ფეხბურთის ფანებისთვის მათი საყვარელი გუნდების თამაშის ყურება ცალკე რიტუალია, რომელსაც ისინი დიდ პატივს მიაგებენ. ფანებს სჭირდებათ კომფორტული გარემო, რომელშიც მშვიდად შეძლებენ გულშემატკივრობას და იმ რიტუალის შესრულებას, რასაც ფეხბურთის ყურება ქვია. თუმცა ცხადია, რომ მატჩის ყურება სხვადასხვა აქტის გარეშე არ არსებობს და ფანებიც განსხვავებულად ცდილობენ განსაკუთრებული ემოციების გალამაზებას.

თუ თქვენც ასეთი ფანატიკოსი ხართ და ფეხბურთის გარეშე ცხოვრება არ წარმოგიდგენიათ, ჩაუჯექით ჩვენს რჩევებს, ისინი აუცილებლად გამოგადგებათ.

1. დალიეთ ლუდი და ცხარე საწებელთან ერთად მიირთვით სოსისები

ფოტო: Shutterstock

ლუდი აუცილებლად უნდა იყოს ცივი და სოსისი კარგად მოხარშული, ან უბრალოდ "დაკაფჩონებული". ოღონდ ფრთხილად იყავით, ჭამა-სმამ ისეთი შეყოლა იცის, შეიძლება სულ გადაგავიწყდეთ, რომ ფეხბურთს უყურებთ და ეკრანს მხოლოდ მაშინ შეხედოთ, როცა კრიშტიანო რონალდო ჰაერში ბრუნის გაკეთების შემდეგ გაიტანს გოლს.

ბოლოს და ბოლოს, თამაში თუ ვერ გამოდგება საინტერესო, კარგი ლუდი მაინც შეგრჩებათ.

2. ჩაიცვით საყვარელი გუნდის მაისური და მეგობრებთან ერთად უგულშემატკივრეთ მას, ოღონდ...

ფოტო: Shutterstoc

მეგობრებთან ერთად თამაშის ყურება უემოციურესია, ოღონდ რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში, აუცილებლად ეცადეთ, რომ სახლში ყველა საჭირო ნივთი პერიმეტრს მოაშოროთ, რათა თამაშის შემდეგ ტელევიზორიც და ნივთებიც უვნებელი გადარჩეს. მეორე და მთავარი ისაა, რომ თქვენს მეგობრებში დაპირისპირებული გუნდის გულშემატკივარი არ გამოერიოს. ასეთ დროს, თავისუფლად შეიძლება თქვენი მრავალწლიანი მეგობრობა უბრალოდ დაინგრეს და ქვეყნად ვეღარაფერი შეგარიგებთ.

3. უბრალოდ დატკბით ინოვაციებითა და აჭარაბეთის მომავლის სპორტ-ბეთინგით

ფოტო: Adjarabet

ყველაფერთან ერთად კი, აჭარაბეთის ინოვაციური პროდუქტით შეგიძლიათ ისიამოვნოთ, მითუმეტეს თუ ფეხბურთის აზარტული გულშემატკივარი ხართ. ფეხბურთის ფანებს კარგი ალღო აქვთ და ხშირად მატჩის მიმდინარეობისას ხვდებიან ხოლმე მოსალოდნელ შედეგს, თუმცა აქამდე ალღოს პრაქტიკაში ვერ იყენებდნენ.

არადა, ბოლო წლების განმავლობაში, თამაშის ყურების დროს მობილური განუყოფელი ნაწილი გახდა. უყურებთ თამაშს და ხვდებით, რომ ვთქვათ კარვახალი უხეშად თამაშობს და მთელი თამაშის განმავლობაში ასეთივე აგრესიული იქნება. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ მობილური და ძალიან სწრაფად, მობაილ სპორტ-ბეთინგის Fast bet-ის ფუნქციით დადოთ ლაივზე, რომ რეალ მადრიდი უახლოეს წუთებში კიდევ რამდენჯერმე დაჯარიმდება. ასეთივე წარმატებით შეგიძლიათ დადოთ კუთხურებზე, გოლებზე, ბარათებზე და ა.შ.


პულს ბეთი მომავლის სპორტ-ბეთინგის კიდევ ერთი ფუნქციაა. თქვენ კიდევ ერთი მიზეზი გაქვთ, რომ არ გაერთოთ ჭამასა და კომენტარებში კამათით, რათა არ დაკარგოთ მატჩის პულსი. ვინ იცის, რამდენჯერ გითქვამთ თქვენი მეგობრისთვის - აი, ნახე, ხუთ წუთში თუ გოლი არ გაიტანოს გუნდმაო, თუმცა ამაში ფული არავის გადაუხდია თქვენთვის. პულს ბეთის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ დადოთ ფსონი მატჩის მიმდინარეობისას და გამოიცნოთ გოლი მომდევნო 30 წამის, 1, 5 ან 10 წუთის განმავლობაში და მოიგოთ ფული გატანილი გოლის ინტერვალის შესაბამისად.

Bet ნავიგაცია ფსონის განთავსებას კიდევ უფრო გაგიმარტივებთ. თამაშს რომ უყურებ, სად გაქვს იმის დრო, რომ ცალ-ცალკე მოძებნო ყველა გუნდი? Bet ნავიგაცია ამ დროს ყველაზე გამოსადეგია. თქვენ წამებში შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი ფავორიტი ჩემპიონატი ან გუნდი და გაამზადოთ ბილეთი. კიდევ უკეთესი, თუ წინასწარ გაამზადებთ ბილეთს და მატჩის მიმდინარეობისას დარწმუნდებით, რომ ღირს მასზე ფულის დადება. ამისთვის სულ რამდენიმე წამი დაგჭირდებათ.

მობილური სტრიმი?! - არ თქვათ, რომ არ გაგიხარდათ. ხან საცობში რომ ვიჭედებით, ხან სამსახურში და ხანაც უბრალოდ მეგობრებთან ვართ და ფეხბურთს არ გვაყურებინებენ, აიღებთ მობილურს და შეხვალთ აჭარაბეთის მობაილ სპორტ-ბეთინგში, აირჩევთ სასურველ მატჩს და უყურებთ პირდაპირ ეთერში.

4. დახაზეთ თქვენი ტაქტიკური მონახაზი და განიხილეთ, როგორ ათამაშებდით გუნდს

ფოტო: Shutterstock

არა, ნუ, რანაირად დასვა ბეილი სკამზე? ხო ჯობდა, მარცხნივ დაეყენებინა, ბენზემა სათადარიგოში დაეტოვებინა და მის ადგილას რონალდო დამდგარიყო? ვარანეც ვერაა რაღაც ფორმაში, თან მარჯვენა ფლანგზე ნაჩოს დაყენება ჯობდა. ეს 4-4-2 რომელი საუკუნის ტაქტიკაა? 4-5-1 ჯობდა, ბეილი და ასენსიო ფლანგებზე, წინ რონალდო და მაგის უკან ისკო, ჩამშლელებად ტონი კროოსი და კარვახალი. ამას როგორ ვერ ხვდება?

გეცნობათ ხომ სიტუაცია? თქვენ ნამდვილად იმსახურებთ რეალ მადრიდის მწვრთნელობას. მოიმარჯვეთ ბლოკნოტი და კალამი, რა იცით, რა დროს გამოგადგებათ.

5. წაიყვანეთ მატჩი კომენტატორებთან ერთად

ყველა ფეხბურთის ფანის ოცნებაა სტუდიიდან მატჩის წაყვანა, მითუმეტეს როცა მათი საყვარელი გუნდი თამაშობს. თამაშის ყურების დროს ემოციები იმდენად ჭარბობს, რომ მაქსიმალურად გინდათ მატჩის მიმდინარეობაში იყოთ ჩართულნი. ხელს ნუ ჩაიქნევთ, მოიმარჯვეთ დიდი ყურსასმენები, სასურველია მიკროფონიანი, ჩაუჯექით თამაშს და კომენტატორების პარალელურად გააკეთეთ თქვენი კომენტარებიც.

არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს წარმოსახვით სამყაროში ათასობით ადამიანი გისმენთ და ცოტატი თავშეკავებაც გმართებთ.

6. თუ ნერვიულობთ და ემოციებს ვერ მალავთ, აიღეთ სპინერი და ატრიალეთ, ან უბრალოდ აკეთეთ ბუქნები

გვერდით ოთახში ბავშვებს ან მოხუცებს სძინავთ? ჰო, ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა ფეხბურთის ყურებისას. როგორ გინდა მოთოკო ემოციები მაშინ, როცა შენი საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალს თამაშობს?

კი, ნამდვილად რთულია და ემოციური, ხმამაღალი წამოძახილების გამო ვერავინ განგსჯით, თუმცა თუ მაინც ზრუნავთ, რომ ოჯახის წევრები არ დააფრთხოთ, მოიმარჯვეთ სპინერი და ატრიალეთ იქამდე, სანამ ჭარბად მოძალებულ ენერგიას არ გაიტანს თქვენი სხეულებიდან. თუ ამანაც არ გიშველათ, წამოდექით და აკეთეთ ბუქნები. მენდეთ, ეს ნამდვილად დაგეხმარებათ.

7. პენალტების სერიის დროს, დახუჭეთ თვალები ან გადართეთ სხვა არხზე

და აი ისიც, გადამწყვეტი პენალტი. თქვენს საყვარელ გუნდს ჩემპიონატის მოგებამდე ან წაგებამდე ერთი დარტყმა აშორებს. ვინ გაუძლებს ასეთ წნეხს? გულშემატკივრების უმრავლესობას ამის ყურება არ შეუძლია. ასეთმა მომენტებმა შეიძლება მავნე ჩვევები განგივითაროთ, მაგალითად ფრჩხილების კვნეტა. ამას ჯობია, უბრალოდ სხვა არხზე გადართოთ რამდენიმე წამით, ან უბრალოდ თვალები დახუჭოთ და მხოლოდ უსმინოთ მოვლენების განვითარებას.

8. ისტერიულად წერეთ ფეისბუქზე სტატუსები

მართალია, შეიძლება რამდენიმე ფეისბუქ მეგობარი შეიძლება დაკარგოთ, მაგრამ სტატუსების ისტერიული განახლება ნამდვილად დაგეხმარებათ თანამოაზრეების შეძენასა და ემოციურად დაცლაში, მითუმეტეს თუ ფეხბურთს მარტო უყურებთ. თამაშის დასრულების შემდეგ, ნუ გაწითლდებით და ნუ შეგრცხვებათ საკუთარი პოსტების, საბედნიეროდ შეგიძლიათ ყველა მათგანი წაშალოთ და შემაჯამებელი სტატუსი დაწეროთ.

თუმცა, მაინც და მაინც ისეთ პოსტებს ნუ დაწერთ, რომ ფეხბურთის ყურების ნაცვლად კომენტარების კითხვასა და კამათში გაერთოთ.