მიხეილ ყაველაშვილი, ჟენევაში, "ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გლობალური დიალოგის მიზანს წარმოადგენს გაეროს წევრი ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობაზე დისკუსია, პრაქტიკის გაზიარება და ღია ინკლუზიური საუბრების გამართვა ხელოვნური ინტელექტის თემაზე.