მას შემდეგ, რაც ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ამ ფაქტს მანჩესტერ იუნაიტედის ტვიტერის გვერდმა პოსტი მიუძღვნა:

"გილოცავთ არსენალთან ერთად გატარებულ 22 წელს და კარიერის დასრულებამდე წარმატებას გისურვებთ... ჩვენთან გასამართი მე-60 შეხვედრის გარდა, რომელიც მომდევნო კვირას შედგება".