სახლში რომ ჩავალ, შუქი არ დამხვდება, შიმშილის ზღვარიც გადავლახეთ - აგარელი მეშაქრეების ისტორიები
7-თვიანი უმუშევრობა, 51-დღიანი აქციები, 120 კილომეტრი ფეხით მთავრობის კანცელარიამდე – შაქრის ქარხნის დახურვის შემდეგ, აგარელებმა ყველა გზა გამოიყენეს იმისთვის, რომ მათი პრობლემები დაენახათ.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
საჭმლისთვის გაყიდული პალტოები, ჩაჭრილი გაზი და შუქი, ვალები მაღაზიაში, ბანკის სესხები და გადალახული შიმშილის ზღვარი – ეს აგარელი მეშაქრეების საერთო ისტორიაა, რომლის მოსაყოლადაც ისინი აგარიდან ფეხით ჩამოვიდნენ.
ორი ღამე ღია ცის ქვეშ ძილის შემდეგ, დღეს, 20 აპრილს, მსვლელობით მთავრობის კანცელარიასთან მივიდნენ და საკუთარი მოთხოვნები წარადგინეს. აგარიდან ფეხით წამოსულ თანამშრომლებს, თბილისში, მათი ოჯახის წევრები, პროფკავშირები და ადგილობრივი აქტივისტები შეუერთდნენ.
რწმენამ ჩამოგვიყვანა
მურთაზ ისმაილოვი აგარიდან თბილისამდე თანამშრომლებთან ერთად, ფეხით ჩამოვიდა. დაღლის და უძილობის მიუხედავად ამბობს, რომ წასვლას არ აპირებენ, სანამ პასუხებს არ მიიღებენ. სჯერა, რომ ამჯერად მაინც მოუსმენენ.
"უკიდურეს ზღვარზე ვართ. თბილისამდე იმის რწმენამ ჩამოგვიყვანა, რომ ეგებ ვიღაცამ გაიგოს ჩვენი გულისტკივილი. ერთადერთი ქარხანა გვაქვს, სადაც 500 ადამიანი ვართ დასაქმებული. უფრო ზუსტად, ვიყავით. სხვა დასაქმების საშუალება არც სოფელს აქვს და არც ქალაქს. მიწის ნაკვეთებიც კი არ გვაქვს, რომ იქ ვიმუშაოთ და რამე ვჭამოთ. ოჯახებს აქამდე ნისიით ვარჩენდით, მაღაზიები გვაძლევდნენ, ვერ გადავუხადეთ."
აგარაში, რომ დავბრუნდებით რა ვჭამოთ?
პავლე ნოზაძის თქმით, აგარიდან იმისთვის ჩამოვიდა, რომ მთავრობისგან მიიღოს პასუხი კითხვაზე: "როგორ მოვახერხო, რომ მშიერი არ დავრჩე, როცა შემოსავლის ერთადერთ წყაროს ხურავთ?"
მისი თქმით, მთელი დაბა ამ ქარხნის ფუნქციონირებაზე იყო დამოკიდებული და დასაქმების სხვა ალტერნატივა ადგილობრივებს არ აქვთ, ქარხნის დახურვის შემდეგ კი ოჯახის სარჩენად სხვა გზების ძებნა სჭირდებათ.
"ქართველი ხალხი ვართ, თავის გატანას ერთმანეთით ვახერხებდით. მაღაზიები ნისიებს გვაძლევდნენ და ასე ვჭამდით. ბოლოს იმათაც აღარ ჰქონდათ საშუალება და უკან დაბრუნებულებმა რა უნდა ვჭამოთ, არ ვიცით."
ჩვენი ჩამოსვლის ერთადერთი მიზეზი უყურადღებობაა
"უყურადღებობა როგორც მთავრობის, ასევე დამსაქმებლის მხრიდან. უყურადღებობა იმაზე, რომ შიმშილის ზღვარზე მივედით და გადავლახეთ კიდეც. უყურადღებობა იმაზე, რომ ღამეებს ვათენებთ ფიქრში, რა ვაჭამოთ შვილებს", - აგარის ქარხნის ყოფილი მუშა, ზაზა თურმანიძე ამბობს, რომ გზა აგარიდან თბილისამდე ხვალინდელ დღეზე ფიქრმა გაუადვილა. ამბობს, რომ ყველა შესაძლო გზით სცადეს მთავრობისთვის ხმა მიეწვდინათ, მაგრამ პასუხებისთვის მაინც დედაქალაქში მოუწიათ ჩამოსვლა.
"7 თვის განმავლობაში ვერ გავაგებინეთ იქიდან და ჩამოვედით, რომ ხმა მივაწვდინოთ აქ. ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ვალდებულები არიან, რომ მოგვხედონ.
ჩვენ სპეციალისტები ვართ. ისეთი სპეციალობა გვაქვს, რომ რთულია სამსახურის შოვნა. ჩვენთან არის შუახნის ასაკს გადაცილებული მოსახლეობა, რომლებიც ახალგაზრდობიდან იქ მუშაობს და სხვა სპეციალობის ათვისება უჭირს."
გვასწავლონ როგორ ვიცხოვროთ უფულოდ
"ჩვენთან სკოლის ბუფეტში ბავშვები 70-თეთრიან ღვეზელს ვეღარ ყიდულობენ. იმიტომ, რომ იმათ მშობლებს ფული არ აქვთ ბავშვებს, რომ გაატანონ", - აგარის ქარხნის თანამშრომელი ყვება, რომ ოჯახები საარსებო წყაროს გარეშე დარჩნენ.
"გვასწავლონ ახლა როგორ ვიცხოვროთ უფულოდ, გვასწავლონ ჩვენი ოჯახები რითი ვარჩინოთ. ჩვენთან სხვა არანაირი პერსპექტივა არ არის.
აქამდე ჩვენი ნამუშევარი დანაზოგი გვქონდა და იმით ვირჩინეთ თავი. ახლა საბანკო ვალები, მაღაზიის ნისიები და ათასი პრობლემა შეგვრჩა."
დაგვიბრუნონ მონობის უფლება
"გვიპასუხოს ხელისუფლებამ რა ვქნათ? მოგვცემს მონობის უფლებას? თუ სხვა ქვეყანაში გავიხიზნოთ და იქ გავხდეთ მონები? ჩვენი ანაზღაურებით და შრომით მართლა მონები ვიყავით, მაგრამ ახლა ეგ შანსიც წაგვართვეს", - ვეფხია დარბაიძე ამბობს, რომ მთავრობის უყურადღებობა ქვეყნიდან ხალხის გადინებას იწვევს.
"იცით თავს როგორ ვირჩენდით? ნათესავებით, მეზობლებით, ნისიებით და ვალებით. მაგრამ ეგეც აღარ გამოგვდის, გამწარდა ხალხი და გაბოროტდა.
გზაში 3-მა ბანკმა დამირეკა სესხი გაქვთ გადასახდელიო, მადლობა გადავუხადე ყურადღებისთვის. ბანკის ვალი იმიტომ კი არ ავიღეთ, რომ რამის გაუმჯობესება გვინდოდა ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ ავიღეთ, რომ გაჭირვებულები ვართ და საჭმელი გვინდოდა.
ხელისუფლებას უკვირს, ჩვენი მოქალაქეები თავშესაფარს ასე ხშირად რატომ ითხოვენო. სხვა რა გზა გვაქვს, თუკი 7 თვეა ხმა ვერ მივაწვდინეთ და 120 კილომეტრის ფეხით გავლა მოგვიწია, რომ მოგვისმინონ."
არ მოვითხოვთ გვარჩინონ, დასაქმება გვინდა
აგარის ქარხნის თანამშრომელი, რომელსაც წლების განმავლობაში 200 ლარიანი ანაზღაურება ჰქონდა, ამბობს, რომ სამსახური ენატრება და სასიცოცხლოდ სჭირდება.
მისი თქმით, მიუხედავად დაბალი ანაზღაურებისა გარანტია ჰქონდა, რომ თვის ბოლოს სახლში საჭმელს მიიტანდა.
"თუკი აქამდე შიმშილის ზღვარზე ვიყავი, ახლა ზღვარი გადავლახე. მოვითხოვთ სამსახურს. ასეთი რამე გსმენიათ? სამსახურს ვითხოვთ. იმიტომ ჩამოვედით აქ, რომ პასუხი ვერ მივიღეთ. ველოდებით, გვიპასუხონ. მჯერა, რომ გვიპასუხებენ."
ვითხოვთ ჩვენს კუთვნილ შრომის უფლებას, რომელიც ჩამოგვართვეს
ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომელი აქციაზე ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. მცირეწლოვან შვილთან ერთად აქციაზე მყოფმა განაცხადა, რომ უნდა საზოგადოებამ გაიგოს, რომ მათ უკან ოჯახები დგანან:
"7 თვეა სამსახური ვერ ვიშოვე. იმიტომ კი არა, რომ არ ვეძებ ან მეზარება, დასაქმების საშუალება არ არის. ქარხნის დახურვამ ყველაფრის დახურვა გამოიწვია. მაღაზიები ნისიებმა გააკოტრა. ჩვენ უფულობამ მშიერი დაგვტოვა. რა ვქნათ, არავინ გვიხსნის და გვპასუხობს. ოჯახთან ერთად ჩამოვედი აქციაზე, რომ დაგვინახონ და მიხვდნენ."
საჭმლისთვის პალტო გავყიდე
ალექსანდრე ჩუქირაშვილმა ბოლო 7 თვეში, ოჯახის გამოსაკვებად, ყველაფერი გაყიდა, მათ შორის, პალტო, ქურთუკი და ავეჯი. მან არ იცის, სახლში ჩასულს დახვდება თუ არა შუქი ჩართული.
ალექსი გაბულაშვილს კი შუქი და გაზი მეორე თვეა არ აქვს. ის ცოლთან ერთად ქარხანაში მუშაობდა და ახლა ოჯახში დასაქმებული არავინ დარჩა.
ასაკი და ჯანმრთელობა ხელს ვერ შემიშლის
აქციის მონაწილეებს შეუერთდა ფატი გომარელიც, რომელიც 18 წლიდან აგარის ქარხანაში მუშაობდა. 42-წლიანი მუშაობის შემდეგ ქარხანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა. ფატი ამბობს, რომ წლების წინაც ქარხანა აგარაში ერთადერთი დასაქმების საშუალება იყო და ადგილობრივები პროფესიას იქ ეუფლებოდნენ. მისი თქმით, რთულია იქ გაზრდილმა ხალხმა უცებ აითვისოს სხვა საქმე, მაგრამ არც ამაზე დაიხევენ უკან, რადგან შრომისმოყვარეები არიან, მიუხედავად იმისა, რომ შრომისთვის გარემოს არ უქმნიან.
"აქედან აქ წავალ, ამ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებ. აგარა ამ ქარხნის გარეშე ვერ იარსებებს. საშინელი 90-იქნები გამოვიარეთ და ამ ხალხის წყალობით ქარხანამ გაძლო. ახლაც გაძლებს შანსს თუ მიცემენ. აქ ვიდგები, არ წავალ. ვერც ასაკი და ვერც ჯანმრთელობა შემიშლის ხელს თუ ჩემს აგარელებს დავჭირდები".
ყურადღებას აუცილებლად მოგვაქცევენ
აქციის მონაწილეები დარწმუნებული არიან, რომ მათ მსვლელობას შედეგი ექნება. ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ შეუძლებელია ასეთი პროტესტი უყურადღებოდ დატოვონ:
"ულუკმაპუროდ ვართ დარჩენილები. მთავრობას ერთადერთ რამეს ვთხოვთ, რომ ჩვენი სამუშაო ადგილები დაგვიბრუნოს. დარწმუნებული ვარ, რომ დაგვეხმარებიან. 51 დღე აქციაზე ვიდექით, ბიჭებმა 120 კილომეტრი გამოიარეს ფეხით, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. შეუძლებელია ახლაც, რომ არ მოგვაქციონ ყურადღება. ასეთი რამე ქართველ ხალხს არ გვჩვევია. ეს უგულობა იქნება"
კანცელარიასთან აქცია 5 საათზე დასრულდა, თუმცა აქციის მონაწილეებს ტერიტორია არ დაუტოვებიათ. 9 საათამდე ისინი მთავრობისგან პასუხს ელოდნენ.
როგორც On.ge-ს მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს აქციის მონაწილეებს ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე შეხვდათ. ლიქვინაძემ აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ ქარხანაში საწარმოო პროცესის აღდგენა 2 თვეში იგეგმება. მისივე თქმით, ქარხნის 80 თანამშრომელს ბანკები სესხების მომსახურებას 6 თვით გადაუვადებენ.
ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრის შემდეგ აქციის მონაწილეები დაიშალენ.
ამავე თემაზე:
-
მუხრანში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ მუხრანში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ
გადახედვა
-
მენოპაუზა ტვინის რუხი ნივთიერების ცვლილებასთან დააკავშირეს მენოპაუზა ტვინის რუხი ნივთიერების ცვლილებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ფინეთის სამხედრო დაზვერვა: "რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში შემცირებულია, მაგრამ საქართველო პოლიტიკურად რუსეთთან დაახლოვდა" ფინეთის სამხედრო დაზვერვა: "რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში შემცირებულია, მაგრამ საქართველო პოლიტიკურად რუსეთთან დაახლოვდა"
გადახედვა
-
ალდაგი ტურისტებს ვიზიტორების სავალდებულო დაზღვევას სთვაზობს ალდაგი ტურისტებს ვიზიტორების სავალდებულო დაზღვევას სთვაზობს
-
NATO რუსეთისგან თავდასაცავად რობოტებით აღჭურვილ ავტომატიზებულ ზონას ქმნის NATO რუსეთისგან თავდასაცავად რობოტებით აღჭურვილ ავტომატიზებულ ზონას ქმნის
გადახედვა
-
მაია სანდუ: რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმის მინიშნებით, რომ არასწორი არჩევანის ფასი მშვიდობა იქნებოდა მაია სანდუ: რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმის მინიშნებით, რომ არასწორი არჩევანის ფასი მშვიდობა იქნებოდა
გადახედვა
-
ქვიზი: გაგიზიარებდა თუ არა ჯოუი ბოლო ფრის? ქვიზი: გაგიზიარებდა თუ არა ჯოუი ბოლო ფრის?
-
მეცნიერებმა უძველესი ხის იარაღები გამოავლინეს — 430 000 წლის წინანდელი არტეფაქტები მეცნიერებმა უძველესი ხის იარაღები გამოავლინეს — 430 000 წლის წინანდელი არტეფაქტები
გადახედვა
-
ზუგდიდის სასამართლომ აქტივისტი თაკო გვილია ფეისბუქ-პოსტისთვის 4 000 ლარით დააჯარიმა ზუგდიდის სასამართლომ აქტივისტი თაკო გვილია ფეისბუქ-პოსტისთვის 4 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
აზერბაიჯანში ISIS-ისთან დაკავშირებული 3 პირი დააკავეს, რომლებიც ერთ-ერთ საელჩოზე ტერაქტს გეგმავდნენ აზერბაიჯანში ISIS-ისთან დაკავშირებული 3 პირი დააკავეს, რომლებიც ერთ-ერთ საელჩოზე ტერაქტს გეგმავდნენ
გადახედვა
-
კანიე ვესტმა ანტისემიტური ქმედებები ბიპოლარული აშლილობით ახსნა და მოიბოდიშა კანიე ვესტმა ანტისემიტური ქმედებები ბიპოლარული აშლილობით ახსნა და მოიბოდიშა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია გრძელდება საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია გრძელდება
-
ოკუპირებული აფხაზეთიდან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ბრიტანეთის მოქალაქე გააძევეს ოკუპირებული აფხაზეთიდან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ბრიტანეთის მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
-
ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს
გადახედვა
-
პარიზის მაღალი მოდის კვირეული: ვარსკვლავების ლუქები პარიზის მაღალი მოდის კვირეული: ვარსკვლავების ლუქები
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: კოკა-კოლას საახალწლო გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნახეთ ვიდეო: კოკა-კოლას საახალწლო გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
ილია ღუდუშაური ტენდერთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს ილია ღუდუშაური ტენდერთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
31 იანვრამდე პორშე ცენტრი თბილისის შოურუმში ახალი Cayenne Electric ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი 31 იანვრამდე პორშე ცენტრი თბილისის შოურუმში ახალი Cayenne Electric ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი
-
თიბისი ბარათის მრავალნაირი შეთავაზება პარტნიორ ობიექტებში — დაიბრუნე 30% Extra-ზე თიბისი ბარათის მრავალნაირი შეთავაზება პარტნიორ ობიექტებში — დაიბრუნე 30% Extra-ზე
-
რატომ არის დასვენება ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც მუშაობა რატომ არის დასვენება ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც მუშაობა
-
ჰოლივუდის ნიშანზე ლიფების უნებართვოდ ჩამოკიდების გამო, სიდნი სვინი მორიგ სკანდალშია ჰოლივუდის ნიშანზე ლიფების უნებართვოდ ჩამოკიდების გამო, სიდნი სვინი მორიგ სკანდალშია
გადახედვა













კომენტარები