როგორ იცვლება ჩვენი განწყობა ტელეფონის დაჯდომასთან ერთად (გიფები)
ფოტო: Mirror
როცა ტელეფონი ჯდება, ბევრი ჩვენგანის განწყობა ნამდვილად ფუჭდება, მაგრამ მაინც როგორ და რატომ ხდება ასე?
ბრიტანელი მეცნიერების კვლევები და ყოველგვარ სოციოლოგიურ გამოკითხვები იქით იყოს და გადავწყვიტე საკუთარ გამოცდილებაზე მესაუბრა. გამოცდილებაზე, რომელიც საშინლად მიფუჭებს გუნება-განწყობილებას.
ის ადამიანები უფრო მარტივად გამიგებენ, რომლებიც ახალ თაობას ეკუთვნიან და სისხლის მაგივრად ძარღვებში ლამის ვაიფაი უჩქეფთ.
დავაკვირდი და სახლიდან გასულს ხშირად და მარტივად მეცვლება ხასიათი, თანაც რის გამო? ვიგებ, რომ ჩემი ტელეფონი ბოლომდე არ დამიტენია და თავი ცივილიზაციას მოწყვეტილი, ეული ჰომინიდი მგონია.
თუ ამ ყველაფერს ციფრებსა და პროცენტებში გადავიყვანთ, სიტუაცია დაახლოებით ასე ვითარდება:
100%
აღარც კი მახსოვს მთლიანად დამუხტული ტელეფონით სახლიდან ბოლოს როდის გავედი, მაგრამ როდესაც ეს ბედნიერება მოხდა, თავი სამხრეთ კავკასიის მმართველი და მსოფლიოში საუკეთესო სმარტფონის პატრონი მეგონა.
84%
ფოტო: giphy
4G ინტერნეტის გამოყენებასთან ერთად, ამბიციებიც კლებულობს და მიწაზე დაშვების სასიამოვნო პროცესი იწყება, სასიამოვნო-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ენერგიის 84% ჯერ კიდევ შენს ხელთ არის და კმაყოფილი სახით წარმოიდგენ სასიამოვნოდ გატარებულ ერთ მთლიან დღეს, როდესაც სიტყვა "დამტენის" გახსენებაც კი არ დაგჭირდება.
69%
ფოტო: giphy
ამ ციფრის დანახვასთან ერთად, სიცილითა და მეგობრებთან სკრინების ყრით გულს რომ იჯერებ, "იიი ნახე ეკრანზე 69 გამომესახა". ამ დროს უნდა მიხვდე და გააანალიზო, რომ საქმე სასაცილოდ ნამდვილად აღარ გაქვს.
41%
ფოტო: giphy
ტვინში სრული მობილიზაცია ცხადდება და სპონტანურად ვირტუალური სია იქმნება, რომელშიც წერია აკრძალული ფუნქციებისა და აპლიკაციების ჩამონათვალი, რომლებიც შედარებით დიდი რაოდენობით ენერგიას მოითხოვს და უმოწყალოდ ცეცხლზე ნავთს ასხავს. როგორიც არის ინტერნეტი, ფოტო-ვიდეო გადაღება, ინსტაგრამზე ვიდეოების ყურება და ა.შ ასეთ დროს ეკრანის განათების დაწევაც საკმაოდ ეფექტურია.
18%
ფოტო: giphy
ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები, რადგან უკვე ნახსენებ ცივილიზაციას გაცილებით მკრთალ და უღიმღამო ფერებში ვხედავ. ლოგიკურიც არის, რა ფასი აქვს 21-ე საუკუნის ტექნოლოგიურ მიღწევებს თუ სახლში მისვლამდე გამეთიშა და ვეღარც გამოვიყენე.
1%
ფოტო: giph
რამხელა ტკივილს მაყენებს მომაკვდავი ტელეფონის დანახვა, უკვე ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ასევე საკუთარი გამოცდილებით ჯობია გირჩიოთ, რომ თუ ტელეფონის დაცლასთან ერთად თქვენი გაწყობაც ფუჭდება, მის დამუხტვას გაცილებით დიდი დრო დაუთმეთ ან სიტუაცია სხვა უფრო კომფორტული მოწყობილობებით გამოასწორეთ, მაგალითად ენერგიის ბანკით, რომელსაც ყველგან ატარებთ.
-
საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ
გადახედვა
-
რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
-
სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
გადახედვა
-
WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ
გადახედვა
-
35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი
გადახედვა
-
"არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე "არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია
გადახედვა
-
უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე
გადახედვა
-
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე "მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა
გადახედვა
-
ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება
გადახედვა

კომენტარები