კახა კალაძე

18 Apr. 2018, 16:59

ძალიან გულდასაწყვეტია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ იმიტომ, რომ ადამიანები ვართ არსებობს მორალი, არსებობს ზნეობა. როგორ უნდა ვიკადროთ ისეთი რამ, რომ მოტყუებით გამოვიყვანოთ ბავშვები და შემდეგ გავასხვისოთ. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის შეურაცხმყოფელი პირადად ჩემს მიმართ...

მე მგონია, რომ ჩვენ ამ ბავშვების და მშობლების ინტერესებს ვიცავთ და ის დამოკიდებულება და მესიჯები, რაც მოვისმინეთ შეურაცხმყოფელია და მიუღებელია. ჩვენ ეს დამოკიდებულება არ გვაქვს საზოგადოებასთან, მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ გახსნილები, ყველაფერში ჩავრთოთ, ყველაფერი ავუხსნათ რას ვაკეთებთ. უბრალოდ გულდასაწყვეტია, როცა ვისმენთ ამ განცხადებებს. თუმცა არაუშავს, ყველაფერი ხდება და ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ჩვენ ვთვლით საჭიროდ და როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის ინტერესები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  2. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  3. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
  4. თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
  5. აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ