თურქეთში კომუნისრუტმა პარტიამ NATO-ს საწინააღმდეგო აქცია გამართა — დააკავეს 100-ზე მეტი ადამიანი | ვიდეო
ფოტო: REUTERS/Kemal Aslan
თურქეთის ხელისუფლებამ თურქეთის კომუნისტური პარტიის (TKP) მიერ ორგანიზებულ NATO-ს საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ინფორმაცის Reuters ავრცელებს.
7 და 8 ივნისს თურქეთი ანკარაში 32 მოკავშირე ქვეყნის ლიდრებს და NATO-ს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლებს. შეხვედრის წინ ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა თურქეთის დედაქალაქში, აკრძალა დემონსტრაციები, ბარიკადებით გადაკეტა ქალაქის დიდი ნაწილი და ჩაკეტა გზები.
განცხადებაში TKP-მ აღნიშნა, რომ საპროტესტო მსვლელობა ანკარის ცენტრალურ, ქიზილაის მოედანზე მოაწყო და დასძინა, რომ პარტიის 100-ზე მეტი წევრი, მათ შორის ხელმძღვანელი პირები, დააკავეს.
გავრცელებულ კადრებში ჩანდა, როგორ სკანდირებდნენ დროშებით ხელში მომიტინგეები ლოზუნგებს: "მკვლელო NATO, დატოვე ქვეყანა" და "გზა არ მიეცემა NATO-ს", რა დროსაც სპეცრაზმმა ხალხის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
TKP-ის მიერ ორგანიზებულ სხვა საპროტესტო აქციაზე ასობით ადამიანი სტამბოლის თაქსიმის მოედნიდან დოლმაბაჰჩესკენ მარშით წავიდა. ორი ცალკეული აქცია გაიმართა მემარცხენე ჯგუფების მიერ კადიქოის რაიონშიც. პოლიციის მობილიზების მიუხედავად, სტამბოლში საპროტესტო აქციების დროს შეტაკებებს ადგილი არ ჰქონია.
"ჩვენ დღეს თურქეთის ბევრ წერტილში შევიკრიბეთ NATO-ს გასაპროტესტებლად. ჩვენ ვთქვით, რომ ანკარას NATO-ს მხარდამჭერებს არ ჩავაბარებდით და არ დავუშვებდით, რომ ანკარა გაჩუმებულიყო. ეს პირობა შევასრულეთ," — განაცხადა TKP-ის გენერალურმა მდივანმა, ქემალ ოქუიანმა სტამბოლში.
ხელისუფლებას საპროტესტო აქციებსა და დაკავებებზე ოფიციალური კომენტარი დაუყოვნებლივ არ გაუკეთებია.
Reuters წერს, რომ გასულ თვეში, ანკარაში ანტიტერორისტული რეიდების ფარგლებში, სამართალდამცავებმა 103 ადამიანი დააპატიმრეს, სულ კი 225 პირი იყო დაკავებული.
ამასთანავე, კვირას მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ანტიტერორისტული რეიდების დროს კიდევ 39 ადამიანი დააკავეს, მათ შორის დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ჟურნალისტები, აქტივისტები და აკადემიკოსები.
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
კომენტარები