ანტისაოკუპაციო აქციაზე მონაწილეებმა შარვლები ჩაიხადეს და ოკუპანტებს უკანალი მიუშვირეს
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
სოფელ ატოცში ანტისაოკუპაციო აქციაზე მონაწილეებმა შარვლები ჩაიხადეს და ოკუპანტებს უკანალი აჩვენეს. იდეის ავტორი იყო გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ატოცში მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო პრესის ყურადღება მიიქციოს. ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს შესთავაზა, რომ ფილმ Brave Heart-ის მსგავსად რიგში განლაგდნენ, შარვლები ჩაიხადონ და რუს ოკუპანტებს საჯდომები ანახონ.
სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციას პოლიტიკური პარტია გირჩმა, მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიამ და ანტიოკუპაციური მოძრაობა ძალა ერთობაშიამ გამართა.
საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და სამხედროები. ქართველი აქტივისტების პროტესტს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან რუსული მედიაც აშუქებდა. ე.წ საზღვრის მიღმა მდებარე საოკუპაციო ძალების საგუშაგო კოშკთან მყოფი პირები აქ შეკრებილ ხალხს დურბინდებიდან აკვირდებოდნენ და ფოტოებს უღებდნენ.
ძალა ერთობაშიას ლიდერი დავით ქაცარავა On.ge-სთან აცხადებდა, რომ ატოცთან მათ 24-საათია პატრულირება აქვთ დანიშნული. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ რუსეთის უკანონო ქმედებებს აპროტესტებენ.
საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, აქციისა და ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს აკეთებდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები.
6 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების უკანონო გაბმა მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზის გავლება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. 2014 წელს ე.წ საზღვრის გავლების შედეგად ადგილობრივებმა 30 ჰექტარი მიწა დაკარგეს.
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები)
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა
გადახედვა
-
რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება
გადახედვა
-
მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს
გადახედვა
-
არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს
გადახედვა
-
წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში 10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად
გადახედვა
-
ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს
გადახედვა
კომენტარები