დასაქმებულებს მეორე ტურში ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ — სამართლიანი არჩევნები
ფოტო: On.ge
სამართლიან არჩევნების ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურამდე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში საჯარო მოხელეებსა და დასაქმებულ პირებს აიძულებენ, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მისცენ ხმა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილის მხარდამჭერები ცდილობენ, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მომხრეები არჩევნებზე არ მივიდნენ.
ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი დარღვევები
სამართლიანი არჩევნები განცხადებაში ამომრჩევლების იძულების კონკრეტულ შემთხვევებზე წერს. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები საჯარო მოხელეებს შეხვედრებზე აფრთხილებენ, რომ თუ სალომე ზურაბიშვილს არ დაუჭერენ მხარს, ისინი სამსახურს დაკარგავენ და ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება დაიწყება.
- რამდენიმე მუნიციპალიტეტში გუბერნატორების მერებთან შეხვედრები და შს მინისტრის ვიზიტი შესაძლოა, ზეწოლასა და ამომრჩევლებზე ზემოქმედებასთან იყოს დაკავშირებული;
- ახალციხეში ერთ-ერთი ბაგა-ბაღის თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებები დააწერინეს და გააფრთხილეს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი ვერ გაიმარჯვებს, ეს განცხადებები ძალაში შევა;
- ორგანიზაციის ცნობით, სამსახურიდან გათავისუფლებით გურჯაანისა და ქარელის მუნიციპალიტეტებშიც დაემუქნენ; შიდა ქართლში გამართულ შეხვედრებზე ხელმძღვანელები თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ თუ არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, ომი და არეულობა დაიწყება და ამ ინფორმაციის ახლობლებთან გავრცელებას სთხოვენ;
- განცხადებაში წერია, რომ თბილისში, ხაშურსა და ზუგდიდში ზეწოლას კერძო სექტორში დასაქმებულ პირებზეც ახდენენ. კერძოდ, ბიზნესის მფლობელები ვაშაძის მხარდამჭერი დასაქმებულებისგან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მათთვის გადაცემას მოითხოვენ;
- მარნეულში ერთ-ერთ მოქალაქეს პოლიციის თანამშრომელი ოჯახის წევრის დაპატიმრებითა და მცირე ბიზნესის დაჯარიმებით დაემუქრა, თუ ვაშაძის მხარდაჭერას არ შეწყვეტდა;
- გორის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს უცნობი პირები უკავშირდებიან და ამომრჩეველს პირადი მონაცემების დაზუსტების გზით უქმნიან იმ განცდას, რომ მათთვის ხალხის პერსონალური ინფორმაცია ცნობილია;
- ბათუმში ერთ-ერთ ოჯახში ქართული ოცნების კოორდინატორებმა აღნიშნეს, რომ მისამართზე ჩაწერილი პირები პირველ ტურზე არ მისულან; ორგანიზაცია წერს, რომ აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და გაუგებარია, თუ რა ხერხებით აღმოჩნდა ის გარეშე პირების ხელში.
სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ ამგვარი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა, არჩევნების მეორე ტურის ლეგიტიმაციას ჩრდილი მიადგეს. ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, საჯაროდ დაგმონ ზეწოლის ფაქტები. ამასთან, ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ზეწოლისა და იძულების პრაქტიკა უნდა აღკვეთონ.
სამართლიანი არჩევნები კერძო სექტორის წარმომადგენლებს მიმართავს, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ ჩამოართვან, რადგან ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ორგანიზაცია მმართველი პარტიის აქტივისტებსაც მოუწოდებს, უარი თქვან უკანონო დავალებების შესრულებაზე.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები