ისტორია, რომლის საფუძველზეც უსახლკაროს $400 ათასი შეუგროვეს, გამოგონილი აღმოჩნდა
კეთილმა ისტორიამ, უსახლკაროს მიერ ღამით ქუჩაში დარჩენილი ქალისთვის დახარჯულ უკანასკნელ 20 დოლარზე, 2017 წლის ნოემბერში მსოფლიო ერთი მიზნისთვის გააერთიანა. თუმცა, ის გამოგონილი აღმოჩნდა.
On.ge-ს მკითხველს აუცილებლად ემახსოვრება ამბავი, რომლის მიხედვითაც გვიან ღამით კეიტ მაკლურის ნიუ-ჯერსის გზაზე მანქანა გაუჩერდა და უახლოეს ბენზინგასამართ სადგურამდე ფეხით რომ არ წასულიყო, იქვე მყოფმა უცნობმა უსახლკარომ მას მანქანაში დაბრუნება ურჩია და საწვავი თავისი ფულით მიუტანა.
მოგვიანებით, ქალმა და მისმა შეყვარებულმა, ვითომდა ჯონის ძველი ცხოვრების დაბრუნების მიზნით, GoFundMe-ზე კამპანია წამოიწყეს და მისთვის 402 706 დოლარი მოიძიეს.
მათი ისტორია 2018 წლის აგვისტომდე აღარავის გახსენებია. იქამდე, სანამ კვლავ უსახლკაროდ ქცეულმა ჯონი ბობიტმა წყვილს, კეიტ მაკლურისა და მის შეყვარებულს, მარკ დამიკოს არ უჩივლა.
"მე ისევ ქუჩაში გამოვედი სამათხოვროდ, ისევ უსახლკარო ვარ და არც ფული გამაჩნია. თავდაპირველად, მათი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ მანქანაში ვცხოვრობდი, მათ მე გაფუჭებული მანქანა მომცეს", - ამბობდა ქუჩაში დაბრუნებული ბობიტი და ირწმუნებოდა, რომ მისთვის შეგროვებული ფული წყვილმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
როგორც BBC ნიუ-ჯერსის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, 20 დოლარის ისტორია თავიდან ბოლომდე გამოგონილი აღმოჩნდა და ბობიტი წყვილს კამპანიის განთავსებამდე თვეებით ადრე იცნობდა. თაღლითობა — ამ მუხლით აქვს სამივე მათგანს ბრალი წაყენებული.
ბარლინგტონის პროკურატურის განცხადებით, კეიტს საწვავი არ გამოლევია და უსახლკარო მას 20 დოლარით არ დახმარებია. ამის ნაცვლად, სამივე მათგანი კეთილი და შთამაგონებელი ისტორიის მოფიქრებაზე მუშაობდა.
ზაფხულის ბოლოს დაწყებული გამოძიების შედეგად, სამართალდამცავებმა დამიკოსა და ბობიტს შორის გაგზავნილი 60 ათასზე მეტი მესიჯი წაიკითხეს და პროკურატურის ცნობით, ასე გახსნეს თაღლითური სქემა. წყვილი პოლიციამ 14 ნოემბერს დააპატიმრა და გირაოთი გამოუშვა, ხოლო ბობიტი ფილადელფიაში დააპატიმრეს და მისი გადაყვანა ნიუ-ჯერსიში იგეგმება.
GoFundMe, რომელმაც აგვისტოში უსახლკარო ბობიტს 20 000 დოლარი საქმის გამოსაძიებლად მისცა, აცხადებს, რომ ყველა შემომწირველს თანხას დაუბრუნებს. კომპანიის განცხადებით, ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ, რომ წყვილის მიერ დახარჯული თითოეული დოლარი დაიბრუნონ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
კომენტარები