თეთრი ხმაურის მოძრაობა დემურ სტურუას საქმეზე გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს
დღეს თბილისის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე თეთრი ხმაურის მოძრაობამ კიდევ ერთხელ გააპროტესტა ნარკოპოლიტიკა და მისი შედეგები.
აქტივისტები დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, მიმართავენ:
საქართველოში მოქმედმა რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა. 22 წლის დემურ სტურუას ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ პოლიციასთან თანამშრომლობას და თანასოფლელების დასმენას, რამაც სტურუა თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ნარკოპოლიტიკის შედეგები უამრავმა ადამიანმა იწვნია საკუთარ თავზე. მისი ყოველდღიური პრაქტიკების დიდი ნაწილი ისევ უხილავი ქსელების მეშვეობით ფუნქციონირებს. ამგვარი ძალადობრივი ქსელების მუშაობის წინაპირობას წლების განმავლობაში პოლიციისთვის მიცემული გადაჭარბებული ძალაუფლება ქმნის, რომლის საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები დღემდე არ არსებობს. სამტრედიაში დატრიალებული ტრაგედია ამ სტრატეგიის ყველაზე უკიდურესი გამოვლინებაა. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ პოლიციური ძალადობის სრულ სურათს და მის სავალალო შედეგებს, სწორედ ამიტომ, მომხდარი ძალადობის ფაქტი ჩვენი მხრიდან მკაცრ რეაგირებას მოითხოვს.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი ნარკოპოლიტიკის მიზანმიმართული შეტევა საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ფენებზე მიმდინარეობს, რაც საქართველოში არსებული დრამატული სოციალური უთანასწორობის უშუალო შედეგია. მომხდარი დანაშაული კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ პოლიციური კონტროლის მექანიზმები საჯარო სივრცის მიღმა დარჩენილ, ხმაწართმეულ ადამიანებს განსაკუთრებული სიმკაცრით უსწორდება, მისი მოქმედების ძირითად სივრცეებს რეგიონები, სოფლები და გარეუბნები წარმოადგენენ.
თეთრი ხმაურის მოძრაობა უერთდება დემურ სტურუას ოჯახის მოთხოვნებს, რომლებიც შემდგომში მდგომარეობს:
- პასუხისმგებლობაში მიეცეს პოლიციელი გოდერძი თევზაძე და მისი მეწყვილე, რომლის ვინაობასაც პოლიცია ამ დრომდე ასაიდუმლოებს.
- თანამდებობა დატოვოს სამტრედიის რაიონული პოლიციის უფროსმა.
- შსს-ს მინისტრმა საზოგადოებრივი ორგანიზეციების თანამონაწილეობით შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თბილისსა და რეგიონებში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და შანტაჟის პრაქტიკებს შეისწავლის.
- დაუყოვნებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.
თეთრი ხმაურის მოძრაობა.
თეთრი ხმაურის მოძრაობა და აქციის მონაწილეები მოგვიანებით სამტრედიაში გადაინაცვლებენ და პოლიციის შენობის წინ გამართავენ მთავარ აქციას.
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები