სიცოცხლის ჩასახვის შანსებს. თუმცა, უკანასკნელმა გათვლებმა გვიჩვენეს, რომ საჭირო ზომის ატმოსფეროსა და შესაბამისი ამინდის არსებობის შემთხვევაში, “მზიანი” მხარიდან სითბო თავისუფლად შეიძლება გადავიდეს ბნელ მხარეზე, რაც პლანეტას სიცოცხლისთვის გამოსადეგს გახდის.
მეორე პრობლემა, რომელსაც პროქსიმა B შეიძლება შეეჯახოს, ვარსკვლავის პროტუბერანცები და პლაზმის ქარიშხლებია. ასეთ მოვლენებს მარტივად შეუძლიათ ახლოს მყოფი პლანეტების ატმოსფერო “გადარეცხონ” პლანეტის ზედაპირიდან. თუმცა, თუ პროქსიმა B-ს, დედამიწის მსგავსად, მაგნიტოსფერო არტყავს გარშემო, ეს საფრთხეც გაუვნებელყოფილია. თან, როგორც ვიცით, პროქსიმა B დედამიწაზე ოდნავ დიდია, შესაბამისად, მისი მაგნიტოსფეროც უფრო ძლიერი უნდა იყოს.
ფოტო: Pale Red Dot
მეცნიერებს პროქსიმას შესახებ მეტი და მეტი ინფორმაციის მიღება აქვთ გადაწყვეტილი. თუ გაგვიმართლებს და პლანეტის ორბიტის დახრილობა ისეთ იქნება, რომ იგი ჩვენსა და ვარსკვლავს შორის გაივლის, შეგვეძლება ჩვენი საუკეთესო ტელესკოპებით მის ტრანზიტს დავაკვირდეთ, ხოლო შემდეგ კი სპექტრომეტრებით პროქსიმა B-სა და მისი ატმოსფეროს შემადგენლობა დავადგინოთ.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა


კომენტარები