ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების შემდეგ ჩაწერილი ინტერვიუს მთავარი აქცენტები
ფოტო: Reuters
საქართველოს ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებიდან ხუთ წელზე მეტი დრო გავიდა. დაპატიმრებიდან დღემდე მას მედიასთან არ უსაუბრია. მერაბიშვილმა პირველი ინტერვიუ რუსთავი 2-ს მისცა.
რამდენიმეწუთიან ინტერვიუში მერაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა მის შესაძლო მოწამვლაზე, ნაციონალური მოძრაობის დაშლაზე, მის მიმართ ხელისუფლების ანგარიშსწორების ფორმასა და პრეზიდენტის შეწყალებაზე.
მოწამვლის ეჭვი
ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის თქმით, მისი მეგობრები დარწმუნებულები არიან, რომ ის მოწამლულია, რადგან მისი დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი ინტოქსიკაციაა. მას კი მიზეზად უსახელებენ ინფექციას, რომელიც დადგენილი არ არის.
"თუ ვიღაც ჩემს მოწამვლას აპირებდა, დარწმუნებული ვარ, რომ მარტივი დარიშხანით და მსგავსი საწამლავით არ მომწამლავენ იმიტომ, რომ მისი სიმპტომები ადვილად დასადგენია. ალბათ, საზოგადოებისთვის ცნობილია რამდენი საუბარი მიდის ნერვულ პარალიზებაზე, საწამლავზე და ა.შ. საერთოდ მსგავსი მოწამვლა თუ იქნებოდა, ამის დადგენა ძალიან რთული იქნებოდა", — განუცხადა მერაბიშვილმა რუსთავი 2-ს.
მისი თქმით, მან რომ იცოდეს, რომ მოწამლავდნენ, მაინც არ შეიცვლიდა პრინციპებს.
"მთავარია ის არის, რომ ვიცოდე რომ მე ხვალ მომწამლავენ, მაინც ვერ გამტეხდა და მაინც არ შემაცვლევინებდა ჩემს პრინციპებს. მსგავსი რაღაცებისთვის მზად ვარ. როცა ადამიანი ირჩევ აქტიურ პოლიტიკას და გარგუნა ბედმა, რომ იყო ლიდერებს შორის, მზად უნდა იყო ყველაფრისთვის", — დასძინა მან.
ხელისუფლების ანგარიშწორება
ვანო მერაბიშვილი სამარტოო საკანში სასჯელის მოხდას ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორებად აფასებს.
"ის რომ მე სამარტოო საკანში ვიხდი სასჯელს, არის ჩვეულებრივი ანგარიშსწორება. მათ ძალიან ეშინიათ სერიოზული პოლიტიკოსების, რომელთაც აქვთ გამოცდილება",— აღნიშნა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელ ქართულ ოცნებაში არიან ედუარდ შევარდნაძისა და ნაციონალური მოძრაობიდან "გადაბარგებულები", რომლებმაც იციან რა "საფრთხის" მატარებელი შეიძლება იყოს მისი გარეთ ყოფნა.
"დღევანდელი ხელისუფლების მიზანი რა არის, რომ ვისგანაც საფრთხეს ხედავენ, ის იყოს გაძევებული ქვეყნიდან და იზოლირებული. ყველაზე დიდი საფრთხე იმ ადამიანებისგან მოდის, ვისაც აქვს დიდი გამოცდილება... მათ მოახერხეს ჩემი სრული იზოლირება. ეს არის სიგნალი სხვებისთვის რომ ვინც ჭკვიანად არ მოიქცევა, ასე მოექცევიან. მაგრამ მე არ ვგრძნობ თავს დეპრესიაში", — განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
პოლიტპატიმრობის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს მერაბიშვილი ამბობს, რომ ყველა ქვეყნის ხელისუფლებამ გაათავისუფლა ის პირები, რომელის შესახებაც ევროსასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. სწორედ ამ მუხლის დარღვევა დაადგინა ევროსასამართლომ მერაბიშვილის შემთხვევაშიც.
"პირველი ქვეყანა იყო [საქართველო], რომელმაც მე-18 მუხლის დარღვევა გაასაჩივრა [ევროსასამართლოს] დიდ პალატაში. როგორც წესი, არცერთი ქვეყანა ასაჩივრებს. თუმცა დიდმა პალატამაც დატოვა ძალაში... მგონი ეს ფაქტებიც მეტყველებს ყველაფერზე, საკუთარ თავზე მე არ დავიწყებ მეტის თქმას", — აღნიშნა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, ის არის ხელისუფლების პატიმარი, ხელისუფლებას კი ერთი ადამიანი მართავს.
სარისკო შეწყალება
ყოფილი პრემიერი, ვანო მერაბიშვილი, რომელიც სასჯელს უკვე ხუთი წელია იხდის ამბობს, რომ თუ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მას შეიწყალებდა, ხელისუფლების მხრიდან დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდებოდა. მისი თქმით, მას არ უყვარს, როცა ადამიანებს დარტყმას მის გამო აყენებენ.
"მე როგორც ვიცი, ფორმალურად პრეზიდენტს რომ სურვილი ჰქონოდა შეწყალების, ამის პრობლემა არ ჰქონდა. მე ვერ წარმომიდგენია და არც ვთვლი, რომ ვიღაც ადამიანები უნდა დავაყენო ასეთი დარტყმის ქვეშ. მშვენივრად იცის მარგველაშვილმა, რომ ჩემი გათავისუფლება მისთვის ძალიან სარისკოა", — განმარტა ყოფილმა პრემიერმა.
მისივე თქმით, მან როგორც წინა ხელისუფლების ლიდერმა ქვეყანაში დარჩენით გადაარჩნია თავისი თანაგუნდელები, რომლებიც მისი არდაჭერის შემთხვევაში უფრო დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ.
არჩევანი ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს შორის
ბოლო საკითხი, რაზეც ინტერვიუს დროს ყურადღება გამახვილდა ნაციონალური მოძრაობის დაშლა იყო. მერაბიშვილი ამბობს, რომ ამ ორი პარტიის წევრები თავისი თანამებრძოლები ჰგონია, თავის თანამებრძოლებად მიაჩნია და ამიტომ არჩევანზეც არ უფიქრია.
"სიმართლე გითხრათ ბოლომდე ვერ გავიაზრე და ვერ გავითავისე ის ფაქტი, ასე ვთქვათ, რომელსაც აქვს ადგილი, რომ პარტია არის გაყოფილი. მე ჯერაც ისევ ვუყურებ, რომ ამ ორმა ძალამ რაღაც ეტაპზე მაინც უნდა ნახოს საერთო ენა და საერთო ინტერესებისთვის იბრძოლოს... მე მინდა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ძალები იყვნენ ერთიანნი... მე მინდა, რომ ჩემი მთელი ენერგია საერთო ძალების გაერთიანებას მოვახმარო, თუ შემდეგ შევხედავ, რომ ეს ვერ ხერხდება, მერე მივიღებ [გადაწყვეტილებას] ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით", — განაცხადა მერაბიშვილმა.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები