პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის გადადგომას ითხოვენ. მათი თქმით, გიგაური აშანტაჟებდა 51-ე სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლეს, რომ აქციაზე არ გასულიყვნენ.

On.ge ამ წუთებში ცდილობს გარკვევას რა როლი ჰქონდა განათლების მინისტრის მოადგილეს ამ აქციაში.

დემონსტრანტებმა სხვა მოთხოვნებიც წამოაყენეს. მათ ხელისუფლებას ათ სააათამდე მისცეს ვადა იმისთვის, რომ მირზა სუბელიანი დააკავონ. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ამტკიცებს, რომ მირზა სუბელიანს საქმესთან კავშირი აქვს და ის ხელს აფარებდა ბრალდებულებს.

აქციაზე ითხოვენ ყველა იმ პირის დასჯას, რომლებიც, მათი აზრით, ხორავას ქუჩის საქმის ფალსიფიცირებაში მონაწილეობდნენ. მათივე თქმით, მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომა არაფერს ნიშნავს.

აქციის მოთხოვნებია გადადგეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, მოსამართლე ლევან მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიხეილ ჩინჩალაძე. მათ, ასევე, მოითხოვეს სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადაყენება.

დღეს, 31 მაისს ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეზე სასმართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პროკურატურასთან აქცია დაიგეგმა.