როგორი იყო საქართველოს გზა მსოფლიო ჩემპიონატამდე | საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
2011 წლიდან ქართული კალათბურთისთვის ევრობასკეტზე ასპარეზობა ერთგვარ ტრადიციად იქცა: კონტინენტის პირველობაზე ჩვენი ნაკრები რეგულარულად თამაშობდა, თუმცა მთავარი მიზანი — მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა — კვლავაც შეუსრულებელ ამოცანად რჩებოდა. იგრძნობოდა, რომ გუნდი მზად იყო უფრო მაღალ დონეზე გამოსაცდელად და ამერიკის, აზიისა და აფრიკის უძლიერეს ნაკრებებთან შესახვედრად, მაგრამ ეს შესაძლებლობა რეალობად მხოლოდ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპმა აქცია.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
საგზურისთვის ბრძოლა საქართველოს ნაკრებმა ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჯგუფში დაიწყო, სადაც მისი მეტოქეები ესპანეთი, იტალია, ისლანდია, უკრაინა და ნიდერლანდები იყვნენ. მომდევნო ეტაპზე მხოლოდ სამი გუნდი გადიოდა. ესპანეთმა და იტალიამ ფავორიტების სტატუსი გაამართლეს, ხოლო მესამე, ბოლო საგზურისთვის ბრძოლა საქართველოსა და ისლანდიას შორის გაიმართა.
გადამწყვეტი დაპირისპირება თბილისში, საშინაო არენაზე გაიმართა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ გამარჯვება არ იყო მნიშვნელოვანი — მნიშვნელობა ანგარიშის სხვაობასაც ჰქონდა. ისლანდიაში გამართული პირველი შეხვედრა საქართველომ 88:85 მოიგო, ამიტომ საპასუხო მატჩში ოთხი ან მეტი ქულით მარცხი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს გვართმევდა. თუ საქართველო და ისლანდია თანაბარ, 15-15 ქულას დააგროვებდნენ, უპირატესობას ურთიერთშეხვედრების ბურთების სხვაობა განსაზღვრავდა.
მატჩი ზუსტად სამი ქულის სხვაობით დავთმეთ და ბოლო წამამდე უდიდესი დაძაბულობა იგრძნობოდა. საბოლოოდ, საქართველომ და ისლანდიამ სატურნირო ცხრილში თანაბარ, 15-15 ქულას მოუყარეს თავი. თანაბარი იყო ურთიერთშეხვედრებიც — ორივე ნაკრებმა თითო მატჩი მოიგო, ხოლო ბურთების სხვაობაც ნულოვანი გამოვიდა (+3 და -3). შედეგად, გადამწყვეტ კრიტერიუმად ჯგუფში ჩატარებულ 10 მატჩში ჩაგდებული და გაშვებული ბურთების ბალანსი იქცა.
მთელი ქვეყანა ზეიმობდა, დაუვიწყარი მომენტი იყო. მაშინ ჩვენს ნაკრებს ილიას ზუროსი ედგა სათავეში, რომელმაც თქვა, რომ ეს დღე მის საკალათბურთო კარიერაში ყველაზე ბედნიერი იყო. საქართველოს რიგებში ყველაზე შედეგიანი 23 ქულით შერმადინი გახლდათ, მაკფადენმა 17 ქულა ჩააგდო, შენგელიას ანგარიშზე კი 20 ქულა იყო.
ჩვენი კაპიტანი და მისი დაუვიწყარი ამბავი
ამ ისტორიულ წარმატებაზე საუბრისას შეუძლებელია გვერდი ავუაროთ თორნიკე შენგელიას. მან ქვეყნის ინტერესებისთვის ყველაფერი გააკეთა — 4 დღეში 3 მატჩი ითამაშა და თითოეულის ლიდერად დარჩა. ნიდერლანდებში გამართულ მატჩში მან 25 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა, რის შემდეგაც კლუბში დაბრუნებულმა ვირტუს ბოლონიას გამარჯვება მოაპოვებინა (12 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი), საბოლოოდ კი თბილისშიც გაიბრწყინა.
მატჩის შემდეგ კაპიტანმა ემოციური გზავნილი გაავრცელა: “მინდა ვუთხრა მომავალ თაობას, რომ დღეს ჩვენ თამასა ძალიან მაღლა ავწიეთ“.
დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფილიპინებმა, იაპონიამ და ინდონეზიამ უმასპინძლეს. წილისყრამ საქართველო F ჯგუფში განამწესა — ჩვენი კონკურენტები სლოვენია (ფავორიტი), ვენესუელა და კაბო-ვერდე გახლდნენ.
შეგახსენებთ, რომ ტურნირი ორ ჯგუფურ ეტაპად იმართებოდა: პირველ ეტაპზე ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადიოდა, მეორე ეტაპზე კი ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილებული გუნდებიდან ორ-ორი საუკეთესო პლეი-ოფის საგზურს იგებდა.
დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა:
- კაბო-ვერდე: 85:60 (გამარჯვება)
- სლოვენია: 67:88 (მარცხი)
- ვენესუელა: 70:59 (გამარჯვება)
ჯგუფური ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, საქართველო მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, სადაც უკვე ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებს - გერმანიასა და ავსტრალიას დაუპირისპირდა. ორივე შეხვედრაში მეტოქეებმა 100-ქულიანი ზღვარი გადალახეს (გერმანია — 100:73, ავსტრალია — 100:84) და საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ამ ეტაპზე დასრულდა.
მიუხედავად მარცხისა, სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ჯგუფურ ეტაპამდე მიღწევა საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი წარმატება იყო. ამასთან, კიდევ უფრო შთამბეჭდავად ჩანს ის ფაქტი, რომ გერმანია საბოლოოდ ტურნირის ჩემპიონი გახდა: ნახევარფინალში მან აშშ ანგარიშით 113:111 დაამარცხა, ხოლო ფინალში სერბეთს 83:77 სძლია.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ელიტარულ გუნდებთან ტოლსწორად ბრძოლა, ხოლო ისლანდიასთან გადამწყვეტი მატჩი სამუდამოდ დარჩება ქართული კალათბურთის სპორტულ სასწაულად.
2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
საქართველოს ნაკრები ამჟამად 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს და მორიგი ისტორიული შედეგის მიღწევის რეალური შანსი აქვს. ჯგუფურ ეტაპზე გუნდს კიდევ ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა დარჩა: 2 ივლისს გასვლაზე უკრაინას დაუპირისპირდება, ხოლო 5 ივლისს თბილისში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
ამ დროისთვის საქართველო ოთხგუნდიან ჯგუფში, სადაც ესპანეთი, უკრაინა და დანია თამაშობენ, მესამე ადგილზეა. რეგლამენტის მიხედვით, მომდევნო ეტაპზე სამი საუკეთესო გუნდი გადის, ამიტომ ჩვენი ნაკრები ამჟამად გამსვლელ პოზიციაზე იმყოფება და ბოლოადგილოსან დანიას ორი ქულით უსწრებს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გუნდებს პირველ ეტაპზე დაგროვებული ქულებიც გადაჰყვებათ, რაც დარჩენილ ორ მატჩს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
უკრაინასთან მატჩის განაცხადში 12 კალათბურთელი იქნება წარმოდგენილი:
- ალექსანდრე მერკვილაძე
- მარკის რიდი
- რატი ანდრონიკაშვილი
- კახაბერ ჯინჭარაძე
- ბექა ბურჯანაძე
- დუდა სანაძე
- გიორგი ტურძილაძე
- გიორგი კორსანტია
- ალექსანდრე ფევაძე
- თორნიკე შენგელია
- გოგა ბითაძე
- გიორგი ოჩხიკიძე
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს. საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები