როგორც ლედი გაგა იტყოდა, ერთ ოთახში შეიძლება იყოს ასი ადამიანი და მხოლოდ ერთმა მოგიტანოს პიცა.

ეს ერთი ადამიანი კი თავად შეუდარებელი და უნიკალური გაგაა, რომელმაც კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძრის დროს დაზარალებულებს თავშესაფარში პიცა მიუტანა.

აღსანიშნავია, რომ ხანძრის დროს დაიწვა ლედი გაგას სახლიც.

კალიფორნიაში მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე, 42 ადამიანი გარდაიცვალა, 228 მაცხოვრებელზე მეტი კი დაკარგულია.

შემთხვევის გამო 300 ათასზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია. კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე დიდი მსხვერპლი ამ ხანძარს მოჰყვა, ამასთან, დაახლოებით 7,2 ათასი შენობა განადგურდა, 15,5 ათასი კი რისკის ქვეშაა.

ხანძრის დროს დაიწვა HBO-ს სერიალ Westworld-ის პავილიონები. გარდა ამისა, საშინელ ხანძარს შეეწინა ჰოლივუდელების სახლებიც, მათ შორის ჯულია რობერტსის, ლედი გაგას, ბარბრა სტრეიზანდის, კიმ კარდაშიანის, კეტლინ ჯენერის, პატრიკ დემპსის, ჰოლი ბერის, მელ გიბსონის, კორტნი კოქსის, შერისა და სხვა ვარსკვლავების ძვირადღირებული ვილები.

ხანძარს შეეწირა მსახიობ ჯერარდ ბატლერის სახლიც.

საშინელმა ხანძარმა თითქმის მთლიანად გაანადგურა ქალაქი მალიბუც, თუმცა უკვე დაწყებულია მისი აღდგენითი სამუშაოები, რომელშიც აქტიურად მონაწილეობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები. მათ შორის, ძმები ჰემსვორტები.

ლიამ და ლუკ ჰემსვორტები მოხალისეებად ჩაეწერნენ და მათი სამეზობლოს მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავება დაიწყეს.