რას აკეთებს სახელმწიფო ქალების ძალადობისგან დასაცავად
ფოტო: iStock
გენდერული ნიშნით ქალებზე ძალადობა და სექსუალური შევიწროება საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა. ამ პრობლემების აღმოფხვრისკენ მიმართული 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში 27 ნოემბერს ლიგამუსში პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე: "გენდერული ძალადობა და სექსუალური შევიწროება".
მომხსენებლებს, რომლებიც საქართველოში ქალთა უფლებების დაცვაზე მუშაობენ, მოდერაციას უწევდა დეა გოშხეთელიანი. ამჟამად ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტია.
როგორც დეამ On.ge-ს უთხრა, გარკვეული ნაბიჯები სახელმწიფომ უკვე გადადგა სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში:
"როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, გატარებული ნაბიჯები უმნიშვნელოვანესი იყო, თუნდაც იმისთვის, რომ პრევენცია მომხდარიყო. და ამ ეტაპზე პრევენცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის ამ ნაბიჯებს რეალურ ცვლილებებში. მივესალმები დღევანდელ და ყველა მსგავს აქტივობას, რომელიც ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და იმედი მაქვს, რომ მსგავსი ნაბიჯებით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ძალადობის შემთხვევები".
რა გააკეთა სახელმწიფომ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი შეხვედრაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო. მან მიმოიხილა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში პარლამენტმა კონკრეტულად გენდერული ძალადობის აღმოსაფხვრელად ან პრევენციისთვის მიიღო.
ჩუგოშვილის თქმით, უმნიშვნელოვანესი იყო სტამბოლის კონვენციის ამოქმედება [2017 წლის პირველი სექტემბერი], რომლის ფარგლებშიც ცვლილებები შევიდა კანონმდებლობასა და სისხლის სამართლის კოდექსში:
"ამან გაამკაცრა სახელმწიფოს მიდგომა გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ. მსხვერპლი ქალები სარგებლობენ უფასო იურიდიული დახმარებით. წინ გადადგმული ნაბიჯია იარაღის ტარების უფლების შეზღუდვაც, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს ეჭვი, ან რომელსაც ბრალი აქვს წარდგენილი, ერთმევა იარაღის ტარების უფლება".
ჩუგოშვილმა ისიც აღნიშნა, რომ რეალური ცვლილებებისთვის უმთავრესია საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა:
"ჩვენი საქმიანობის მეორე კომპონენტია ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებამდე იმის მიტანა, რომ ოჯახში ძალადობასა და გენდერული ნიშნით ძალადობას არ უნდა შევეგუოთ. იმისთვის, რომ ამ მოვლენას მოვერიოთ, აუცილებელია გვქონდეს საზოგადოების სწორი დამოკიდებულება ქალთა მიმართ ძალადობის მიმართ. თუნდაც, დანაშაულის გასახსნელად, მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გრძნობს თავს მსხვერპლი, საზოგადოება როგორ აღიქვამს ამ ძალადობას და ეგუება მას, თუ არა".
ჩუგოშვილის სიტყვებით, გენდერული თანასწორობის საბჭომ სამუშაოდ ორი საკითხი გამოყო: ფემიციდი — როგორც გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის ყველაზე მძიმე კატეგორია და სექსუალური შევიწროება.
ჩუგოშვილმა ასევე ისაუბრა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნაზე და აღნიშნა, რომ მისი არსებობა გენდერული თანასწორობის საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა იყო. აღნიშნულ დეპარტამენტს ევალება ახალი კანონმდებლობების აღსრულება, სამართალდამცავების მხრიდან პრაქტიკაში გადმოტანა და ცვლილებების რეალურ ცხოვრებაში ასახვა.
შსს-ს როლი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2018 წლის იანვარში შეიქმნა და მისი მთავარი ფუნქცია ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და მონიტორინგია.
დეპარტამენტის დირექტორი ლონდა თოლორაია, რომელიც ასევე მონაწილეობდა დისკუსიაში.
ლონდა თოლორაიას აზრით, უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო პასუხისმგებლობის გააზრება. ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგის დადგომამდე გარშემომყოფებმა იციან ძალადობის შესახებ, თუმცა თავს ვალდებულებად არ თვლიან, ეს პოლიციას შეატყობინონ.
შსს-ს აღნიშნულ დეპარტამენტში ყოველდღიურად ამონიტორინგებენ ქალების მიერ უწყებაში შესულ შეტყობინებებს და მათ მიმართ გამომძიებლების მოქმედებას.
"რა თქმა უნდა, ჩვენი მუშაობა ბოლომდე იდეალური ჯერჯერობით არაა, თუმცა რეკომენდაციების, რჩევებისა და შენიშვნების მიმართ ღია ვართ".
თოლორაია იმ გამოწვევებზეც საუბრობს, რომლებიც დეპარტამენტს დახვდა:
"მსხვერპლისთვის უნდა გაგვეჩინა რწმენა, რომ სამართალდამცავი ორგანოსთვის მიმართვას ყოველთვის აქვს აზრი და სახელმწიფო მას მხარს დაუჭერს. რაც შეეხება მეორე გამოწვევას, ესაა ის გარემო, რომელიც მიმართვის შემდეგ მსხვერპლს დახვდება და ეს გარემო არ უნდა იყოს მისთვის დამთრგუნველი".
სახელმწიფოს პოლიტიკა ქალთა ძალადობის მიმართ არის ძალიან მკაცრი, რაც სწორია.
ლონდა თოლორაიამ ილაპარაკა იმაზეც, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ აუცილებელია სენსიტიური მიდგომა, რისთვისაც გამომძიებლები გადამზადებას გადიან.
"ჩვენ გვაქვს 5-დღიანი ტრენინგები. ეს ტრენინგ-მოდული მოიცავს როგორც სამართლებრივ, ისე ფსიქოლოგიურ საკითხებს. ამის არსი და აზრი ისაა, რომ ეს მგრძნობელობა გავაღვიძოთ. ძალიან ბევრი ქალი გამომძიებელი გვყავს და ვცდილობთ, რომ გენდერული ბალანსი დავიცვათ, რადგან ზოგ ქალს ქალ გამომძიებელთან ურთიერთობა ურჩევნია", - უთხრა მან On.ge-ს.
დეპარტამენტში ასევე შექმნილია ე.წ. რისკების შეფასების ინსტრუმენტიც, რაც არის კითხვარების ერთობლიობა. მას ავსებს პოლიციის ოფიცერი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობს.
თოლორაიამ ასევე ისაუბრა შსს-ს ახალ ინიციატივაზე, რაც ელექტრონული სამაჯურების დანერგვას გულისხმობს:
"ეს სამაჯურები გაუკეთდებათ იმ მოძალადეებს, რომელთა მხრიდანაც არსებობს ძალადობის მაღალი რისკი, თუმცა არ იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში. ეს იქნება მსხვერპლის დაცვის დამატებითი მექანიზმი".
თოლორაიას თქმით, ქალთა მიმართ ძალადობასთან გამკლავების მხრივ წელს შსს-ს ბევრად უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე წინა წლებში:
"2017 წელს ოთხი ათასზე ცოტა მეტი შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული, წელს კი, ცხრა თვის მონაცემებით, 5 ათასზე მეტია. ეს უკავშირდება სამართალდამცავების მიმართ გაზრდილ ნდობას და იმას, რომ ქალები აღარ ითმენენ ძალადობას. ოჯახში ძალადობის ბრალდებით შარშან თუ 2 ათასამდე კაცი მიეცა პასუხისგებაში, წელს ცხრა თვის მონაცემების ეს მაჩვენებელი 3 ათასამდეა გაზრდილი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა ქალთა ძალადობის მიმართ არის ძალიან მკაცრი.
რა თქმა უნდა, ფემიციდის ყველა ფაქტი არის ტრაგიკული, თუმცა 2017 წელს საქართველოში 14 ქალი მოკლა ოჯახის წევრმა და მათი უმრავლესობა იყო ყოფილი ან იმჟამინდელი მეუღლე. წელს გვაქვს ოჯახში ჩადენილი ქალთა მკვლელობის 5 შემთხვევა, თუმცა მათგან არცერთი არ იყო ჩადენილი ამჟამინდელი ან ყოფილი ქმრის მიერ".
როგორც ლონდა თოლორაიამ On.ge-ს უთხრა, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შეხვედრები იგეგმება სხვადასხვა რეგიონებში და თავად შსს-მ ძირითადად ის რეგიონები აირჩია, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ.
რას ამბობენ კვლევები ქალების მდგომარეობაზე
დისკუსიაში ჩართული იყო სოფო ჯაფარიძეც, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანაშემწეა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში და ასევე, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეა.
ის გაეროს მიერ მსოფლიო მასშტაბით ჩატარებულ უახლეს კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სახლი არის ადგილი, სადაც ქალს ყველაზე ხშირად კლავენ. გასულ წელს მსოფლიოში 87 000 ქალი მოკლეს, მათ შორის 50 000 (58%) — ოჯახის წევრმა ან პარტნიორმა. ამ მონაცემებით, ყოველ საათში ექვსი ქალი ნაცნობების ხელით კვდება.
სოფო ჯაფარიძემ მთავარი ყურადღება საქართველოში ჩატარებული კვლევის მიმოხილვას დაუთმო. 2017 წელს ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქსტატთან პარტნიორობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა" ფარგლებში ჩაატარა.
კვლევაში 15-დან 64 წლამდე ასაკის კატეგორიის 6 006 ქალი და 1 606 კაცი გამოიკითხა. კვლევის მიხედვით, ყოველი 4 ქალიდან 1-ს განუცდია გენდერული ნიშნით ძალადობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც. 7-დან 1 შემთხვევაში კი მოძალადე ქალის პარტნიორი იყო.
პარტნიორისგან სხვადასხვა სახის ძალადობა განიცადა გამოკითხულთა შემდეგმა მაჩვენებელმა:
- ფიზიკური ძალადობა — 31%;
- სექსუალური ძალადობა — 13%;
- ფსიქოლოგიური ძალადობა — 73%;
- ეკონომიკური ძალადობა — 54%.
სოფო ჯაფარიძის თქმით, ცნობიერების ამაღლების შედეგად, გაიზარდა იმ ქალების რიცხვი, რომლებიც უარს ამბობენ შიშში ცხოვრებაზე:
"ისინი აღარ ფიქრობენ, რომ ქალზე ძალადობა "მოთმენადია". ასევე პროცენტულად გაზრდილია ამ შემთხვევებზე სამართალდამცველებზე მიმართვიანობა".
კვლევის მიხედვით, გამოკითხული ქალების 36%-ს განცდილ ძალადობაზე არავისთან უსაუბრია, ხოლო მსხვერპლთაგან მხოლოდ 18%-მა განაცხადა პოლიციაში.
ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში სექსუალური შევიწროება 5-დან 1 ქალს გამოუცდია:
სად?
- საჯარო სივრცეში — 70%;
- სხვა ადგილას — 30%.
ვისგან?
- თანამშრომლისგან — 5%;
- მეგობრისგან / ნაცნობისგან — 24%;
- უცხო პირისგან — 73%;
- სხვა — 8%.
როგორი?
- სიტყვიერი / ვირტუალური — 70%;
- არასიტყვიერი — 80%;
- ფიზიკური — 29%.
"დაუშვებელია იმის თქმა, რომ სექსუალური შევიწროების სამიზნე მსხვერპლი ჩაცმულობის ან ქცევის გამო ხდება. ჩვენი პირადი ცხოვრება, ჩვენი სხეულის ავტონომია ჩვენი საქმეა. მსხვერპლზე გადაბრალებით ქალთა მიმართ ძალადობას ვერ დავამარცხებთ", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
ევროკავშირის რეკომენდაციები
შეხვედრის ერთ-ერთმა მომხსენებელმა და EU supportig the Inter-Agency Commission on Gender Equality პროგრამის ხელმძღვანელმა პატრიცია როსა გარსიამ On.ge-სთან შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯები ქალთა ძალადობის პრობლემის აღმოსაფხვრელად:
"საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს სტამბოლის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. გენდერულ თანასწორობაზე ცნობიერების ამაღლება კი გენდერული ძალადობის შედეგების აღმოსაფხვრელად აუცილებელია. თუმცა, მათი მთავარი გამოწვევა ისაა, რომ არ აქვთ საკმარისი რესურსები და არ აქვთ ბიუჯეტი. და სანამ ეს არ ექნებათ, რთული იქნება პოლისების იმპლემენტაცია. ასევე არ არსებობს ის, ვინც მონიტორინგს ან კოორდინაციას გაუწევს განსხვავებულ ინსტიტუტებს. ასევე, სუსტია კავშირი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის, ისინი ერთმანეთს არ უზიარებენ მეთოდოლოგიასა და შეგროვებულ მონაცემებს. ეს პრობლემა მალე უნდა გადაიჭრას".
ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის მხარდაჭერა
ილიას უნივერსიტეტში ევროკავშირის პროექტის "ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად" ინიციატივით, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე საინფორმაციო კუთხე მოეწყო, რომელშიც წარმოდგენილი საინფორმაციო და ვიზუალური მასალა ასახავს ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას, გენდერული თანასწორობის განვითარებისა და ხელშეწყობის მნიშვნელობას. საინფორმაციო კუთხე უნივერსიტეტში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში იქნება გამოფენილი.
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა






კომენტარები