ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე ცოლ-ქმარი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალება საკონტროლოდ შეისყიდეს, შემდეგ ამ ყველაფრის ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს და მათ მიერ უკანონო გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი მე-5 ნაწილის ა და დ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. უწყების განმარტებით, აღნიშნული დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.