კახა კალაძე

12 May. 2018, 21:44

ჩვენი გუნდის მთავარი მამოძრავებელია ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ ვისმენთ არაერთგვაროვან განცხადებებს. მიმდინარეობს სპეკულიერბა, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, კლუბურ მუსიკაზე, რაშიც ვერ დავეთანხმები ამ ადამიანებს.

მე პირობას გაძლევთ ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და კლუბური სცენა, რომელიც არის წარმატებული, აუცილებლად გაგრძელდება. ჩემი მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა. ჩვენ ვამაყობთ იმ წარმატებებით რაც ამ მიმართულებით გააჩნია ჩვენს დედაქალაქს.

არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს. მე ვიცი რომ ჩემდამი გააჩნიათ გარკვეული პატივცემულობა, რასაც ვაფასებ, მე გთავაზობთ ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს, ნარკორეალიზატორებს. ეს სერიოზულად ურტყამს კლუბურ მუსიკას. ჩვენ გვიკვდება დები, ძმები. ჩვენ დილიდან შეკრებილები ვართ და ვმსჯელობთ დილიდან. გუნდსი დაწყებულია მშაობა ნარკოპოლიტიკაზე. არსებული არავისთვისაა მისაღები. აქაც თუ აქვთ ინტერესი რომ ნახოთ თუ როგორი მოსაზრება გავქ, შემობრძანდნენ, ჩვენი კარი არასდროს აღმართულა ჩვენსა და ახალგზარდებს შორის.

ჩვენი ინფორმაციით დაკავებული იყო 8, აქედან 2 არის გამშვებულიდ ა პატმიმრობაში რჩება 6 რეალიზატორი. ფორმა შეიძლება პოლემიკის საგანი იყოს, თუმცა ვთანხმდებით რომ ნარკორელიზატორებს ერთად უნდა ვებრძოლოთ


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
  5. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

თიბისის მობაილბანკში ორთვიანი გემიფიკაციის კამპანია — "საგანძურის მარათონი" წარმატებით დასრულდა. თამაშმა ნახევარ…