ბელარუსის ეროვნული პავილიონი საქართველოში Agro Food გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი
ბელარუსის მწარმოებლების ექსპოზიცია Made in Belarus და თანხლები ღონისძიებები სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საერთაშორისო გამოფენის Agro Food Drink Tech Expo ფარგლებში გაიმართება. ღონისძიებები დაგეგმილია 2018 წლის 20 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე თბილისში.
ღონისძიებას დაესწრებიან 10 ბელორუსული საწარმო – სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, რძის, ხორცის და ხილბოსტნეულის პროდუქციის მწარმოებლები, რომლებიც შესთავაზებენ საზოგადოებას ბოლო სიახლეებს და დამუშავებას მათ დარგში.
გამოფენის გახსნის დღეს გაიმართება ბიზნეს-ფორუმი საქართველო – ბელარუსი: თანამშრომლობის პერსპექტივები ბელარუსის და საქართველოს ოფიციალური და საქმიანი წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით. ღონისძიების კულტურული პროგრამის ფარგლებში გაიმართება ბელორუსის შემოქმედებითი გუნდების გამოსვლა.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს ბელორუსული მანქანათმშენებლობის ფლაგმანი – ჰოლდინგი გომსელმაშ, რომელიც პირველად წარადგენს კარტოფილსათხრელ სატვირთელს კმრ-1.5, რომელიც შემუშავებულია ქართული მხარის დაკვეთით და უკვე გამოცდილია პრაქტიკაზე, და ასევე წარადგენს სავაჭრო მარკის პალესეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძლებლობებს. ეს არის მარცვლეულის ამღები კომბაინი კზს–10კ და თვითმავალი მოსავლის აღების მანქანები კსკ-600 და კვკ-800 პანორამული მინის კაბინით, ავტომატიზირებული მართვით და სიცხის, ხმაურის და მტვრისგან დაცვით.
სპეციალიზირებული საწარმო ლიდაგროპრომმაშ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელია, რომელიც აწარმოებს 25-ზე მეტ სახეობასა და ზომების სასოფლო-სამეურნეო მანქანებს, რომელთაგან ათი შევიდა წარმოებაში ბოლო 3-4 წელიწადში და დამოუკიდებელი ქვეყნების გაერთიანებაში ანალოგი არ აქვთ. წარმოდგენილი იქნება სიახლე - ზუსტი თესვის სათესელა სტვ–4კუ, რომელიც განკუთვნულია სხვადასხვა კულტურის თესვისთვის, ასევე პნევმატურ-უნივერსალური სათესელა სპუ-4დ.
პირველად საქართველოში თავის პროდუქციას წარმოადგენს სმორგონის რძის პროდუქტები, რომლის პროდუქციაც ცნობილია ბელარუსის რესპუბლიკაში და საზღვარგარეთ.
კომპანია საზოგადოებას შესთავაზებს რძის პროდუქტების ფართო სპექტრს: მშრალი უცხიმო რძე და მშრალი მოუხდელი რძე, კარაქი ცხიმის შემცველობით 82.5%, ხაჭო. ყველა პროდუქტი დამზადებულია ბუნებრივი ნედლეულისგან კონსერვანტების გამოყენების გარეშე.
ბებიას ქოთანი, მრავალრიცხოვანი საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურსების რძის პროდუქტების ხარისხისა და განვითარების დარგის სფეროში გამარჯვებული, წარადგენს სამ ახალ პროდუქტს: სასმელი სტერილიზებური რძე მოსწავლე, გამდიდრებული ინსულინით, რძე ვიტამინკა – კალციუმით და დ–3 ვიტამინით, და რძე პატარა ასაკის ბავშვების კვებისთვის ცხიმის მასობრივი წილით 3,5%. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მშრალი უცხიმო რძე და მოუხდელი რძე, მშრალი რძის შრატი, რძის კოქტეილები, სასმელი ნაღები, მყარი ყველი, კეფირი, კარაქი ასორტიმენტში, გლაზირებული ხაჭოს კვერი, და ბუნებრივი ბერძნული იოგურტი, რომელმაც მოიპოვა უმაღლესი სამი ვარსკვლავი გემოს საერთაშორისო კონკურსზე Superior Taste Awаrd ბელგიაში.
ბელარუსის რესპუბლიკის რძის პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი ბრენდი რძის ძღვენი შემოგთავაზებთ შოკოლადის, მარწყვის, ნაღების და კარამელის ნატურალური რძის კოქტეილებს. ასევე გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხაჭოს დესერტები, ნახევრად მყარი ყველი, სასმელი ნაღები, რძე და არაჟანი.
ყინვაპროდუქტი – წამყვანი კომპანიაა ნაყინის და გაყინული ნახევარფაბრიკატების ბელარუსულ ბაზარზე. ის წარმოგიდგენთ ნაყინის ფართო სპექტრს (კლასიკური პლომბირი, ხილის ყინული) და საკუთარი წარმოების პელმენს.
ბელარუსის აგრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი ლიდერი ხორცის გადამამუშავებელი დარგის საწარმო ოშმიანის ხორცკომბინატი, რომელიც საქართველოში ადრე არ იყო წარმოდგენილი, წარმოადგენს ძეხვის ნაწარმის ფართო ასორტიმენტს, ნედლ–შებოლილ და ნედლ, მზეზე გამოყვანილ პროდუქციას, შაშხს და ნახევარფაბრიკატებს.
ღორის, საქონლისა და ფრინველის ხორცისგან დამზადებულ დელიკატესებს წარმოადგენს ვოლკოვისკის ხორცკომბინატი. ეს არის ძეხვეული, შებოლილი პროდუქტები, ბუჟენინა, მკერდის ნაჭერი. კომპანია აწარმოებს 300–დე სახეობის ხორცის პროდუქტს. პროდუქციის 40%-ზე მეტი იგზავნება საექსპორტოდ საქართველოში, რუსეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში და ჩინეთში.
ბელარუსის ხორცის წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო – მოგილევის ხორცკომბინატი, რომლის პროდუქციაც არაერთხელ დააჯილდოვეს სპეციალიზებული გამოფენებისა და ხარისხის კონკურსებში, მათ შორის საზღვარგარეთ, წარმოდგენილი იქნება შებოლილი ხორცით, ძეხვეულით, ასევე ორი ახალი პროდუქტით – საქონლის სოსისი კომპანიოლათი და კიოლნის ღორის სოსისით.
ქართველ გურმანებს პირველად შესთავაზებს ბიხოვის საკონსერვო და ბოსტნეულის საშრობი ქარხანა ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებს, წვენებს, ჯემებს, მურაბებს, საუზმეულ და დაკონსერვებულ სადილებს, მარინადებს, ტომატის პასტებს და სოუსებს. ყველა პროდუქტი მზადდება შერჩეული ხილისა და ბოსტნეულისგან ხელოვნური დანამატების გარეშე და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
ბიზნეს–ფორუმი საქართველო – ბელარუსი: თანამშრომლობის პერსპექტივები 20 ნოემბერს 12.00 საათზე გაიმართება. ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხეილ მიატლიკოვი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ბელარუსის რესპუბლიკის მრეწველობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ოგოროდნიკოვი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამოფენის უნიტარული საწარმოს ბელინტერექსპოს დირექტორი ევგენი ვედენსკი.
გამოფენას თან ახლავს ვოკალური დუეტის, დაირის შესრულება.
ბელარუსის მწარმოებელთა გამოფენა Made in Belarus ორგანიზებულია ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამოფენის უნიტარული საწარმოს ბელინტერექსპოს მიერ ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მონაწილეობით.
გამოფენის ადგილი: თბილისი, ექსპოჯორჯიას საგამოფენო ცენტრი (პავილიონი №6).
გამოფენის საათები: 20-22 ნოემბერს 11 საათიდან 18 საათამდე
საკონტაქტო ინფორმაცია: დარია ლოხმან: +375 (29) 150-32-26
e-mail: [email protected]
-
ჩინელი მეცნიერების თქმით, ასტეროიდების განადგურების საუკეთესო გზას მიაგნეს ჩინელი მეცნიერების თქმით, ასტეროიდების განადგურების საუკეთესო გზას მიაგნეს
გადახედვა
-
შესაძლოა, ასტეროიდებს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენისთვის ხელი შეეწყო — კვლევა შესაძლოა, ასტეროიდებს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენისთვის ხელი შეეწყო — კვლევა
გადახედვა
-
ჩინეთში ყოფილ მაღალჩინოსანს $325 მლნ ქრთამის აღებისთვის სიკვდილი მიუსაჯეს ჩინეთში ყოფილ მაღალჩინოსანს $325 მლნ ქრთამის აღებისთვის სიკვდილი მიუსაჯეს
გადახედვა
-
11 წლის ბიჭი, რომელსაც ძილში ღამურამ უკბინა, გარდაიცვალა — მოხსენება 11 წლის ბიჭი, რომელსაც ძილში ღამურამ უკბინა, გარდაიცვალა — მოხსენება
გადახედვა
-
რატომ ვერ ვპოულობთ არამიწიერ ცივილიზაციებს — შეიძლება ამის მიზეზი AI იყოს რატომ ვერ ვპოულობთ არამიწიერ ცივილიზაციებს — შეიძლება ამის მიზეზი AI იყოს
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: HRW-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სასაფლაოზე გრიგოლ გეგელია: HRW-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სასაფლაოზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს ბინდის საგა? ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს ბინდის საგა?
-
ადამიანის ტვინი თანამედროვე ცხოვრების სტილს "ვერ ეწევა" — ევოლუციური შეუსაბამობა? ადამიანის ტვინი თანამედროვე ცხოვრების სტილს "ვერ ეწევა" — ევოლუციური შეუსაბამობა?
გადახედვა
-
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად — Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად — Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
-
"რამდენიმე წელია ვამბობ, მოვა ერთ დღეს ისეთი წვიმა, როგორიც იყო ვერაზე 2015 წელს" — ნინო ჩხობაძის პროგნოზი "რამდენიმე წელია ვამბობ, მოვა ერთ დღეს ისეთი წვიმა, როგორიც იყო ვერაზე 2015 წელს" — ნინო ჩხობაძის პროგნოზი
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, მეცნიერები ოკეანური ქერქის წარმოქმნას დააკვირდნენ ისტორიაში პირველად, მეცნიერები ოკეანური ქერქის წარმოქმნას დააკვირდნენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
-
ჯასტინ ბიბერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონას, შაკირასა და BTS-ის შესრულებას შეუერთდება ჯასტინ ბიბერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონას, შაკირასა და BTS-ის შესრულებას შეუერთდება
გადახედვა
-
ლიტერატურული პრემია საბას 2026 წლის ფინალისტები ცნობილია ლიტერატურული პრემია საბას 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
-
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ადამიანთა სახეობებს? ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ადამიანთა სახეობებს?
-
გია ვოლსკი: ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს გია ვოლსკი: ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს
გადახედვა
-
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
გადახედვა
-
ემის 2026 წლის ნომინაციები — The Pitt ლიდერობს, Stranger Things მთავარ კატეგორიებში ვერ მოხვდა ემის 2026 წლის ნომინაციები — The Pitt ლიდერობს, Stranger Things მთავარ კატეგორიებში ვერ მოხვდა
გადახედვა
-
ISFED-მა "ტვ იმედის" მიერ გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის "ქარდზე" 1500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა ISFED-მა "ტვ იმედის" მიერ გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის "ქარდზე" 1500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
გადახედვა
-
მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლად დასახელდა მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლად დასახელდა
გადახედვა
კომენტარები