გორში, საკუთარ სახლში არასრულწლოვანი გოგო გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

როგორც უწყებაში On.ge-ს უთხრეს, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მუხლის შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს.

მოზარის გარდაცვალების გარემოებები ამ დროისთვის უცნობია.