აჭარაბეთი 20 წლის გახდა - ნახეთ, როგორ შეიცვალა კომპანია ამ წლების განმავლობაში
შესაძლოა მკითხველების უმრავლესობას არც კი ახსოვდეს, მაგრამ ორიოდე ათწლეულის წინ საქართველოში ტოტალიზატორში სპორტულ ღონისძიებებზე ბილეთის დადება ერთი დიდი მოვლენა იყო. ადამიანები მიდიოდნენ შესაბამის დაწესებულებებში და ხანგრძლივ რიგში დგებოდნენ, იღებდნენ სპორტულ გაზეთს (სადაც ფსონები ეწერა), არჩევდნენ სასურველ მატჩებს, კოეფიციენტებს ერთმანეთზე ამრავლებდნენ (ბევრს სპეციალურად ამისთვის კალკულატორებიც კი დაჰქონდა) და შემდეგ სალაროში იხდიდნენ ფულს. ეს პრაქტიკა დღესაც არსებობს, თუმცა უმრავლესობისთვის ფსონის გაკეთების ასეთი სისტემა დისტოპიურ სურათს უფრო ჰგავს.
პირველმა, სწორედ Adjarabet.com-მა შესთავაზა ქართველ მომხმარებლებს ფსონების ონლაინ განთავსების შესაძლებლობა. მას შემდეგ, კომპანიამ გრძელი და მრავალფეროვანი გზა გაიარა, სერვისებიც უფრო მეტად დაიხვეწა.
რეალობა შეიცვალა, რაშიც დიდი დამსახურება Adjarabet.com-ს მიუძღვის. საქართველოში გამოჩნდა კომპანია, რომელმაც მომხმარებლებს ონლაინ ბეთინგი შესთავაზა და როგორც იტყვიან ხოლმე, არსებული წესრიგი სრულიად სხვაგვარი გახადა. მისმა გამოჩენამ ყოველდღიურ ლექსიკონში სიტყვა "ტოტალიზატორიც" კი ჩაანაცვლა. დღეს ადამიანები ამბობენ: "აჭარაზე ჩავრიცხე" ან "აჭარაზე მედო და მოვიგე", ნაცვლად "ტოტალიზატორში დავწერე ბილეთისა".
მომხმარებლების რაოდენობის ზრდასთან ერთად, Adjarabet.com-ზე მალევე გაიზარდა გასართობი თამაშების რაოდენობა. საიტს დაემატა პოკერი, რულეტკა, ბლექჯექი, ბაკარა, ნარდი, დომინო, ონლაინ სლოტები და სხვ. აჭარაბეთი ფაქტობრივად ქართული Gamezer გახდა, იმ განსხვავებით, რომ აქ ყველაფერი უფრო ნამდვილი და რეალურია.
დროთა განმავლობაში პოკერი აჭარაბეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშად ჩამოყალიბდა. დღეის მდგომარეობით ყოველდღე adjarabet.com-ზე საშუალოდ 150,000 პოკერის ხელი რიგდება. ასეთი აქტიურობისა და გამართული სერვისის გამო, აჭარაბეთი გახდა WSOP-ის პარტნიორი, რაც უდავოდ უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო პოკერის მოთამაშეებისთვის. მას შემდეგ უკვე ათასობით ქართველი პოკერის მოთამაშე გაემგზავრა WSOP-ის Live ტურნირებზე.
აჭარაბეთმა ამ ოცი წლის განმავლობაში არაერთი ჯეკპოტი გასცა და თავის მომხმარებლებს სხვადასხვა წამახალისებელი აქციებითაც ანებივრებს. ყველაზე მთავარი, რაც კომპანიამ ამ დროში დაამტკიცა, მისი სერვისის სანდოობა და პირადი ინფორმაციის დაცულობაა. ამ ნაწილში კომპანიამ უმნიშვნელოვანესი სამუშაოები ჩაატარა და დღეს აჭარაბეთს ერთ-ერთი ყველაზე დაცული სერვერი აქვს მსოფლიოში..
2018 წელს აჭარაბეთმა თავის მომხმარებლებს მომავლის სპორტ-ბეთინგი შესთავაზა. ამ ინოვაციამ ონლაინ ბეთინგი კიდევ უფრო კომფორტული გახადა, თუმცა ეს არ არის მთავარი სიახლე. მომავლის სპორტ-ბეთინგის საშუალებით, მომხმარებლებს ერთი-ორად გაეზარდათ მოგების შანსი, რადგან ეს ინოვაცია ითვალისწინებს როგორც დამატებით ფსონებს, ასევე მობილურიდან მართვის სრულ შესაძლებლობას.
აჭარაბეთი მხოლოდ საქართველოში არ არის წარმატებული. კომპანიამ რამდენიმე წლის წინ თავისი სერვისები სომხეთშიც გაიტანა, სადაც დღეს Adjarabet.am ონლაინ-გართობის საიტებს შორის ლიდერის პოზიციებს იკავებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში აჭარაბეთის თანამშრომლების რაოდენობა 30-ჯერ გაიზარდა. 1998 წელს ონლაინ-ბეთინგის ლიდერ კომპანიაში რამდენიმე ათეული ადამიანი იყო დასაქმებული, დღეს კი კომპანიას 600-მდე თანამშრომელი ჰყავს. მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებიც აჭარაბეთში გახსნის დღიდან მუშაობენ.
Adjarabet-ისთვის მისი ყველა პროდუქტი ერთნაირად ღირებულია. სწორედ ამიტომ, კომპანია განვითრების ამ ეტაპზე გაჩერებას არ აპირებს. მომავალში მომხმარებლებს კიდევ არაერთი სიურპრიზი და ინოვაცია ელით. ვინ იცის, იქნებ 20 წლის შემდეგ სტატია ამ ტექნოლოგიების შესახებ ზუსტად ისე დავიწყოთ, როგორც დღეს ფსონის დადების არქაულ ფორმებზე დავიწყეთ.
აჭარაბეთის 20 წლის კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია სპეციალურ გვერდზე.
კომენტარები