7 ივნისს, ლოს-ანჯელესის დოლბის თეატრში ჯორჯ კლუნს კარიერაში მიღწეული წარმატებების გამო საპატიო ჯილდოს გადასცემენ და რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო ამ პრიზის გადასაცემად სცენაზე მისი უახლოესი მეგობარი ჯულია რობერტსი ავა.

რობერტსი და კლუნი თითქმის 20 წელია რაც მეგობრობენ და რამდენიმე საერთო ფილმიც შექმნეს. მათ შორის იყო ოუშენის მეგობრები და ფინანსური მონსტრი.

გარდა ამისა, ჯორჯი ჯულიას მონაწილეობით გადაღებული რამდენიმე ფილმის პროდიუსერიც არის, მათ შორის არის აგვისტო: ოსეიჯის საგრაფო.

დაჯილდოების შემდეგ დიდი წვეულება გაიმართება, რომელსაც კლუნის ჰოლივუდელი მეგობრებიც დაესწრებიან.