თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით, ერთ-ერთი საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს პატიმრობა 7-დან 15 წლამდე. უწყების განცხადებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.