ამომრჩეველის ნების სავარაუდო კონტროლი და მოსყიდვა — საია 18 საათის მონაცემებს აქვეყნებს
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 18 საათისთვის სულ 87 საჩივარი და 33 შენიშვნა დაწერა. ორგანიზაციის განცხადებით, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლის ნებას აკონტროლებენ, მოსყიდვას ცდილობენ. ამასთან, მათი ცნობით, დაფიქსირდა სხვა დარღვევებიც. საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ არსებული დარღვევების ნაწილი შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.
ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლი
ორგანიზაციის ცნობით, ცხელ ხაზზე შესული შეტყობინებების მიხედვით, თბილისსა და რეგიონებში ამომრჩევლებს სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან უკავშირდებიან და ეკითხებიან, მიიღეს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. მათი ცნობით, ორგანიზაციის დამკვირვებელს ნომერზე დარეკვის შემდეგ დაუდასტურეს, რომ ის სალომე ზურაბიშვილის შტაბს ეკუთვნოდა. საიას ინფორმაციით, შტაბში არ განმარტეს, რა იყო მოქალაქეებთან დაკავშირების მიზეზი და საიდან იცოდნენ მათი ნომრები.
სავარაუდო მოსყიდვა
- საიას ინფორმაციით, სამგორში, #56-ე უბანთან ეზოში მობილიზებული არიან კოორდინატორები, რომლებიც, სავარაუდოდ, ამომრჩევლის მობილიზებას სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ახდენენ.
- ვაკის #13 უბნის გარეთ დილიდან დგას ავტომანქანა, რომელსაც უბნიდან გასული ამომრჩეველი აკითხავს;
- მარნეულის #59 უბანზე ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 2 წევრი ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს;
- დაუდგენელი პირები, რომლებიც აღრიცხავენ მისულ ამომრჩევლებს, სხვა უბნების ტერიტორიაზეც არიან.
დამკვირვებლის უბნიდან გაძევების მცდელობა
საია წერს, რომ მარნეულის #18 საუბნო საარჩევნო კომისიაში ნაკადის მომწესრიგებელმა ვადაგასული პირადობის მოწმობის მქონე ამომრჩევლები რამდენჯერმე შეუშვა უბანზე, შენიშვნა კი არ გაითვალისწინა. საიას ცნობით, დარღვევის ამსახველი ვიდეოს გადაღების შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაღიზიანდა და დამკვირვებელს განუცხადა, რომ მას საარჩევნო უბნიდან აძევებდა, საოლქო საარჩევნო კომისიის დაკავშირების შემდეგ კი ეს ქმედება გადაიფიქრა.
პროცედურული ხასიათის დარღვევები
- ბათუმის #14 უბანზე ამომრჩეველმა ნაკადის მომწესრიგებელს პირადობის მოწმობა არ წარუდგინა და ყვიროდა, რომ ხმის მიცემის უფლების შეზღუდვისთვის ჩაშლიდა კენჭისყრის პროცესს. ორგანიზაცია წერს, რომ კომისიამ მას უფლება მისცა, არჩევნებში მხოლოდ იმ პირობით მიეღო მონაწილეობა, რომ მხოლოდ რეგისტრატორი ნახავდა მის პირადობას, ამასთან, მარკირების პროცედურა არ გაუვლია;
- საიას ცნობით, ბათუმის #25 უბანზე მარკირების შემოწმების აპარატი გამართულად არ მუშაობდა;
- მარნეულის #49 უბანზე ამომრჩეველმა პირადობის მოწმობის გარეშე არჩევნებში მიიღო მონაწილეობა;
- ვაკის #50 უბანზე ამომრჩეველს მარკირება მთელ ხელზე აღენიშნებოდა, რაც იმით ახსნა, რომ მანდარინი მიირთვა და არჩევნებში მონაწილეობა დაბრკოლების გარეშე მიიღო;
- ნაძალადევის #49 უბნიდან კომისიამ ენმ-ს და არასამთავრობოს წარმომადგენლები გააძევა იმ მოტივით, რომ არეულობას ქმნიდნენ;
- სამგორის #6 უბანზე არასწორად განხორციელდა მარკირება;
- ხონის #6 უბანზე ჩანაწერთა წიგნი წინასწარ იყო შევსებული;
- ვაკის #13 საარჩევნო უბანზე ფიქსირდება 5 ფაქტი, როდესაც ამომრჩევლები არ არიან ამომრჩეველთა სიაში;
- ზუგდიდის #72 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა ვადაგასული პირადობის მოწმობით შემოუშვა მოქალაქე და რეგისტრატორმა შენიშნა;
- დიდუბის #5 საარჩევნო უბანზე კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი გააძევა, რადგან ის კაბინაში ამომრჩეველს შეყვა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები