ნიკოლოზ ხატიაშვილი: ანკარაში NATO-ს სამიტზე, სადაც შავი ზღვის უსაფრთხოებას განიხილავენ, საქართველო მიწვეული არაა
პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი ნიკოლოზ ხატიაშვილი ხვალ, 7 ივლისს ანკარაში დაგეგმილ NATO-ს სამიტს ეხმაურება. მისი თქმით, ანკარაში NATO-ს სამიტზე, სადაც შავი ზღვის უსაფრთხოებას განიხილავენ, საქართველო მიწვეული არაა, მაშინ როცა ერთ დროს საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დასაყრდენად განიხილებოდა როგორც ევროპისთვის, ასევე, აშშ-სთვის.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ეს სამიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შავი ზღვის უსაფრთხოება პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასა და ინტერესებს, დეოკუპაციას, რუსეთის შეკავებასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.
"ხვალ ანკარაში იწყება NATO-ს სამიტი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება მომავალი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.
მაშინ როდესაც სამიტი ტარდება თურქეთში და განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება შავი ზღვის უსაფრთხოება, საქართველო არ არის მიწვეული ამ ღონისძიებაზე, როცა ერთ დროს საქართველო განიხილებოდა შავი ზღვის უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დასაყრდენად როგორც ევროპისთვის, ასევე, აშშ-სთვის.
მნიშვნელოვანია, რომ სამიტში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ს პრეზიდენტი იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონმა შეცვალა და უფრო მკაფიო გახადა თავისი რიტორიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით, რაც ადასტურებს, რომ აშშ უკვე კარგად აცნობიერებს რუსეთის საფრთხეს ერთიანი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, უკრაინის უპირატესობას ფრონტსა და საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ველზე და იმ გარემოებას, რომ უკრაინის გამარჯვება არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხია, არამედ ეს არის მთლიანი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ხელშეწყობის, თავისუფალი სამყაროს სიმტკიცის და საერთაშორისო წესრიგის მომავლის საკითხი. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ სამიტის ფარგლებში ტრამპის მხრიდან მოვისმინოთ უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები.ასევე, სამიტზე უნდა მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება უკრაინის მომავალი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის შესახებაც.
სამიტზე დიდი ყურადღება გამახვილდება ევროპული თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირებისა და მისი განვითარების საკითხებზე. ამ კონტექსტში დიდი ალბათობით საუბარი იქნება უკრაინასა და ევროპის ქვეყნებს შორის არსებულ და მომავალ ერთობლივ სამხედრო საწარმოებზე, რაც ერთი მხრივ ზრდის უკრაინის როლს ევროპული უსაფრთხოების გაძლიერებაში და მეორე მხრივ მნიშვნელოვანი როლი შეაქვს სამხედრო-ტექნოლოგიური განვითარების გლობალურ პროცესში. მარტივად რომ ვთქვათ, უკრაინა ხდება მნიშვნელოვანი გლობალური სამხედრო-სამრეწველო ჰაბი;
სამიტზე ასევე დიდი ყურადღება გამახვილდება რუსეთის შეკავებასა და NATO-ს მე-5 მუხლის მნიშვნელობაზე. ევროპა უკვე კარგად აცნობიერებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს და მნიშვნელოვანი იქნება, რომ წევრმა ქვეყნებმა კვლავ დაადასტურონ ერთგულება ნატო-ს მე-5 მუხლის მიმართ, რაც დამატებით დარტყმას მიაყენებს რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივს, თითქოს NATO იმდენად დასუსტებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ NATO-ს წევრ სახელმწიფოზე განხორციელდება თავდასხმა, ის არ აამოქმედებს მე-5 მუხლს.
საქართველოსთვის ეს სამიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შავი ზღვის უსაფრთხოება პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასა და ინტერესებს, დეოკუპაციას, რუსეთის შეკავებასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. სამწუხაროდ საქართველო დღეს ახალი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბების პროცესში არ ჩანს იმ წონით, როგორც ის უნდა ჩანდეს. ეს არის ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში წარმოებული არასწორი და არაეფექტური საგარეო პოლიტიკის შედეგი. საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოებაში უნდა იყოს არა პერიფერიული დამკვირვებელი, არამედ მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოთამაშე", — წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი ნიკოლოზ ხატიაშვილი.
-
რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
-
სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
გადახედვა
-
WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ
გადახედვა
-
35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი
გადახედვა
-
"არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე "არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
"მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს? "მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს?
გადახედვა
-
გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა
-
პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა
გადახედვა
-
ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება
გადახედვა
-
მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები