კვირის 10 მთავარი სამეცნიერო სიახლე, რომელიც შეიძლება გამოგრჩენოდათ
ფოტო: Gómez-Olivencia, Barash and Been
ჩვენ შევკრიბეთ ის მთავარი სამეცნიერო სიახლეები, რომლებიც შეიძლება დატვირთული კვირის განმავლობაში გამოგრჩენოდათ.
1. ეს ვირუსი კიბოს უჯრედებს გასაღებივით ერგება, რაც იმედისმომცემი სიახლეა
ფოტო: OIST/ University of Otago
მეცნიერებმა შეისწავლეს ვირუსი, რომელსაც კიბოს უჯრედების ჯანმრთელი უჯრედებისგან გარჩევა შეუძლია. მკვლევარებმა ვირუსების ეს თვისება შესაძლოა სასიკეთოდ გამოიყენონ და კიბოსთან ბრძოლის ახალი მეთოდები შექმნან.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/vlu
2. გალაქტიკური კანიბალიზმით ირმის ნახტომის სქელი დისკის წარმომავლობა აიხსნა
მეცნიერებმა ცის ამ დროისთვის ყველაზე ზუსტი რუკის გამოყენებით დაადგინეს, რომ ჩვენი გალაქტის ცენტრში არსებული ვარსკვლავების გროვა უცხო წარმომავლობისაა.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/vnl
3. ლამების წყალობით, შესაძლოა გრიპის ვირუსის უნივერსალური ვაქცინა შეიქმნას
ფოტო: phadventure/iStock
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ახალი ვაქცინა გრიპის ვირუსის 60 სხვადასხვა შტამის მიმართ არის ეფექტური. თაგვებზე ჩატარებული წარმატებული ექსპერიმენტების შემდეგ მეცნიერები კლინიკურ ცდებს იწყებენ.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/vr4
4. გულმკერდის განიერი ღრუს გამო, ნეანდერტალელებს ადამიანებთან შედარებით უფრო ღრმად ჩასუნთქვა შეეძლოთ
მეცნიერებმა 60 000 წლის წინ გარდაცვლილი ნეანდერტალელის გულკმერდის ღრუ და ხერხემლის ზედა ნაწილი აღადგინეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რაში სჭირდებოდათ ან რატომ განუვითარდათ ნეანდერტალელებს უფრო ღრმა და ძლიერი ფილტვები.
წყარო: ScienceAlert
5. Soyuz-ის ავარიული დაშვება დეფექტურ სენსორს დაბრალდა - კადრებში ავარიის მომენტი ჩანს
ფოტო: Roscosmos
გავრცელებულ კადრებში ჩანს მარცხენა ამაჩქარებელი, რომელიც რაკეტიდან განცალკევებას ვერ ახერხებს, რის გამოც ხომალდი უკონტროლო ბრუნვას იწყებს. ავარია დეფორმირებულმა სენსორმა გამოიწვია.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/vp7
6. კაცებს, რომლებიც მამად გახდომამდე ვარჯიშობდნენ, უფრო ჯანმრთელი შვილები ჰყავთ
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამების ფიზიკურ აქტივობას მათი შვილების გენების ექსპრესიაზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. კვლევაში მიღებულ შედეგებს შესაძლოა მომავალი თაობების ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა ჰქონდეს.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/vl4
7. 5-მილიარდიანი პროექტის ფარგლებში დედამიწაზე არსებული ყველა ორგანიზმის გენომი გაიშიფრება
ამჟამად ევკარიოტული ორგანიზმების მხოლოდ 0.2 პროცენტის გენომია გაშიფრული. მეცნიერების თქმით, პროექტის განმავლობაში მოპოვებული ინფორმაცია უამრავი ახალი აღმოჩენის წყარო გახდება.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/vrf
8. კეპლერის მისია დასრულდა, ეგზოპლანეტების მაძიებელ ტელესკოპს საწვავი საბოლოოდ ამოეწურა
ფოტო: NASA
კეპლერმა თავისი სიცოცხლის განმავლობაში ათასობით ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. თავდაპირველად, მისიის ხანგრძლივობა მხოლოდ ოთხი წელი იყო, თუმცა ის საბოლოოდ ცხრა წელი, შვიდი თვე და 23 დღე გაგრძელდა.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/vnk
9. სახლში დაბადებული ბავშვების კუჭ-ნაწლავის მიკროფლორა უფრო მრავალფეროვანია
ფოტო: Han Myo Htwe/Unsplash
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საავადმყოფოში არსებული შედარებით სტერილური გარემო გავლენას ბავშვების კუჭ-ნაწლავის მიკროფლორაზეც ახდენს. კვლევებით დგინდება, რომ მიკრობიომის არასწორი განვითარების შემთხვევაში ბავშვები დაავადებების მომატებული რისკის ქვეშ ხვდებიან.
წყარო: ScienceAlert
10. მეცნიერებმა წყალბადის საწვავის წარმოებაში გარღვევა მოახდინეს
ფოტო: Shutterstock
მეცნიერებმა წყლის გახლეჩვის პროცესში არსებული ფუნდამენტური ქიმიური რეაქციის გამოაშკარავება შეძლეს, ეს მათ წყალბადის მიღების ეკონომიური გზების შექმნის საშუალებას მისცემს.
გაიგეთ მეტი: ScienceAlert
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
კომენტარები