თბილისის მერია ქალაქის სისუფთავეზე სოციალურ კამპანიაში 600 000 ლარის დახარჯვას გეგმავს
ფოტო: On.ge
თბილისის მერია ქალაქის სისუფთავეზე სოციალურ კამპანიაში - "გაუფრთხილდი ქალაქს" 600 000 ლარს დახარჯავს. მომსახურების შეძენა პირდაპირი წესით, ტენდერის გარეშეა დაგეგმილი. ამ საკითხზე ააიპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო შესყიდვების სააგენტოს თანხმობას ელოდება.
როგორც შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, სამეტაპიანი კვლევა საზოგადოების მიერ აღიარებული წესების დარღვევებზე ადამიანების ცოდნას შეისწავლის. კამპანიის ფარგლებში გათვალისწინებულია "თბილისზე მზრუნველობის დღის" დაწესება და ორგანიზება.
"კამპანიის წარმოება დაკავშირებულია ადამიანურ ემოციებთან, აღქმადობასთან, აქედან გამომდინარე, უპირველესად საჭიროა, გავარკვიოთ რა იწვევს მოქალაქეთა ვანდალურ ქცევას, რათა კამპანიის დაგეგმვისას, ვიხელმძღვანელოთ კვლევის შედეგებით. სწორედ ამიტომ, საზოგადოებრივი აზრის კვლევა, კამპანიის წარმოების განუყოფელი ნაწილია", - აცხადებენ მერიაში.
როგორც მერიაში აღნიშნავენ, ქალაქის კეთილმოწყობასა და დასუფთავებაში წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება, ეს კამპანია კი მიმართული იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, ვანდალიზმის და დანაგვიანების წინააღმდეგ.
"ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ნებისმიერი ვანდალური საქციელი გარდა იმისა, რომ ანტისახელმწიფოებრივია, არის ხარჯიანიც. დაზიანებული სკვერის, მოპირკეთებული ბორდიურის, დამაგრებული ილუმინაციების მეორედ გაკეთება და ა.შ მნიშვნელოვნად ზრდის დანახარჯებს, როგორც მატერიალური, ასევე ადამიანური რესურსის მხრივ", - აღნიშნავენ მერიაში.
მათივე განმარტებით, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებისათვის საჭიროა დაიწეროს სცენარები, დაიგეგმოს აქცია-ღონისძიებები, დამზადდეს ვიდეო რგოლები, პოსტერები, გაიმართოს კონკურსები, შემუშავდეს მედია გეგმა და ა.შ.
"ტენდერისა და კონკურსის საშუალებით შესაძლებელი იქნება გამოვლინდეს გამარჯვებული მხოლოდ წინასწარ დადგენილი, ჩარჩოში მოქცეული კრიტერიუმების მიხედვით ელექტრონული სისტემის საშუალებით, რაც არ იძლევა შესაძლებლობას, პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყების მიერ, შემოთავაზებული კონცეფციებიდან გამომდინარე იქნეს შეფასებული კამპანიის მიზანშეწონილობა და ასევე, კონცეფციის ავტორის მიერ იქნეს კამპანია განხორციელებული", - ასე განმარტავს თბილისის მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო ტენდერის გარეშე შესყიდვის აუცილებლობას.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა

კომენტარები