საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უამინდობამ პრობლემები სამეგრელოს რეგიონშიც შექმნა. კერძოდ, ძლიერმა ნალექებმა მდინარეებისა და ღელეების ადიდება გამოიწვია.

უწყების ინფორმაციით, წყლის ამოტუმბვითი სამშაოები შემდეგ ქალაქებში მიმდინარეობს: ზუგდიდი, სენაკი, ფოთი, ხობი, აბაშა და მარტვილი. ამასთან, დასახლებებში ამჟამად გზებს წმენდენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.