მსახიობმა, კირა ნაიტლიმ აღიარა, რომ საკულტო რომანტიკულ-კომედია, Love Actually, მხოლოდ ერთხელ აქვს ნანახი და არ ახსოვს როგორ ვითარდება მისი პერსონაჟის ისტორია.

"არ მახსოვს როგორ დასრულდა ჩემი პერსონაჟის ამბავი, ქმართან დავრჩი თუ საუკეთესო მეგობარი შემიყვარდა? იმდენად დიდი ხნის წინ მაქვს ნანახი, თანაც მხოლოდ ერთხელ, რომ არაფერი მახსოვს", - თქვა ნაიტლიმ.

კირა ნაიტლის ამ განცხადებამ ფილმისა და თავად მსახიობის ფანების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ფანების ნაწილმა ტვიტერზე მოითხოვა, რომ კირამ თავიდან ნახოს ის ფილმები, რომელშიც მონაწილეობას იღებს.