საგანგებო რეჟიმზე გადასვლის შემდეგ ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტმა არხი დატოვა
ტელეკომპანია იმედი, იმედის კვირის ჟურნალისტმა, მართა არდაშელიამ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს თავად ჟურნალისტმა დაუდასტურა. მარტა არდაშელიას თქმით, ის დღეს, პირველ ნოემბერს წამოვიდა სამსახურიდან. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი გადაწყვეტილება, ტელევიზიის მიერ არჩევნების მეორე ტურში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლას, ჟურნალისტი არ პასუხობს.
"დეტალებზე საუბარი არ მსურს", — განაცხადა მართა არდაშელიამ.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია იმედი, ასევე იმედის კვირის კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ქეთი ბრაჭულმა დატოვა. On.ge ამ დრომდე ცდილობს მასთან დაკავშირებას. ის არც სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებებს არ პასუხობს.
იმედის კვირის წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ On.ge-ს ჟურნალისტების წასვლის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურა და განაცხადა, რომ გუნდი არსებული შემადგენლობით აგრძელებს მუშაობას. დეტალების დაზუსტების მიზნით, On.ge ცდილობს საინფორმაციო სამსახურის უფროსთან, ნანა ლეჟავასთან დაკავშირებას. ის ჩვენს ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.
10 ოქტომბერს ტელეკომპანია იმედი ასევე დატოვა ქრონიკის წამყვანმა თამარ ჩიხლაძემ და გადაწყვეტილების მიღების მიზეზად არხის სარედაქციო პოლიტიკა დაასახელა.
ტელეკომპანია იმედი ვაშაძის წინააღმდეგ
მმართველი პარტიის და მათი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის გარდა, მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს ბრძოლა გამოუცხადა ტელეკომპანია იმედმაც. ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ ტელევიზიაში განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ რეჟიმის დაბრუნებას და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ პირველად ნაციონალური მოძრაობა ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ "წარსული ისევ რეალობად იქცეს".
"გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ძმებ ახალაიებს, ვანო მერაბიშვილს, მეგის ქარდავას და ყველას, ვისი სახელიც ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდება. ძალადობა, ბიზნესების წართმევა, ტელევიზიაში შეჭრა. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი იმედისთვის გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა", — ნათქვამია განცხადებაში.
-
გადახედვაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
-
გადახედვაასტრონომებმა დედამიწის მინი-მთვარე დააფიქსირეს — ის უკვე ჩამოგვშორდა ასტრონომებმა დედამიწის მინი-მთვარე დააფიქსირეს — ის უკვე ჩამოგვშორდა
-
გადახედვალარსის საბაჟო უამინდობის გამო, დროებით წყვეტს მუშაობას ლარსის საბაჟო უამინდობის გამო, დროებით წყვეტს მუშაობას
-
გადახედვათუ გამოკითხვაზე/დაკითხვაზე დაგიბარეს — იცოდე შენი უფლებები თუ გამოკითხვაზე/დაკითხვაზე დაგიბარეს — იცოდე შენი უფლებები
-
გადახედვათბილისის საქალაქო სასამართლო აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირების საკითხს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირების საკითხს განიხილავს
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: განათლების სისტემაში წინა წლების განმავლობაში, ფესვები ფსევდო ლიბერალებს ჰქონდათ გადგმული ირაკლი კობახიძე: განათლების სისტემაში წინა წლების განმავლობაში, ფესვები ფსევდო ლიბერალებს ჰქონდათ გადგმული
-
გადახედვაჯაფარიძე: ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სალომე ზურაბიშვილს გამაერთიანებლის როლში ვხედავთ ჯაფარიძე: ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სალომე ზურაბიშვილს გამაერთიანებლის როლში ვხედავთ
-
-
გადახედვა2 200 წლის ეგვიპტურ თიხის ჭურჭელში ჰალუცინოგენის კვალს მიაგნეს 2 200 წლის ეგვიპტურ თიხის ჭურჭელში ჰალუცინოგენის კვალს მიაგნეს
-
გადახედვაკოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ
-
გადახედვა"ეს ადამიანი ან იტყუება, ან არ იცის რა არის ევროინტეგრაცია" — ვანო ჩხიკვაძე პაპუაშვილის გზავნილებზე "ეს ადამიანი ან იტყუება, ან არ იცის რა არის ევროინტეგრაცია" — ვანო ჩხიკვაძე პაპუაშვილის გზავნილებზე
-
-
გადახედვაოხანაშვილი: ზურაბიშვილის პასუხი და ხელმოწერა არ არის საჭირო, პრემიერმინისტრი ჩაითვლება კონსტიტუციის შესაბამისად დანიშნულად ოხანაშვილი: ზურაბიშვილის პასუხი და ხელმოწერა არ არის საჭირო, პრემიერმინისტრი ჩაითვლება კონსტიტუციის შესაბამისად დანიშნულად
-
გადახედვაპროტესტის მიუხედავად, შვეიცარიაში რეფერენდუმით ევროვიზიის დაფინანსება გადაწყვიტეს პროტესტის მიუხედავად, შვეიცარიაში რეფერენდუმით ევროვიზიის დაფინანსება გადაწყვიტეს
-
გადახედვასანქციები "ოცნების" ლიდერებს და არჩევნების შედეგების არაღიარება — ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო სანქციები "ოცნების" ლიდერებს და არჩევნების შედეგების არაღიარება — ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო
-
გადახედვასაქართველოს პრემიერმინისტრი: "საქართველოში გერმანიას ელჩი არ ჰყავს" საქართველოს პრემიერმინისტრი: "საქართველოში გერმანიას ელჩი არ ჰყავს"
-
გადახედვადუგინი: ვულოცავ კობახიძეს, ადამიანს, პოლიტიკოსსა და სპორტსმენს დუგინი: ვულოცავ კობახიძეს, ადამიანს, პოლიტიკოსსა და სპორტსმენს
-
გადახედვაკობახიძე: მანდატების ჩახსნაზე ოპოზიციის განცხადებებს დაველოდებით, ხოლო შემდეგ საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას კობახიძე: მანდატების ჩახსნაზე ოპოზიციის განცხადებებს დაველოდებით, ხოლო შემდეგ საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას
-
გადახედვაკობახიძე: ერთი თავით და ათი თავით ჯობნის IQ-თი ყაველაშვილი ზურაბიშვილს კობახიძე: ერთი თავით და ათი თავით ჯობნის IQ-თი ყაველაშვილი ზურაბიშვილს
-
გადახედვაასტეროიდ რიუგუს ნიმუშებში მიკრობები დააფიქსირეს, მაგრამ ისინი ამ ობიექტს არ ეკუთვნის ასტეროიდ რიუგუს ნიმუშებში მიკრობები დააფიქსირეს, მაგრამ ისინი ამ ობიექტს არ ეკუთვნის
-
კომენტარები