თბილისში შავი ზღვის ბლოკჩეინის სამიტი 2018 ჩატარდა
ფოტო: დიმიტრი სანაია
კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინ ტექნოლოგია ის სიტყვებია, რომელიც თანამედროვე ადამიანს ყველაზე ხშირად ესმის. მიუხედავად ამისა, უმეტესობამ არ იცის, თუ რა შესაძლებლობები აქვს მას და რისთვის შეიძლება მისი გამოყენება. არადა, ეკონომისტებსა და დეველოპერებს თუ დავუჯერებთ, ძალიან მალე დადგება დრო, როცა ბლოკჩეინი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ისევე შემოაღწევს, როგორც ეს საჯარო რეესტრის შემთხვევაში მოხდა.
სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა მათთვის გასაგებ ენაზე აიმაღლონ ცნობიერება და განათლება ამ საკითხის მიმართ. ამ მიზნით, საქართველოში დაფუძნებული ამერკული კომპანიის, Spotcoin-ის ორგანიზებით, თბილისში შავი ზღვის ბლოკჩეინის სამიტი ჩატარდა. სამიტი ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ბიზნესში, განათლებასა და სამთავრობო სტრუქტურებში ინტეგრირებას ეძღვნებოდა. ღონისძიებაზე განხილული იყო განაწილებული ჩანაწერების ტექნოლოგია (Distributed ledger technology), მისი ფინანსურ ტექნოლოგიებზე ზემოქმედება და შავი ზღვის რეგიონში ბიზნესის ახალი შესაძლებლობები.
ღონისძიებას ქართველი მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე უძღვებოდა. მომხსენებლებს საკუთარი პრეზენტაციის წარდგენისთვის 15 წუთი ჰქონდათ.
Black Sea Blockchain Summit-ს ქართველი და უცხოელი ინოვატორები, ბიზნესმენები და ეკონომისტები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ მომხსენებლები აშშ-დან, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ჩინეთიდან, სომხეთიდან, მოლდოვადან და ირლანდიიდან. სპიკერების უმრავლესობამ აუდიტორიას ბლოკჩეინის შესაძლებლობები, მიზნები და სამომავლო პერსპექტივები გააცნო.
ბლოკჩეინის სამიტს სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილე, ავთანსილ კასრაძეც ესწრებოდა. მან დამსწრეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვაზე, კერძო სექტორთან ერთად, აქტიურად მუშაობს.
"მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც კერძო სექტორის ინიციატივით ხდება ასეთი კონფერენციის ჩატარება. ესაა ცნობიერების ამაღლების უნიკალური შესაძლებლობა საქართველოს მოსახლეობისთვის, რათა ვიფიქროთ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის უკეთესად გამოყენებაზე, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ ახალი ბიზნეს იდეები, ახალი სტარტაპ კომპანიების ჩამოყალიბების იდეები. საქართველოს მთავრობა ამ მიმართულების განვითარებას, ყოველთვის მხარს დაუჭერს, განსაკუთრებით კი კერძო სექტორის ინიციატივებს", - თქვა ავთანდილ კასრაძემ.
"საქართველოს მთავრობა ცდილობს, რომ საჯარო სექტორშიც გამოიყენოს ბლოკჩეინის ტექნოლოგია. ცნობილია, რომ საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც მიწის რეგისტრაცია ადამიანებს ბლოკჩეინში შეუძლიათ და ეს უბრალოდ დასაწყისია. ჩვენ ვფიქრობთ, სხვა სერვისების დამატებასაც, რაშიც კერძო სექტორის ჩართულობა აუცილებელია", - დაამატა მან.
ერთ-ერთი სპიკერი Go2the.cloud-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ტონი სიმონსი იყო. მან თავისი კომპანიის ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან ურთიერთობის გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესის მომავალი სულ ცოტა ხანში, ბლოკჩეინის გარეშე, წარმოუდგენელი იქნება. ბლოკჩეინი ამარტივებს ოპერაციებს და წარმატების მიღწევის საშუალებებს ამარტივებს. მისი თქმით, ასეთი სამიტების ჩატარება ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარიზაციას.
"ვფიქრობ, ასეთი სამიტების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესმენებთან ახალი ურთიერთობების დასაწყებად. ბლოკჩეინი საერთოდ ახალი ტექნოლოგიაა, რომლის შესახებაც ზუსტად არავინ არაფერი ვიცით. ჩვენ ცოდნას ამდიდრებს ასეთი ტიპის სამიტები, გამოცდილებების გაზიარება და ახალ-ახალი რჩევების მიცემას. ჩვენი კომპანია ძალიან აქტიურად იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას და ვფიქრობ, დაგროვებული გამოცდილების გაზიარება აქ შეკრებილი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყო", - აღნიშნა ტონი სიმონსმა.
ქართველ მომხსენებლებს შორის იყო Golden Fleece-ს დამფუძნებელი ვახტანგ გოგოხია. მან მაინინგისა და კრიპტოვალუტის მოპოვების პროცესებსა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შესახებ ისაუბრა. მისი კომპანია სწორედ მაინინგის აპარატურის განთავსების სერვისს აწვდის მომხმარებლებს და ამ მხრივ, კომპანია ერთ-ერთი ინოვატორია ამ ინდუსტრიაში.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, ამ მიმართულებით ძალიან სწრაფად ვვითარდებით. მოსახლეობაში უკვე ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელია იმ ადამიანების, ვისაც გარკვეული წარმოდგენა აქვს ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე. სხვა ქვეყნებში ეს მაჩვნებელი უფრო დაბალია, დაახლოებით მოსახლოების 1-დან 5%-მდე ნაწილი ფლობს ინფორმაციას. საქართველოში კი, ეს მაჩვენებელი 30%-ს აღწევს", - ამბობს ვახტანგ გოგოხია.
ვახტანგ გოგოხია ამბობს, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი აქტივობა იგეგმება ინფორმაციის გავრცელების კუთხით. მისი თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და კომპანიები გაჩერებას არ აპირებენ. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობით, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარება და დანერგვა უფრო დიდი ტემპით გაგრძელდება.
"ჩვენ ვმუშაობთ ერთ პროექტზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს ნოტარიული მომსახურება ონლაინ, ბლოკჩეინის დახმარებით მივიღოთ. მართალია, ეს პროექტი მხოლოდ ჩანასახში არსებობს, თუმცა მას დიდი მომავალი აქვს", - ამბობს ვახტანგ გოგოხია.
იორგენ ველსინკი ჰოლანდიაში კრიპტოვალურის აკადემიის დამფუძნებელია, რომელმაც ბლოკჩეინის სამიტზე ციფრული ვალუტის შესახებ ისაუბრა. სამიტის შეფასებისას, მან აღნიშნა, რომ გაოცებულია ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიმართ გამოხატული ინტერესის იმ მასშტაბით, რომელიც თბილისში იგრძნო. მისი თქმით, ბლოკჩეინს დიდი მომავალი აქვს, თუმცა ამ სისტემის განვითარება სწორედ ასეთი სამიტებისა და კონფერენციების საშუალებით ხდება.
"მე ძალიან მიხარია, რომ საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ ასეთი მზარდი ინტერესია. ყოველთვის მზად ვარ, რომ ქართველ ინოვატორებთან ვითანამშრომლო. დღევანდელ სამიტზე უამრავი ახალი ინფორმაცია მივიღე და მეც ვეცადე სხვებისთვის საკუთარი ცოდნა გამეზიარებინა", - ამბობს იორგენ ველსინკი.
შავი ზღვის ბლოკჩეინის სამიტი 25 აპრილს ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოში დაფუძნებული ინოვაციური კომპანია — სპოტკოინია, რომელიც მიზნად ისახავს, შავი ზღვის რეგიონში ახალი ეკონომიკის პლატფორმა განავითაროს. ეს არის საქართველოში დაფუძნებული ამერიკული კომპანია, რომლის მისიაა ციფრული ვალუტა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს. კომპანია სპოტკოინმა 2016 წლიდან 30-მდე თანამშრომელი დაასაქმა, 2018 წლის 1 მაისს კი საკუთარი ტოკენის პირველად საჯარო შათავაზებას (ICO) იწყებს, რომლის მოგებაც ციფრული ვაჭრობის გლობალური პლატფორმის შექმნას და მაინინგის გარემოსდამზოგავი ოპერაციების დანადგარების შეძენას მოხმარდება. (ტოკენის ინვესტირების მიმართულებით შეზღუდვა ჩინეთის, სამხრეთ კორეის და აშშ-ს მოქალაქეებს ეხებათ).
ამავე თემაზე:
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა








კომენტარები