შევიწროვება, ფავორიტიზმი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში რელიგიის თავისუფლებაზე
ფოტო: EPA
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში რელიგიური თავისუფლების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობას აფასებს.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა:
"რელიგიის თავისუფლების 2017 წლის საერთაშორისო ანგარიში არის ჩვენი მისიის - რელიგიური თავისუფლების დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილი. ის აღწერს 200 სხვადასხვა ქვეყანასა და ტერიტორიაზე ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტებს, რომლებიც განხორციელდა მთავრობების, ტერორისტული ჯგუფების თუ კერძო პირების მიერ".
მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგიები
ანგარიშის ნაწილში, რომელიც საქართველოს შესახებ საუბრობს, გასული წლის მსგავსად, წელსაც აღნიშნულია, რომ კონსტიტუციით სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის მიუხედავად, საქართველოს კანონმდებლობით მართლმადიდებელ ეკლესიას რიგი პრივილეგიები აქვს. კანონით რელიგიური თავისუფლება გარანტირებულია და რელიგიურ ნიადაგზე ნებისმიერი სახის დევნა იკრძალება, თუმცა, პრივილეგიებით ვერც ერთი სხვა რელიგიური ჯგუფი ვერ სარგებლობს.
ამ უპირატესობათა შორისაა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის სამართლებრივი იმუნიტეტი და მართლმადიდებელი სასულიერო პირების უფლება ისარგებლონ გამონაკლისით სამხედრო სამსახურიდან. გარდა ამისა, სასულიერო პირებს აქვთ უფლება კონსულტაციები გაუწიონ მთავრობას სხვადასხვა მიმართულებით, კონკრეტულად კი, განათლების სფეროში. განსაკუთრებულ უფლებებში შედის ასევე ციხეებში მართლმადიდებლური სამლოცველოების მოწყობის უფლება.
ანგარიში საგადასახადო შეღავათებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსი რელიგიურ საქმიანობას ეკონომიკურ აქტივობად არ მიიჩნევს და რელიგიურ გაერთიანებებს შემოწირულობაზე გადასახადისგან ნაწილობრივ ათავისუფლებს. მაგრამ მართლმადიდებელ ეკლესიას აქაც უპირატესობა აქვს მინიჭებული. ყველა სხვა რელიგიური ჯგუფი კი რელიგიური პროდუქტის რეალიზაციიდან მიღებულ მოგებაზე გადასახადს იხდის. ამასთან მათ გადასახადები ეკისრებათ რელიგიური დანიშნულების ნაგებობების აშენების, აღდგენისა თუ სხვა საქმიანობისთვის. მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა ყველა სხვა ჯგუფი იხდის ქონების გადასახადს. ასევე განსხვავებული სტატუსი აქვს მინიჭებული მართლმადიდებელ ეკლესიას ქონების შეძენის თვალსაზრისითაც. მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს უფლება პირდაპირი წესით იყიდოს სახელმწიფოს კუთვნილი არასასოფლო სამეურნეო მიწები. მართლმადიდებელ ეკლესიას ასევე შეუძილა უსასყიდლოდ მიიღოს სახელმწიფოს კუთვნილი მიწა, როცა ეს უფლება სხვა რელიგიურ ორგანიზაციებზე არ ვრცელდება.
რელიგიურ ნიადაგზე შევიწროების აღკვეთა
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წელს საქართველოს ხელისუფლებამ გამოიძია სავარაუდო რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი 7 საქმე. 2016 წელს მსგავსი საქმეების რაოდენობა 19 იყო. წელს, პროკურატურის ინფორმაციით, ერთ საქმეში საუბარი იყო ცემის ფაქტზე, ოთხში რელიგიურ ნიადაგზე დევნაზე, ერთში ქონების განადგურებასა და დევნაზე და ერთში შეურაცხყოფაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი საქმეების არაეფექტური გამოძიება. ასევე პრობლემად სახელდება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან რელიგიური დანიშნულების ნაგებობების მშენებლობების შეფერხება. ამის მაგალითად მუსლიმი თემის წარმომადგენლებს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ბათუმში მეჩეთის გაფართოებისა და მშენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შეყოვნება და გამჭვირვალობის ნაკლებობა მოჰყავთ. ამასთან, მუსლიმი თემი აგრძელებს ბრძოლას ქვემო ქართლში, ადიგენსა და აჭარაში მდებარე მეჩეთების კუთვნილების საკითხზე.
"რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო" და ფავორიტიზმი
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია "რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს" მიმართ ქვეყანაში არსებული კრიტიკის მიზეზებიც. ანგარიში ეყრდნობა რელიგიური და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს. ისინი სააგენტოს ადანაშაულებენ გაუმჭვირვალობაში და აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის ვერ ახერხებს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის განცალკევების გაძლიერებას. ანგარიში ასევე აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორის ინფორმაციაზე დაყრდნობით, სააგენტოს პრაქტიკულ საქმიანობაში აღინიშნებოდა ფავორიტიზმი მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ.
ეს მიკერძოება განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდის დროს "რელიგიური ჯგუფების მიერ განცდილი მატერიალური და მორალური ზიანის" ანაზღაურების საკითხების გადაჭრის დროს გამოიკვეთა. (საქმე ეხება საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციას რელიგიური გაერთიანებებისთვის. ხუთი რელიგიური გაერთიანება - სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქია საქართველოში, კათოლიკე ეკლესია, მუსლიმთა თემი, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია და იუდაური თემი - 20 წელზე მეტი ამ საკულტო ნაგებობებისა და სხვა ქონების დაბრუნებას სხვადასხვა მიზეზით ვერ ახერხებდა.)
ხელისუფლებამ კომპენსაციის სახით 25 მილიონი ლარი გამოყო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიამ საქართველოში, კათოლიკე ეკლესიამ, მუსლიმთა თემმმა და იუდაურმა თემმა კი ჯამში სულ 4.5 მილიონი ლარი მიიღეს, რაც ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებით, კრიტიკის საფუძველი გახდა.
"სააგენტოს ასევე აკრიტიკებენ მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ არაადეკვატური რეაგირებისთვის რელიგიური შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ფაქტებზე საჯარო სკოლებში", - ვკითხულობთ ანგარიშის საქართველოს ნაწილის შეჯამებაში.
რელიგიური თავისუფლება ოკუპირებულ რეგიონებში
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზეც, სადაც რელიგიური საქმიანობა კვლავ იზღუდება. აღნიშნულია ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ წებელდაში ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების - მე-19 საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა ისტორიული სასაფლაოს დანგრევის ფაქტებიც. ეკლესია და სასაფლაო სამხედრო პოლიგონის მოწყობის მიზნით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაანგრიეს. ასევე აღნიშნულია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. "უზენაესი სასამართლოს" მიერ იეჰოვას მოწმეებისთვის "ტერორისტული ორგანიზაციის" სტატუსის მინიჭება.
გახმაურებელი საქმეები და დაუსრულებელი გამოძიება
"გასულ წელს არ იყო პროგრესი 2015 წლის ნოემბერში ვაზისუბანში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მომხდარი სროლის ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით", - აღნიშნავს ანგარიში.
სახელმწიფო დეპარტამენტი ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ გასულ წელსაც გრძელდებოდა ვანდალიზმის შემთხვევები რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელთა მიმართ. მხოლოდ იეჰოვას მოწმეები ფიზიკური შეურაცხყოფის 10 ფაქტზე საუბრობენ, სხვადასხვა რელიგიური თემის წევრები კი ამბობენ, რომ მათ მიმართ კვლავ ხშირად იყენებენ ისეთ არატოლერანტულ გამონათქვამებს, რომლებშიც იგულისხმება, რომ ისინი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
"მედიის განვითარების ფონდმა" რელიგიურად არატოლერანტული გამონათქვამების, სულ მცირე, 92 შემთხვევა დააფისირა ადგილობრივ და ეროვნულ მედიასაშუალებებში
მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით, ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 83.4 % მართლმადიდებელი ქრისტიანია. 10.7 % მუსლიმი და 2.9 % სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელი.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ასევე გამოყოფს სკოლებში რელიგიური ინდოქტრინაციის საკითხს და ხაზს უსვამს, რომ კვლავ არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც საჯარო სკოლებში მართლმადიდებლური რელიგიური აქტივობის წახალისება ხდებოდა - იქნება ეს რელიგიის სწავლება, საერთო ლოცვა საკლასო ოთახებში, ხატებისა და სხვა რელიგიური სიმბოლიკის გამოფენა თუ სხვა - მიუხედავად საკანონმდებლო აკრძალვისა.
ანგარიშში საკონსტიტუციო ცვლილებები, რელიგიის თავისუფლების მიმართულებით, "წინააღმდეგობრივად" არის მოხსენიებული. კონკრეტულად კი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის დასაშვებობას, რაც მოგვიანებით კვლავ შეიცვალა. პირველად გადაწყვეტილებას, ანგარიშის განმარტებით, გაუმართლებლად და "რელიგიური თავისუფლების მიმართ საფრთხედ" მიიჩნევდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რელიგიური ჯგუფები და ვენეციის კომისია.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე საუბარია გასული წლების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე, როდესაც 2014 წელს ქობულეთში მცხოვრებ ადამიანთა ჯგუფმა, რომელიც უბანში მუსლიმური პანსიონის გახსნას ეწინააღმდეგებოდა, შენობის შესასვლელთან ღორი დაკლა და მისი თავი კარებზე მიაჭედა. უზენაესმა სასამართლომ ივნისში უარი თქვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის გადაწყვეტილების განხილვაზე, რომლის თანახმადაც, ეს მუსლიმი თემის შეურაცხმყოფელი ქმედება იყო. თუმცა უზენაეს სასამართლოს წლის ბოლოსთვის არ ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება იმის განხილვის თაობაზე, იკვეთებოდა თუ არა ამ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა: იყო თუ არა პოლიციის ქმედება დისკრიმინაციული, როდესაც მათ არ აღკვეთეს ამ ჯგუფის დისკრიმინაციული ქმედება.
-
ISFED: "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტიკური ანგარიში შეიქმნა ISFED: "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტიკური ანგარიში შეიქმნა
გადახედვა
-
შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
"ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? — კახა კალაძე ISFED-ის კვლევაზე "ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? — კახა კალაძე ISFED-ის კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: დააფიქსირეს ოკეანის ბინადარი, რომელმაც მასზე დიდი თევზი გადაყლაპა ნახეთ: დააფიქსირეს ოკეანის ბინადარი, რომელმაც მასზე დიდი თევზი გადაყლაპა
გადახედვა
-
ფრინველებსაც აქვთ დიალექტები — რატომ ჭიკჭიკებენ ისინი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად? ფრინველებსაც აქვთ დიალექტები — რატომ ჭიკჭიკებენ ისინი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაეზრდებათ ირაკლი კობახიძე: 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაეზრდებათ
გადახედვა
-
"როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია" — კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე "როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია" — კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე
გადახედვა
-
"გაუგებარია, გაერკვევა საქართველოს მთავრობა" — პაპუაშვილი ქართული პროდუქციის რუსეთში იმპორტის აკრძალვაზე "გაუგებარია, გაერკვევა საქართველოს მთავრობა" — პაპუაშვილი ქართული პროდუქციის რუსეთში იმპორტის აკრძალვაზე
გადახედვა
-
როგორ ვჭამოთ წყალი? როგორ ვჭამოთ წყალი?
-
როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი) როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი)
-
ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
-
"ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე "ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
გადახედვა
-
ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის
გადახედვა
-
ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
გადახედვა
-
რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება
გადახედვა
-
გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში? სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში?
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
კომენტარები