რა განსხვავებაა ხორავას ქუჩის საქმეზე შსს-სა და პროკურატურის ვერსიებს შორის
ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის 3 ივლისის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ თქვა, რომ პროკურორ ზვიად ფხაკაძესა და საქმის უშუალო გამომძიებელს, ირაკლი ფიფიას ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები აქვთ.
საქმე ეხება მოწმის, მიხეილ კალანდიას ზუსტ ადგილმდებარეობას, მაშინ როდესაც ბრალდების ვერსიით, გ.ბ. დანას ურტყამდა დათო სარალიძეს.
კომისიაში გაცხადებული პროკურორ ზვიად ფხაკაძის ჩვენებით, მიხეილ კალანდია 8-9 მეტროს მოშორებით იყო, როდესაც გ.ბ. სარალიძეს დანას ურტყამდა. შსს-ს გაჟღერებული ვერსიით კი, კალანდია მაშინვე შეყვა ფარდულში მოჩხუბარ სარალიძესა და გ.ჯ.-ს.
შსს-ს გამომძიებლის ჩვენება კომისიაში
"ჩვენებებით ირკვევა, რომ [მსჯავრდებული] გ.ჯ.და დათო სარალიძე უხეშად გაიწივნენ ერთმანეთის მიმართულებით. დათო სარალიძე ეჯახება გ.ჯ.-ს, რაგბის ილეთის მაგვარი მოძრაობით. შედეგად, გ.ჯ. და დათო სარალიძე აღმოჩნდნენ ფარდულში. ამ დროს, გ.ჯ. არის ზურგით ფარდულისკენ და დათო სარალიძე პირით მისკენ. მათთან ერთად ფარდულში აღმოჩნდნენ დ.ღ. და მ.კ".
თავმჯდომარე განმარტავს, რომ დ.ღ. [სარალიძის მეგობარი] და მ.კ. [გ.ჯ.-ს მხარე] მყისიერად, დატაკებისთანავე შეყვნენ მოჩხუბრებს ფარდულში, რაზეც გამომძიებელი მას დაეთანხმა.
"ჩვენებებით, ამავე ფარდულში ფიქსირდებიან [მსჯავრდებული] გ.ბ. და გ.მ. ისინი ჩხუბის დაწყების დროს, უშუალოდ, საუბრის დაწყებისას დგანან ოდნავ უკან, რამდენიმე მეტრის მოშორებით".
როგორც გამომძიებელი მიუთითებს, ისინი [გ.ბ. და გ.მ.] დგანან არკასთან, შესასვლელის მხარეს. კომისიის წევრი, სერგი კაპანაძე გამომძიებელს განუმარტავს, არის თუ არა ეს დაახლოებით 8-9 მეტრი ფარდულიდან. ამაზე გამომძიებელი პასუხობს, რომ ჩხუბი როცა იწყება, მას წინ უძღვის გინება, ფიზიკური დაპირისპირება, ხოლო მოშორებით მდგარი პირები მიდიან მოჩხუბრებთან ცენტრში.
"ამ დროს ფარდულში ჩხუბობენ გ.ჯ. და დათო სარალიძე. ფარდულში შედის გ.ბ., რომელიც ჭრილობებს აყენებს დათო სარალიძეს. ასევე რამდენიმე ჭრილობას აყენებს გ.ჯ. ამავე ფარდულში დ.ღ და გ.მ. ფიქსირდებიან. მ.კ. ამბობს ჩვენებისას, რომ ის ცდილობს თავისი მეგობრის, გ.ჯ.-ს დახმარებას, ვინაიდან დათო სარალიძე ფიზიკურად ძლიერია და სურს მოარიდოს ინციდენტს, ურტყამს ხელს დათო სარალიძეს".
პროკურორ ზვიად ფხაკაძის ჩვენება
"როდესაც ფარდულში სარალიძემ შებოჭა გ.ჯ., მასთან პირველი მიდის გ.ბ., რომელიც დანის გამოყენებით ჭრილობებს აყენებს [დათო სარალიძეს]. ამ მომენტს მ.კ. ხედავს დაახლოებით ფარდულიდან 8-9 მეტრიდან და მიემართება ფარდულის მიმართულებით. როდესაც მიდის ფარდულთან ამ დროს გ.ბ. მიემართება მარცხნივ".
სერგი კაპანაძემ დღევანდელ სხდომაზე გამომძიებლებს, შალვა ბედოიძესა და ირაკლი ფიფიას ჰკითხა, იყო თუ არა სიმართლე პროკურორის ინფორმაცია, რაზეც თავდაპირველად ბედოიძისაგან მიიღო პასუხი, რომ მცირე ეპიზოდით არ ჩანდა, თუ რის საფუძველზე ამბობდა პროკურორი აღნიშნულს.
პროკურორი ირაკლი ფიფია განმარტავს, რომ სავარაუდოდ, პროკურორი პროცესზე გამოკვლეული ჩვენებიდან ჰყვება, რასაც თავად არ ესწრებოდა. მანვე დაადასტურა რომ მათ არ გააჩნიათ არცერთი ჩვენება, რითიც დასტურდება, რომ მიხეილ კალანდია 8-9 მეტრის მოშორებით უყურებდა ჩხუბს.
შალვა ბედოიძისა და სერგი კაპანაძის დიალოგს უცვლელად გთავაზობთ:
სერგი კაპანაძე: თქვენს ხელთ არსებული ჩვენებებით, რაც გამოძიების ეტაპზე გქონდათ, განცხადება, რომ [მსჯავრდებული] გ.ბ. როდესაც აყენებდა ჭრილობებს დათო სარალიძეს, ამას მ.კ. უყურებდა 8-9 მეტრის მოშორებით, არის თუ არა სიმართლე?
შალვა ბედოიძე: ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ვეთანხმები სრულად, რაც გამომძიებელმა მოგახსენათ.
სერგი კაპანაძე: დაივიწყეთ პროკურორმა რაც თქვა, სერგი კაპანაძე გეუბნებათ, რომ როდესაც გ.ბ. აყენებდა ჭრილობას დათო სარალიძეს ფარდულში, ამას მ.კ. უყურებდა 8-9 მეტრიდან, ჩემი განცხადება არის თუ არა სიმართლე, იმ მასალებიდან გამომდინარე, რაც გქონდათ მოპოვებული.
შალვა ბედოიძე: თქვენი განცხადება რა თქმა უნდა, არ შეეფერება სიმართლეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები