5 ყველაზე სახიფათო ნივთიერება დედამიწაზე
1939 წელს, გერმანიაში, ერთ-ერთ საიდუმლო სამხედრო ბუნკერში, ნაცისტი მეცნიერები ახლად აღმოჩენილი ნივთიერების (კოდური სახელით “ნივთიერება N”) მასობრივი წარმოების აწყობას ცდილობდნენ.
ეს ნივთიერება, ჰაერთან შეხებისას დუღილს იწყებდა, ხოლო წყალთან შეხებისას - ფეთქდებოდა, ადამიანისთვის მისი ანაორთქლი სასიკვდილო იყო, ცეცხლსატყორცნში გამოყენებისას კი 2400 გრადუსზე იწვოდა.
გერმანელების გეგმის მიხედვით, ამ ნივთიერებით აღჭურვილი მათი ჯარი მარტივად მოახერხებდა მოწინააღმდეგის ბუნკერების და თავდაცვითი ნაგებობების კარაქივით დადნობას. თუმცა კვლევის შემდეგ, თვით ნაცისტი მეცნიერებიც კი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ “ნივთიერება N” მეტისმეტად სახიფათო იყო და თავიანთი გიჟური გეგმა თაროზე შემოდეს.
ამ სტატიაში სწორედ ასეთ უაზროდ და უზომოდ სახიფათო ნივთიერებებზე გვექნება საუბარი.
1. ქლორის ტრიფტორიდი
გერმანელების ბუნკერში წარმოებული “ნივთიერება N”, სინამდვილეში, ქლორის ტრიფტორიდი გახლავთ (ClF3). ეს ნივთიერება სხვა ნივთიერებების მოლეკულებს შლის და მათი წყალბადის ატომებს თავისი ფტორის ატომით ანაცვლებს. ამ პროცესისას ძალიან დიდი რაოდენობით სითბო გამოიყოფა. გლეხურად რომ ვთქვათ, ეს ნივთიერება წვავს ისეთ რამეებს, რომლის დაწვაც, ალბათ, არც წარმოგედგინათ. ნივთიერება N-თან კონტაქტისას იწვის აგური, ასფალტი, შუშა, ქვა.
XX საუკუნის 50-იან წლებში ამერიკელ მეცნიერებს ეს ნივთიერება ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰქონდათ, რა დროსაც კონტეინერი გაუსკდათ. ასფალტზე დაქცეული ქლორის ტრიფტორიდის გამო ცეცხლი ასფალტს წაეკიდა, ასფალტის ამოწვის შემდეგ - მიწას.
2. აზიდოაზიდ აზიდი
მსოფლიოში ყველაზე ფეთქებად ნივთიერებას, ყველაზე უცნაური უცნაური სახელიც - აზიდოაზიდ აზიდი (Azidoazide Azide - C2N14) აქვს. იმისთვის რომ ავხსნათ, რატომაა AA ასეთი ფეთქებადი, ცოტა ქიმია უნდა მოვიშველიოთ:
აზოტი(N) ძალიან სოციოპათი ნივთიერებაა და არავის დანახვა არ უნდა, გარდა მეორე აზოტის ატომისა. ორი აზოტის კავშირი ბუნებაში ერთ-ერთი ყველაზე მყარი კავშირია, მათი ელექტრონები ძალიან ძლიერ, სამმაგ ბმაში იმყოფებიან ერთმანეთთან. როდესაც აზოტის ორი ატომი მოლეკულაში ერთიანდება, გამოიყოფა უზარმაზარი ენერგია.
აზიდოაზიდ აზიდში კი აზოტის 14 ატომია, რომლებიდანაც არცერთი მათგანი არ იმყოფება მეორესთან სამმაგ ბმაში.
ამიტომაც, აზოტის ატომები ყველა მიზეზს ეძებენ, რომ მეორე ატომთან გაერთიანდნენ და როდესაც ვამბობთ - ყველას, იგულისხმება - აბსოლუტურად ყველა.
ამ “მარტოხელა” აზოტის ატომების გამო, აზიდოაზიდ აზიდი იმდენად ფეთქებადია, იმდენად მგრძნობიარეა გარე გამაღიზიანებლების მიმართ, რომ შეუძლებელია გავზომოთ, თუ რამდენად მგრძნობიარეა. ანუ, ნებისმიერი მცდელობა, რომ გაიზომოს, თუ რამდენად ფეთქებადია ეს ნივთიერება, აფეთქებით მთავრდება.
აზიდოაზიდ აზიდი 2010 წელს გერმანელმა მეცნიერებმა, ამერიკელი სამხედროების დახმარებით მიიღეს და პირველივე ანგარიშში ასეთი რამ უწერიათ:
“AA იმდენად ფეთქებადია, რომ მისი ფეთქებადობის გაზომვა ჩვენს ძალებს აღემატება. ტესტირებისას უმცირესი მცდელობაც კი აფეთქებას იწვევს.
აზიდოაზიდ აზიდის აფეთქება შეიძლება გამოიწვიოს:
- მისმა გადატანამ ერთი ადგილიდან მეორეში
- შეხებამ
- განზავებამ
- სინჯარაში ხელშეუხებლად დატოვებამ
- ძლიერი შუქის მოხვედრამ
- x-სხივების მოხვედრამ
- სპექტრომეტრში მოთავსებამ
- სპექტრომეტრის ჩართვამ
- და ბოლოს - აბსოლუტურად არაფერმა..”
3. დიმეთილკადმიუმი
დიმეთილკადმიუმი (CH3-Cd-CH3) ორგანულ-მეტალური ნაერთია, რაც ნიშნავს, რომ ნახშირბადი მეტალთანაა დაკავშირებული. ამ შემთხვევაში კი, ეს მეტალი კადმიუმია, რომელიც ცალკე აღებულიც ძალიან ტოქსიკურია.
გარდა იმისა, რომ წინა ნივთიერებების მსგავსად, ეს ნივთიერებაც უკიდურესად ფეთქებადი და ცეცხლსაშიშია, დიმეთილკადმიუმი იმის გამო მოხვდა ამ სიაში, რომ იგი ყველაზე ტოქსიკური ნაერთია დედამიწაზე.
ეს ნივთიერება გერმანელმა მეცნიერმა, ერიხ კრაუზემ 1917 წელს მიიღო.
დიმეთილკადმიუმი შესუნთქვისას მყისიერად გადადის სისხლში და აზიანებს შინაგან ორგანოებს, განსაკუთრებით კი “სისხლით მდიდარ” ფილტვებს, ღვიძლს, თირკმელებს.
თუ ლაბორატორიაში შემთხვევით ეს ნივთიერება დაგექცევათ, წყლით აწმენდას ნუ ეცდებით - წყალთან რეაქციაში დიმეთილკადმიუმი ფეთქდება.
არც რამე ნაჭრით სცადოთ აწმენდა - ხახუნზე ცეცხლი მოეკიდება.
ყველა ზემოთჩამოთვლილ სიკეთესთან ერთად, ამ ნივთიერებას საზიზღარი სუნიც აქვს.
თუმცა, მისი სუნი ახლოსაც ვერ მივა შემდეგ ნივთიერებასთან.
4. თიოაცეტონი
C3H6S არც ფეთქდება, არც გწამლავს - სანამ მის სუნს იგრძნობთ, იმასაც კი იფიქრებთ, რომ უვნებელია.
თიოაცეტონი არის მთელს სამყაროში ყველაზე საზიზღარ-გულისამრევ-გამაოგნებლად მყრალი ნივთიერება! ქიმიურად ამ ნივთიერების ყველაზე ახლო ნათესავები სკუნსის და ხრწნადი ხორცის მიერ გამოყოფილი სუნებია, თუმცა თიოაცეტონი მათზე ბევრად მყრალია.
იგი იმდენად მყრალია, რომ მისი ერთი წვეთის ჰაერში მოხვედრას ადამიანი ნახევარი კილომეტრის მოშორებიდანაც კი მყისიერად გრძნობს.
ამ ნივთიერების ყველაზე დიდი მსხვერპლი გერმანული ქალაქი ფრაიბურგია. 1889 წელს საპნის ადგილობრივი ქარხნის ლაბორატორიაში მეცნიერები თიოაცეტონის უფრო დიდ მოლეკულაზე, ტრითიოაცეტონზე მუშაობდნენ, რომელიც სულაც არაა მყრალი და საპნისთვის რაღაც არომატის მისანიჭებლად გამოიყენება. თუმცა, როგორც ჩანს, რაღაც ისე არ წავიდა და ტრითიოაცეტონის მაგივრად მეცნიერებმა თიოაცეტონი მიიღეს. ქარხნის მახლობლად დასახლებებში ხალხს უეცრად ღებინება აუტყდა. ბოლოს კი საქმე იქამდე მივიდა, რომ მთელი ქალაქის ევაკუირება მოუწიათ.
5. ჰექსაფტორსტიბიუმწყალბადმჟავა
მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მჟავა H2FSbF7.
ზოგადად, მჟავების უმეტესობა რომ სახიფათოა, ყველამ ვიცით, მაგრამ უფრო უკეთ რომ გავიგოთ - მჟავა იმიტომაა მჟავა, რომ აქვს უნარი, თავის ახლო მყოფ მოლეკულას პროტონი “აჩუქოს”.
მჟავების სიძლიერეც იმის მიხედვით იზომება, თუ რამდენად თავისუფლად გადასცემენ პროტონს მეზობელს.
მაგალითად, ძმარი, რომელიც სუსტი მჟავაა, “ძუნწი” ნივთიერებაა და არ უყვარს პროტონის გაცემა. უფრო ძლიერი მჟავა - გოგირდმჟავა - ძალიან აქტიური ნივთიერებაა და პროტონებს კანფეტებივით ურიგებს მეზობლის ბავშვ მოლეკულებს.
აი, ჰექსაფტორსტიბიუმწყალბადმჟავა კი გოგირდმჟავაზე 10 კვიდრილიონჯერ ძლიერია!
მისი მოლეკულა პირდაპირ იხვეწება: “დამშალეთ ვინმემ, ეს პროტონები თავიდან მომაცილეთო”. დაშლის შემდეგ კი, ფტორის და სტიბიუმის ატომები აქეთ იქეთ დაქრიან და გარშემომყოფ ატომებს ელექტრონებს ართმევენ. საბოლოოდ, ნებისმიერი რამისგან, რაც ამ მჟავას შეეხება, ნახევრადორგანულ, უაზრო ფაფას ვიღებთ. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ფტორს ძალიან უყვარს კალციუმთან დაწყვილება, ასე რომ, როდესაც ეს მჟავა რაიმე ორგანულს შეეხება და ხორცს “შეჭამს”, ფტორი ხორცის ქვეშ არსებული ძვლის დაშლას იწყებს.
ჰექსაფტორსტიბიუმწყალბადმჟავას შენახვა მხოლოდ ტეფლონის კონტეინერში შეიძლება, რადგან ყველა სხვა ნივთიერებას უსირცხვილოდ და მოურიდებლად ჭამს.
-
სიფხიზლესა და ძილს შორის ზღვარი იმაზე ბუნდოვანია, ვიდრე გვგონია — კვლევა სიფხიზლესა და ძილს შორის ზღვარი იმაზე ბუნდოვანია, ვიდრე გვგონია — კვლევა
გადახედვა
-
როგორ იქცა ასტროლოგია ინტელექტუალური და პატივსაცემი სფეროდან ცრუ მეცნიერებად როგორ იქცა ასტროლოგია ინტელექტუალური და პატივსაცემი სფეროდან ცრუ მეცნიერებად
გადახედვა
-
დიდი ენობრივი მოდელების მიღმა — როგორი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის მომავალი? დიდი ენობრივი მოდელების მიღმა — როგორი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის მომავალი?
გადახედვა
-
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს დონალდ ტრამპის თქმით, აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
გადახედვა
-
"ჩვენ ვაშენებთ მომავალს, უფრო ძლიერ ევროპას უფრო ძლიერ NATO-ში" — NATO-ს ანკარის სამიტის დეკლარაცია "ჩვენ ვაშენებთ მომავალს, უფრო ძლიერ ევროპას უფრო ძლიერ NATO-ში" — NATO-ს ანკარის სამიტის დეკლარაცია
გადახედვა
-
ქართველი მწვრთნელი ზაურ ანთია აშშ-ის კრივის ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს ქართველი მწვრთნელი ზაურ ანთია აშშ-ის კრივის ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს
გადახედვა
-
თეგეტას მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე სასწავლო სივრცე მოეწყო თეგეტას მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე სასწავლო სივრცე მოეწყო
-
ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €260 მლნ-ზე მეტ ევროს გამოყოფს ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €260 მლნ-ზე მეტ ევროს გამოყოფს
გადახედვა
-
რატომ უჭირს ზოგ ადამიანს ორიენტირება, თუნდაც ნაცნობ გარემოში? რატომ უჭირს ზოგ ადამიანს ორიენტირება, თუნდაც ნაცნობ გარემოში?
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი დისნეის ანიმაცია საჭმლით ქვიზი: გამოიცანი დისნეის ანიმაცია საჭმლით
-
ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "მარიჯანის ქუჩის N4-ში მშენებარე კომპანია უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, 30 000 ლარით დაჯარიმდება" კახა კალაძე: "მარიჯანის ქუჩის N4-ში მშენებარე კომპანია უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, 30 000 ლარით დაჯარიმდება"
გადახედვა
-
რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში? რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა მხატვრით კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა მხატვრით
გადახედვა
-
საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად დატოვა საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად დატოვა
გადახედვა
-
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია შევიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია შევიდა
გადახედვა
-
"ბიოჰაკერ" ბრაიან ჯონსონს განუკურნებელი დაავადება დაუდგინდა "ბიოჰაკერ" ბრაიან ჯონსონს განუკურნებელი დაავადება დაუდგინდა
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას "სმარტ სოლუშენსი" განახორციელებს, რომლის მფლობელიც "ოცნების" დეპუტატ ბექა ოდიშარიას ენათესავება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას "სმარტ სოლუშენსი" განახორციელებს, რომლის მფლობელიც "ოცნების" დეპუტატ ბექა ოდიშარიას ენათესავება
გადახედვა
-
Chaikhana: უშგულში, ლამარიასთან უნებართვოდ სატრაპეზო შენდება Chaikhana: უშგულში, ლამარიასთან უნებართვოდ სატრაპეზო შენდება
გადახედვა
-
ტრამპი: ირანელები ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან, ისინი კიბო არიან და უნდა მოვიშოროთ ტრამპი: ირანელები ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან, ისინი კიბო არიან და უნდა მოვიშოროთ
გადახედვა
-
პეტერ მადიარი: უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი — სასტიკი აგრესორი პეტერ მადიარი: უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი — სასტიკი აგრესორი
გადახედვა
კომენტარები