საქსტატი: ოქტომბერში ფასები გაიზარდა ჯანდაცვაზე, კომუნალურებზე, ტრანსპორტსა და ალკოჰოლზე
ფოტო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2018 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,3% შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
როგორც უწყებაში ამბობენ, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ჯანმრთელობის დაცვა
ამ ჯგუფშიც ფასები გაიზარდა 0,6%-ით და 0,05 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (1,2%), ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (0,3%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (0,2%).
ტრანსპორტი
ამ ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0,6%-იანი ზრდა. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0,07 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1,15).
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
ფასები გაიზარდა 6,%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (12,6%), ისე ტანსაცმლის (3,6%) ქვეჯგუფებზე.
ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო
ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,7%-ით, რაც 0,05 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე 1,5%-ით.
ფოტო: საქსტატი
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე:
ჯანმრთელობის დაცვა
ფასები მომატებულია 6,1 პროცენტით, რაც 0,51 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (12,0%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3,8%) და საავადმყოფოების მომსახურება (2,3%).
საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი
ფასები გაიზარდა 4,4%-ით და ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,37 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია 5წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7%), ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (4,2%), ასევე საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების (2,5%) ქვეჯგუფებზე.
ტრანსპორტი
ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6,5 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,86 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (10,3%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2,4%).
ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო
ფასები გაიზარდა 5,7 პროცენტით, რაც 0,39 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (9,5%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,9%).
ფოტო: საქსტატ
-
შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო
-
თიბისი და AD BLACK SEA — 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად თიბისი და AD BLACK SEA — 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
-
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
-
აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს
გადახედვა
-
კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა
გადახედვა
-
"ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე "ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე
გადახედვა
-
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
გადახედვა
-
როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად? როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად?
-
ირანისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში მონაწილეობის გამო აშშ-მა "ვითიბი ბანკი" დაასანქცირა ირანისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში მონაწილეობის გამო აშშ-მა "ვითიბი ბანკი" დაასანქცირა
გადახედვა
-
ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
გადახედვა
-
გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს
გადახედვა
-
გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
კომენტარები