გასართობი კლუბები და ანაბრების დაბრუნება — კიდევ რას ჰპირდება შალვა ნათელაშვილი ამომრჩეველს
ფოტო: შალვა ნათელაშვილი / Facebook
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ზედიზედ მესამედ იღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. 2018 წელს მისი საპრეზიდენტო დაპირებები 12 მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა პოლიტიკური რეფორმა, ნარკოპოლიტიკა, ეკოლოგია, ჯარი, სოფლის მეურნეობა...
ბოლო ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილებები კონსტიტუციით იზღუდება, კანდიდატების დაპირებების ნაწილი პრეზიდენტის ვალდებულებებში აღარ შედის, ნაწილი კი არც აქამდე შედიოდა. ამ შემთხვევაში ნათელაშვილის დაპირებების პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან შესაბამისობას არ ვიკვლევთ და მის საარჩევნო პროგრამას უცვლელი სახით გთავაზობთ.
ანაბრების დაბრუნება, პრეზიდენტის უფლებამოსილების ზრდა, გაზის, დენისა და წყლის გადასახადისგან მოსახლეობის გათავისუფლება 2007 და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად, 2018 წელსაც შალვა ნათელაშვილის უცვლელი დაპირებაა.
პოლიტიკური რეფორმა
- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ინიცირება;
- სამართლიანი არჩევნებით არჩეული მრავალპარტიული პარლამენტი;
- პროფესიონალი, ზნეობრივი, პატრიოტული ნიშნით დაკომპლექტებული სახალხო კოალიციური მთავრობა;
- საკონსტიტუციო ცვლილებები — საქართველოს პრეზიდენტს კვლავ აირჩევს ხალხი; გაფართოვდება პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები, რათა ის იყოს ქვეყნის რეალური სახე და არა რომელიმე არაფორმალური, კრიმინალური მმართველის პოლიტიკური მონა;
- მოხდება სრულიად პოლიტიკური ელიტის კორუფციული ლუსტრაცია;
- პოლიტიკის დეოლიგარქიზაცია. არცერთი მილიონერ-მილიარდელი პოლიტიკაში, არცერთი პოლიტიკოსი ბიზნესში;
- დეოკუპაციის პროცესის აქტიურად დაწყება და ქართველთა გენოციდის მუდმივად მხილება საერთაშორისო ასპარეზზე;
- საქართველოს დედაქალაქად სოხუმის გამოცხადება;
- კონფლიქტის ზონაში, გამყოფ ხაზთან, მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად, ყველა სახელმწიფო ბერკეტის ეფექტური ამოქმედება;
- საქართველო გახდება რეგიონის კულტურული, საერთაშორისო, პოლიტიკური და დიპლომატიური ცენტრი;
- მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან — ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმდება ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულება, რაც უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას და დააჩქარებს დეოკუპაციის პროცესს;
- შესრულდება ევროკავშირში გასაწევრიანებელად საჭირო აუცილებელი მოთხოვნები, რაც დააჩქარებს ამ სტრუქტურაში ჩვენს მიღებას;
- ნატოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება, ამ ეტაპზე არსებული ფორმატით.
დემოკრატია და ადამიანის უფლებები
- ყველა რელიგიური, ეროვნული და სხვა უმცირესობა თანასწორია კანონის წინაშე და მათი უფლებები ისევე იქნება დაცული, როგორც უმრავლესობის;
- უზრუნველყოფილი იქნება მედიის თავისუფლება და სამართლიანი არჩევნები.
შრომის უფლებები, პენსია
- დაცული იქნება მოქალაქეთა სოციალური თანასწორობის პრინციპი;
- უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეთა დასაქმება, უმუშევრებზე გაიცემა კომპენსაცია;
- მკაცრად იქნება დაცული დასაქმებულის უფლებები და შრომის უსაფრთხოების ნორმები, რომელსაც მკაცრად გააკონტროლებს სპეციალური ინსპექცია;
- პენსიონერებს არსებულ პენსიაზე, ყოველ წელს დაემატებათ 100 ლარი;
- შეიცვლება სოციალური დახმარების კრიტერიუმები და ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს დახმარებას;
- თანდათანობით, ეტაპობრივად დაიწყება ანაბრების გაცემა.
მიგრაცია და ემიგრაცია
- გამკაცრდება საემიგრაციო პოლიტიკა და გაუქმდება ირანთან, არაბულ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა;
- გაუქმდება უცხოელებზე ბინადრობის გაცემის არსებული პირობები;
- აიკრძალება უცხოეთიდან მუშახელის შემოყვანა;
- პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიქმნება ემიგრანტების დაბრუნების საბჭო;
- საქართველოს ყველა საელჩო გადაიქცევა ჩვენი ემიგრანტების მხარდამჭერ ცენტრებად;
- დაიწყება დაცლილი სოფლების აღდგენა და იქ დასახლებულები გათავისუფლდებიან გაზის, დენის, წყლის და მიწის გადასახადებისგან.
ახალგაზრდობა და დემოგრაფია
- პრეზიდენტის აპარატში შეიქმნება ახალგაზრდული საბჭო; ასეთივე საბჭოები შეიქმნება რეგიონალურ, მუნიციპალურ დონეებზე, რომელთა მიზანი იქნება: ახალგაზრდების აქტიური ჩართვა სამოქალაქო პროცესებში, არაფორმალური განათლების მიღება, სპორტული და შემეცნებითი, ასევე ხელოვნებისა და კულტურის განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების ორგანიზება;
- ამოქმედდება ახალგაზრდობის დასაქმების ხელშემწყობი სპეციალური პროგრამები, როგორც გრძელვადიანი, ასევე, სეზონური დასაქმებისთვის;
- განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ანტინარკოტიკულ საინფორმაციო კამპანიებს;
- დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, თითოეული ბავშვის დაბადებისას, მთიან რეგიონებში გაიცემა 500, ბარში - 300 ლარი.
ჯანსაღი ცხოვრება და ნარკოპოლიტიკა
- ყველა ქალაქსა და სოფელში გაიხსნება გასართობი კლუბები, უფასო სპორტული კომპლექსები და საცურაო აუზები;
- ნარკოტიკის წარმოება/რეალიზაცია მკაცრად დასჯადი იქნება.
მეცნიერება, განათლება და ჯანდაცვა
- ყველა საფეხურის განათლება დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გერმანულ-ავსტრიული მოდელის მიხედვით;
- სასწავლებლებს დაუბრუნდებიან სტატუსშეჩერებული სტუდენტები;
- წარჩინებული სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის ხარჯებს თავზე აიღებს სახელმწიფო;
- მკურნალობის სახსრების არქონის შემთხვევაში მკურნალობა, დიაგნოსტიკა, მედიკამენტების ჩათვლით დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სადაზღვევო კომპანიების თანადაფინანსების გარეშე.
ეკონომიკა
- დამკვიდრდება სოციალური სამართლისა და თანასწორობის პოლიტიკა, სიმდიდრის თანაბარი განაწილებით;
- აქტიური მუშაობა გაიშლება მსოფლიოში, საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის, ეკონომიკური პოტენციალის ფართოდგასაცნობად და ინვესტიციების მოსაზიდად;
- დაწესდება სიმდიდრის გადასახადი, ფრანგული მოდელის შესაბამისად.
- გაუქმდება მიკროსაფინანსო ბანკები და საბანკო კრედიტის პროცენტი იქნება არაუმეტეს 5 პროცენტის;
- გაუქმდება მონოპოლიური მდგომარეობები; შეიქმნება ანტიმონოპოლიური სამსახური;
- საშუალო და წვრილი ბიზნესი მაქსიმალურად იქნება ხელშეწყობილი და წახალისებული.
ეკოლოგია
- აღარ აშენდება დიდი ჰესები;
- აიკრძალება ტყეების განუკითხავი ჭრა-განადგურება;
- გადაიხედება და მაქსიმალურად მინიმალურ ნიშნულამდე დავა ტარიფები ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირზე, სასმელ და სარწყავ წყალზე.
სამართალი
- შეიქმნება ანტიკორუფციული საბჭო და 90-იანი წლებიდან, ანაბრებიდან დაწყებული, ყველა მითვისებული და წართმეული თეთრი იქნება გამოძიებული და სასამართლოს წესით დაბრუნებული;
- შეიქმნება უკანონოდ მითვისებული ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების ფონდი.
ჯარი, პოლიცია, სასამართლო
- უზრუნველყოფილი იქნება დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი პოლიცია და პროკურატურა;
- ქვედა ინსტანციის მოსამართლეებს აირჩევს ხალხი, ზედა ინსტანციაში მოწვეულები იქნებიან უცხოელი მოსამართლეები;
- ჯარში და პოლიციაში სამსახური იქნება საამაყო და დაფასებული. უზრუნველყოფილი იქნება მათი და მათი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური პირობები;
- სამშობლოს დაცვა საქართველოს ყველა მოქალაქის წმინდათა წმინდა მოვალეობაა. შესაბამისად, ჯარში სამსახური იქნება სავალდებულო.
სოფლის მეურნეობა
- შეწყდება მიწების გაყიდვა უცხოელებზე;
- ყველა რესურსი იქნება გამოყენებული ქართული ხილის და პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის გასახსნელად;
- გლეხისგან პროდუქციას შეისყიდის სახელმწიფო;
- ბუნებრივი სტიქიის დროს, გლეხებს ზარალი აუნაზღაურდებათ პრეზიდენტის, მთავრობის და მერების სპეციალური ფონდებიდან.
შალვა ნათელაშვილის დაპირებები 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე
2013 წელს შალვა ნათელაშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია სპორტზე საუბრით დაიწყო და იმედი გამოთქვა, რომ 4 წლის შემდეგ, მომავალ ჩემპიონატზე საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ფინალშიც გავა და ჩემპიონიც გახდება.
ის განათლებასა და მეცნიერებასაც შეეხო და განაცხადა, რომ პოლიტიკიდან ისე არ წავა, უმაღლესი განათლება, მაგისტრატურა და დოქტურანტურა ბიუჯეტიდან დაფინანსებული რომ არ გახდეს.
ნათელაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობისას საქართველოს შეიარაღებული ძალები განლაგდება კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე.
შალვა ნათელაშვილის შეფასებით, ლეიბორისტული პარტია“ ერთადერთია, რომელსაც საბანკო ოლიგარქიის დამარცხება, საბანკო პროცენტების ადამიანურ ზღვარზე დაწევა და გადაუხდელი ვალების გამო ადამიანების რეპრესიებს შეწყვეტა შეუძლია.
პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, კაზინოებს ქალაქებიდან ტყეში გადაიტანენ. ტოტალიზატორები და მიკროსაფინანსოები კი გაუქმდება და აიკრძალება.
2013 წლის არჩევნებზე ნათელაშვილი გავიდა მეოთხე ადგილზე, მიიღო ხმათა 2,88%.
შალვა ნათელაშვილის დაპირებები 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნევზე
Civil.ge 2007 წელს წერდა, რომ ნათელაშვილის საარჩევნო კამპანია ეფუძნებოდა მისი პარტიის ძლიერ მემარცხენე პოზიციებს უფასო ჯანდაცვის და განათლების დაპირების ჩათვლით. ლეიბორისტული პარტია მხარს უჭერდა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის პრინციპს. თუმცა, ამავე დროს აცხადებდა, რომ პარტია პრივატიზაციის წინააღმდეგ არ გამოდის.
5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნათელაშვილი ამომრჩეველს უფასო გაზს და ელექტროენერგიას ჰპირდებოდა. მისი თქმით, გაზისა და ელექტროენერგიის საფასურს მომდევნო სამი წლის მანძილზე მსხვილი ბიზნესმენები გადაიხდიდნენ საგადასახადო შეღავათების სანაცვლოდ. იგი ასევე დაპირდა ამომრჩევლებს საბჭოთა პერიოდში დაკარგული ანაბრების დაბრუნებას. ნათელაშვილის თქმით, ის კონსტიტუციურ მონარქიას უჭერს მხარს.
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან

კომენტარები