ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პროლემები შექმნა. ამ წუთებისთვის, ყველაზე მეტი შეტყობინება საგანგებო სიტუციების მართვის სამსახურში შესულია გლდანის რაიონიდან, სადაც დაიტბორა მეტროსადგურ ახმეტელის შესასვლელი. მეტროს ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება. მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ამ წუთებშიც აწარმოებენ.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა გლდანში, დიღომში, საბურთალოსა და მუხიანში. შს-მ გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით, მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი დააწესა.

გლდანი

თემქა

ფოტო: თინა თუთისანი

ფოტო: თინა თუთისანი

საბურთალო